რა იცით სათაფლიის მღვიმეზე?

0
სათაფლიის მღვიმე 1925 წელს პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს აღმოაჩინა. დეკორაციებად წარმოდგენილი სტალაქტიდები, სტალაგმიტები და სტალაგნატები აქ ურთიერთგანსხვავებულ დარბაზებსა და საოცარ პეიზაჟებს ქმნიან: მღვიმეში მუდმივი ტემპერატურა 14 გრადუსია. სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი აერთიანება კოლხურ ტყეს, კარსტულ გამოქვაბულსა და დინოზავრის ნაკვალევს სათაფლიას სახელწიფო ნაკრძალის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ვიზიტორთა ცენტრს, დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობას, საგამოფენო დარბაზს, შუშის პანორამულ გადასახედს, კაფეებს, სუვენირების მაღაზიებს, კეთილმოწყობილ მღვიმესა და მარკირებულ ბილიკებს. აქ ვიზიტორებს შეუძლიათ მოინახულონ დინოზავრის გაქვავებული ნაკვალევი, კარსტული მღვიმე, კლდის ბილიკი, კოლხური ტყე, პანორამული გადასახედები. სათაფლიის აღკვეთილი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს, სადაც აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. ვიზიტორთა ცენტრი: წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ბანოჯა ოჯახური მოგზაურობისთვის მოხერხებული, მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა. შესვლის ღირებულება: ბილეთის ფასი შეადგენს 8 ლარს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 18 ლარს. · ზრდასრული - 8 ლარი; · სტუდენტი და სკოლის მოსწავლე - 4 ლარი; · 6 წლამდე ასაკის ბავშვები - უფასო. გიდის მომსახურება ხორციელდება ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე და შედის ბილეთის ღირებულებაში. ტურები ხორციელდება მთელი წლის განმავლობაში სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 საათამდე სამუშაო დღეები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com
#საინტერესო
#ტურიზმი
#kutaisidaily
#მოგზაურობა
0