სვანეთი-საქართველოს ისტორიული კუთხე
უზარმაზარ მთებთან და კლდეებთან ჰარმონიულად შერწყმული კოშკოვანი სოფლებით, ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობისა და მხატვრობის მნიშვნელოვანი ნიმუშებით, მრავალსაუკუნოვანი კულტურით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
სვანეთის ბუნება, კი უდავოდ მომნუსხველია ალპური მდელოებით, კლდეებით, მწვერვალებით, ჩანჩქერებითა და ულამაზესი ალპური ტბებით.
, , მურყვამ"-კოშკი, , , კოჯარ"-კლდეები, , , ლახვმიარ"-ტაძრები, , , ლახვარ"-მთები, , , ლცარ"-წყლები. ეს ისაა, რასთანაც სვანეთი ასოცირდება.
ოქროს საწმისი სამშობლო
ამბობენ, რომ არგონავტების მითი სწორედ სვანეთში მოპოვებულ ოქროს უკავშირდება.
ოქროს ცხვრის ტყავის დახმარებით მოიპოვებდნენ:ფიცარზე გაჭიმულს მდინარეში აფენდნენ და ისე ამაგრებდნენ, რომ წყალს არ წაეღო, რამდენიმე ხნის შემდეგ ამოიღებდნენ და გასაშრობად გაფენდნენ, გამშრალს კი დაფერთხავდნენ და ოქროს ნამცეცებს გადმოყრიდნენ.
ოქროს მოპოვების ამ წესისა და საქართველოს მდინარეებში ოქრონარევი ქვიშის არსებობის შესახებ საქართველოს ფარგლებს გარეთაც გაეგონათ, სვანეთი კი იმ დროს, როცა არგონავტებისა და ოქროს საწმისის შესახებ მითი იქმნებოდა კოლხეთის სამეფოს ნაწილი იყო.ეს გახლდათ ერთადერთი კუთხე, საიდანაც კოლხეთის სამეფოს ოქრო მიეწოდებოდა.
სვანეთში დღესაც დასტურდება ოქროს მოპოვების ხალხური წესი.უხუცესთა ნაამბობში, თქმულებებსა თუ ლეგენდებში ხშირად არის ნახსენები ოქროსთმიანი ღვთაება დალი.
დალი-ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში
დალი, სვანურად წარმოითქმის, როგორც , , დალ"-კლდის ტურფა ქალი, ცხოვრობს მიუვალ კლდეებზე, საიდანაც ეშვება მისი ოქროს თმები.მას შეუძლია ადამიანს გამოეცხადოს ცხოველის ან ფრინველის სახით.დალი რჩეულ მონადირეს, რომელსაც მინიმუმ 100 ჯიხვი ჰყავდა მოკლული, სიყვარულს უზიარებდა და ნადირობაში ეხმარებოდა, ეს მანამ, სანამ მონადირე მათი სიყვარულის საიდუმლოს ინახავდა.კარგ მონადირეზე იტყვიან , , დალი ჰყავსო".პირობის დამრღვევ მონადირეს დალი არ ინდობს:ზვავს გაატანს ან კლდეზე გადაჩეხს.
დალი და ბეთქილი
სიყვარულის ისტორია, რომელშიც კარგად ჩანს დალის შურისძიება, ღალატის გამო.მითის მიხედვით მამაცი მეთხვიარი, ანუ მონადირე, ნადირთა ქარღმერთ დალს უყვარდა.მან თავისი ერთგულების ნიშნად, თავისი მძივი უსახსოვრა ვაჟკაცს, მაგრამ ბეთქილმა სიტყვა გატეხა და მძივი, თავის საცოლეს-თამარს ჩამოჰკიდა ყელზე.დალიმ ლხინის დროს თეთრი შუნის სახით გაირბინა, რომელსაც ბეთქილი დაედევნა. კვალმა, იგი შავ კლდეებში-დალის სამფლობელოში მიიყვანა და უეცრად ქალღმერთი დალი გამოცხადებია დაბნეულ ბეთქილს.თავისი ნაჩუქარი მძივი მოუკითხავს, ბეთქილმა იცრუა-სასთუმალქვეშ დამრჩაო, რაზეც დალიმ უპასუხა:როგორც შენ დაგრჩა ჩემი მძივი, დაბრუნებასაც ისეთს მოგცემო.დალიმ ბეთქილი კლდეზე გადაჩეხა.
ქამმერდე
სვანური მითოლოგია უხვადაა პარანორმალური ისტორიებით სავსე, ერთ-ერთი ასეთი გახლავთ , , ქამმერდე", იგივე , , გარეთ მყოფი".სვანურ მითოლოგიაში იგი ერთგვარი ტყის კაცია, რომელიც მხოლოდ მათ დაენახება ხოლმე, ვისაც ცოდვებით აქვს სინდისი სავსე.იგი ჩვეულებრივი ადამიანებისგან განსხვავებით ბუნებასთან არის შერწყმული, შეუძლია უცებ გაჩნდეს და გაუჩინარდეს, ასევე შეუძლია ვინმეს გამოეცხადოს ახლობელი ადამიანის სახით.
სვანეთში ბევრ ამბავს მოისმენთ , , ქამმერდეს"შესახებ, თუმცა ყველა ისტორია განსხვავდება ერთმანეთისგან, ასევე თითოეულ ისტორიაში ის სხვადასხვა სახით თუ ფორმით ევლინება ადამიანს.ერთ-ერთი მითის თანახმად იგი წმინდა ადგილების დამცველია, რომელთა უმეტესობა ტყეში არსებულ ნიშებზე გადის.მას ასევე მოიხსენიებდნენ ტყის და ნებისმიერი ცოცხალი არსების დამცველად., , ქამმერდე"უხსოვარი დროიდან არსებობს სვანეთში.
რამდენად რეალურია ქამმერდეს არსებობა
ამ საკითხთან დაკავშირებით ბ-ნ ერეკლე საღლიანი ძალიან საინტერესო განმარტებას გვთავაზობს:
-შექსპირის ერთ-ერთი გმირი, ჰამლეტი რომ ეუბნება ჰორაციოს-"ბევრი რამ ხდება ჰორაციო, ამქვეყანაზე ისეთი, ფილოსოფოსებს სიზმრადაც რომ არ მოელანდებათო, მე ვფიქრობ, რომ სწორედ ასეა.ჩვენ ხილულ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველაფერს იმის მიხედვით ვაფასებთ, რაც ჩვენ თვალთახედვაში ექცევა, მაგრამ დანარჩენი სამყაროს არსებობის შესახებ არაფერი ვიცით.მას მეცნიერებმა , , პარალელური სამყაროები"უწოდეს.
,,დეცე ლახვრა"-ცის ფანჯარა
არსებობს ლეგენდა , , დეცე ლახვრაზე"ანუ ცის ფანჯარაზე.თითქოს ცა იხსნება და და ანგელოზი გადადის.ეს ძალიან იშვიათი მოვლენაა.თუ ამას ნახავ, სურვილი უნდა ჩაიფიქრო, რომელიც აუცილებლად აგისრულდება.გამოთქმაცაა ჩვენთან ასეთი:დაუჯერებელი რამ, თუ დაგემართება, გეტყვიან- , , დეცე ლახვრა როქ აჯფეტა", ანუ ცის ფანჯარა გაპობილა შენთვისო.
მამისგან მსმენია, რომ მათ წინაპარს, უნახავს ცის გახსნა და უნატრია:, , ივალადეღ ლეწვრი ნარუ ნარ", ანუ არასდროს დაგვჭირვებოდეს სისხლის აღებაო.ეს ნატვრა გამომდინარეობდა იქიდან, რომ ტრადიცია იყო, (დღეს იშვიათად გვხვდება მსგავსი შემთხვევები) სვანეთში სისხლის აღება, შურისძიების გამო, რასაც არაერთი სვანური გვარის გაქრობა მოჰყვა.
რამდენად რეალურია ეს ისტორიები რთული სათქმელია, თუმცა ერთი რამ ფაქტია-მითი არის განსაკუთრებული (კოლექტიური)მნიშვნელობის მქონე ტრადიციული ამბავი, რომელშიც საკმაოდ ღრმა აზრია ჩადებული.
სვანური მითოლოგია-ქართული მითოლოგიის თავისებური ნაწილია, საინტერესო და საყურადღებო თავისი სიძველით, კოლორიტით, ანგარიშგასაწევი შინაარსებითა და ნიუანსებით, რომელნიც საქართველოს მთიანეთში უფრო ხელშეუხებლად შემორჩა.
სვანეთი, კი ის მაგიური ადგილია, სადაც წარმართობა, ტრადიცია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის.
#feedcgrant
Feedc
#მეცნიერება