დავაკავეთ პირი, რომელმაც ავტომობილის სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა — შსს

ByOn.geGeorgia
0
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისში დააკავეს პირი, რომელმაც ნაქირავებ მანქანას სხვადასხვა დეტალი მოხსნა და გაასხვისა. უწყების ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ტ.ბ. დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დაშლილი ავტომობილი თბილისში, ყვარლის ქუჩაზე იპოვეს და ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
#News
ByOn.geGeorgia
0