ბეტონის ჯუნგლები ( ეკოლოგია)

0
ბეტონის ჯუნგლები. 4, 5 მილიარდი წლის წინ დედამიწაზე აპოკალიფტური სიტუაცია იყო. 100 მილიარდი წლის შემდეგ, ის გამწვანდა, თუმცა მეტეორიტების წვიმამ, ლავამ და გამყინვარებებმა სიცოცხლე მასობრივად გადააშენა. თუ მსოფლიოს პანდემიის გამოჩენით გამოწვეულ დიდ მინუსს გვერდზე გადავდებთ, ვდგავართ საკმაოდ დიდი გამოწვევის წინაშე, რომლის მიზეზი არ სახელდება მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები. გარემოს დაბინძურება ტექნოლოგიური პროგრესის შედეგია და საფრთხეს უქმის მთლიანად დედამიწის სიჯანსაღეს, ანგრევს მის ეკოსისტემას და ხელს უწყობს კლიმატურ ცვლილებებს. პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრებათ 200 000 წლის წინ გაჩენილ არსებებს - ადამიანებს. ჩვენივე ხელით ვამცირებთ სიცოცხლის ხანგრძლივობას, რადგან მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება წელიწადში სამი მილიონი ნაადრევი სიკვდილის გამომწვევი მიზეზია. ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მთავარ წყაროდ მიიჩნევა: უმთავრესად ტოქსიკური ნივთიერებები და ტრანსპორტის გამონაბოლქვი. ჩვენი უძველესი და ულამაზესი დედაქალაქი გადაიქცა „ბეტონის ჯუნგლებად.“ როგორ არ გავიგუდოთ „ბეტონის ჯუნგლებში“?! გააქტიურებული მანქანების სიმრავლიდან გამომდინარე, ჟანგბადი საგრძნობლად შემცირდა. იმისთვის რომ დანიშნულების ადგილამდე მიაღწიო, ჩვეულებრივ ცხოვრებაში თუ დაგვჭირდებოდა 10-15 წუთი, ჩვენ ვხარჯავთ 2 საათს, რაც გვართმევს ბოლო ძალებს. ჯერ კიდევ გვაქვს ილუზია, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას. არადა სინამდვილეში, სიტუაციას „ბეტონის ჯუნგლები“ აკონტროლებს. უსულო არსება, რომელიც აიძულებს ადამიანებს თავისი წესების შესრულებას. თბილისი პატარა, თუმცა დიდი ენერგიის მატარებელი ქალაქია. ერთი შეხედვით, ისეთი თბილია, აქ ჩამოსული სტუმარი, გულგრილი ვერასდროს რჩება. იგრძნობა სასწაული ისტორია, ამას ემატება დედაქალაქის ირგვლივ შემორჩენილი გამწვანებული გარემო, შეიგრძნობ აურას, აღიქვამ ფერებს. თუმცა ტურისტის სტატუსიდან გამოსვლას ვერ ასწრებ და ეგრვე გრძნობ სიმკაცრეს. ხეების ადგილას მყარ ცათამბრჯენებსა და ჩამწკრივებულ მაღალსართულიან სახლებს, პოლიეთილენისა და ქაღალდის პარკების სიმრავლეს, დაუმთავრებელ მანქანების რიგსა და პლასტმასის ბოთლებით აკრაჭუნებულ ასფალტს. იგრძნობა უდიდესი ქედმაღლობა და უფრო მეტი ადამიანური ამბიციები. იმისთვის რომ სიცოცხლე გაიხანგრძივო, საჭიროა დაუპირისპირდე არა მხოლოდ შენს სისუსტეებს, არამედ გამუდმებით ებრძოლო“ ბეტონის ჯუნგლებს“. ეს პატარა ქალაქი უმოწყალოა. დასავლური ტექნოლოგიების კონცეფცია ასწავლის როგორ გახდე ყველაზე ძლიერი მონადირე, როგორ დაიპყრო სიმაღლეები. ის ხომ აბიციურია და არ შეუძლია ერთ ადგილას გაჩერება. ცუდი ეკოლოგიის პირობებში, კონკურენტების ფონზე, თბილისის მოსახლეობა მაინც მიიწევს წინ მიზნისკენ. ისინი საცხოვრებლად ეკოლოგიურად სუფთა უბნებს არჩევენ. ერთიანი ძალისხმევა სასურველ ეფექტს მოიტანს. დედამიწაზე სტუმრად მოსულებმა უნდა ავიმაღლოთ შეგნება და არ დავაბინძუროთ გარემო სხვადასხვა სახის ნაგვით, რომელსაც ბუნება დიდი ხნის მაძილზე ვერ ამუშავებს. მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის შემცირება, ჩანაცვლება ჰიბრიდული და ელექტრო მანქანებით. ფაბრიკა-ქარხნების მიერ გამფილტრავი მექანიზმების დაყენება. თითოეული ახალი ტექნოლოგიები უნდა იყოს ერთიან მოთხოვნათა სისტემაში. ამ სისტემის უმთავრესი ამოცანა კი, ეკოლოგიური უსაფრთხოება გახდეს. ყველაზე მთავარი და საინტერესო გამოწვევა „ბეტონის ჯუნგლებისგან“ არის ერთობა, იმის მოხერხება, თუ როგორ დააბალანსო ერთად სიმწვანე და განვითარება. გახდე ეკო-მეგობრული. მასზე გამარჯვება გაძლევს თავისუფლებას. შენ მოახერხებ ქალაქზე მაღლა აფრენას, ჩაისუნთქავ ჟანგბადს, რაც აქ გაკლია, დაინახავ ნამდვილ მზეს და რაც მთავარია ძალებსაც დაზოგავ. ვისწავლოთ ერთად გარემოზე ზრუნვა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს.
#feedc
#feedcgrant
#ჯანსაღიცხოვრება
#მეცნიერება
#ტექნოლოგიები
#ახალიამბები
0