კორონა ვირუსი ახალ გამოწვევად იქცა რელიგიური ინსტიტუტებისათვის!

0
რელიგია ადამიანის სოციალურ ცხოვრებაში ძალზე მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იგი ნაწილობრივ განსაზღვრავს ადამიანის ცნობიერებას და გავლენას ახდენს მის მორარულ შეხედულებებზე. შესაბამისად, ხშირად ექსტრემალურ და კრიზისულ ვითარებაში ეკლესიის გავლენა ძალიან იზრდება (მაგ. პოლიტიკური არასტაბილურობის, კონფლიქტების და სხვ.) ან პირიქით საგრძნობლად მცირდება (მაგ. რელიგიური პირების სკანდალები, სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელი გადაწყვეტილებების დროს და სხვ.). აღსანიშნავია, რომ ახალი კორონა ვირუსის (covid 19-ის) საქართველოში გავრცელების შემდეგ დღის წესრიგში დადგა რელიგიური ინსტიტუტების როლი შექმნილ მძიმე სიტუაციაში.
ვირუსის მოსალოდნელი გავრცელების თავიდან ასარიდებლად მოსახლეობის დიდი ნაწილი ელოდებოდა ეკლესიის მხრიდან ქმედითი ღონისძიებების გატარებას. ასე ვთქვათ, ეკლესია მკაფიო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა, მას ან მორწმუნეთა ფიზიკურ ჯანმრთელობაზე უნდა ეზრუნა ან დაეცვა რიტუალის სიწმინდე. ამასთან დაკავშირებით გაიმართა სინოდის სხდომა, რომელსაც უნდა ემსჯელა და განეხილა რელიგიური რიტუალების შემდგომი ფუნქციონირების ძირითადი მახასიათებლები, კერძოდ, ზიარებასთან დაკავშირებული საკითხი, მორწმუნეთა ტაძარში თავმოყრის, ხატების ამბორის საკითხი და მისთ. სინოდის გადაწყვეტილების თანახმად, არ შეიცვალა ზიარების არსებული წესი და არ გაიცა რეკომენდაცია მორწმუნეთათვის დარჩენილიყვნენ სახლებში. შესაბამისად, ეკლესიამ რიტუალის სიწმინდის დაცვა ჩვეულებრივად განაგრძო. სინოდის გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობა აიძულა უფრო ქმედითი ღონისძიებების გატარებისკენ. მეორე დღეს, როცა უკვე საყოველთაოდ ცნობილი იყო საპატრიარქოს გადაწყვეტილება მთავრობამ საგანგებო მდგომარება გამოაცხადა. ნაწილობრივ შეიზღუდა გადაადგილების თავისუფლება. საინტერესოა ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობამ მხოლოდ საპატრიარქოს პოზიციის დაფიქსირების შემდეგ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამით თითქოს რელიგიური ინსტიტუტების პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. შესაძლოა ეს მართლაც იყო ეკლესიის ავტორიტეტის შენარჩუნების მცდელობა, თუმცა ამ გადაწყვეტილებამ ეს ორი ინსტიტუცია ერმანეთს დაპირისპირებული აღმოაჩინა. მოვლენების ამგვარმა განვითარებამ საოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. მოსახლეობის ნაწილი თვლიდა, რომ ეკლესიაში მორწმუნეთა შეკრება საფრთხეს შეუქმნიდა მთლიან საზოგადოებას და მწვავედ აქილიკებდა მათ, ვინც აგრძელებდა ტაძარში სიარულს. მორწმუნეთა ნაწილი კი ხალხს უღმერთობასა და რელიგიის უპატივცემულობაში ადანაშაულებდა. ადამიანები რელიგიურ გრძნობებზე ყოველთვის ემოციურად რეაგირებენ და ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. საზოგადოებაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა სიტყვიერ შეურაცხყოფაშიც გადაიზარდა. ვფიქრობ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში უარყოფითი გავლენა იქონია საზოგადოების კონსოლიდაციაზე. საფიქრებელია, რომ ეს მოვლენები მომავალში საგრძობლად იმოქმედებს ეკლესიის პრესტიჟზე და მას მოქალაქეთა სულ უფრო მცირე ნაწილი გამოუცხადებს ნდობას. ეკლესიამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ქვეყნის კურთხევის თაობაზე.
სასულიერო პირები ხატების გადაადგილებით და ნაკურთხი წყლის სხურებით დედაქალაქსა და რეგიონებში ცდილობდნენ დაეცვათ ქვეყანა ინფექციისგან. ამგვარმა მიდგომამ და საქციელმა, ცოტა არ იყოს, ქვეყნის იმიჯიც შელახა. მხედველობაში მაქვს გერმანიის პირველ არხზე გასული რეპორტაჟი, სადაც ნაჩვენები იყო როგორ ებრძოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები (საქართველო, რუსეთი, უკრაინა) კორონა ვირუსს. საქართველოსთან დაკავშირებით ნაჩვენები იყო კადრები ქართველი სასულიერო პირების მიერ ქვეყნის კურთხევისა, მაშინ როცა სხვა ქვეყნებზე საუბრისას ყურადღება გამახვილებული იყო ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების თავდაუზოგავ შრომაზე. ცხადია, ამ კადრების ჩვენებას ცინიკური ელფერი დაკრავდა. სასულიერო პირების საქციელმა, გარდა უცხოელებისა, საქართველოს მოსახლეობის ნაწილსაც მოჰგვარა ღიმილი. მეორე მხრივ, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას გამოეხმაურნენ კერძო სასულიერო პირები, რომლებმაც მოუწოდეს მორწმუნეებს დარჩენილიყვნენ საკუთარ სახლებში და იქ ელოცათ. სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებოოდით მამოების პოსტებს: „არაა აუცილებელი ქვის ტაძრებში ლოცვა“. ვფირობ, ეს მოწოდება უფრო შეესაბამებოდა იმ კრიზისულ ვითარებას, რომელსაც ქვეყანა მოეცვა. თუმცა, მედიის მხრიდან, ცხადია, უფრო დიდი ყურადღება ოფიციალურ განცხადებებს ეთმობოდა და საპატრიარქოს განცხადებები საყოველთაო კრიტიკის ქარცეცხლში ვარდებოდა. გარდა აღნიშნულისა, საპატრიარქოს რეკომენდაციით ტაძრებში სოციალური დისტანცირების დასაცავად მოინიშნა ადგილები მრევლის განსათავსებლად. ეს იყო ეკლესიის მხრიდან ის გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოებაში არსებული დაძაბულობა დროებით შეანელა. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა აპრილის თვეში, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით. საზოგადოება კვლავ ელოდა მორიგ მნიშვნელოვან გადაწყვეტილების მიღებას ეკლესიისგან. ეკლესია არ ჩქარობდა გადაწყვეტილების მიღებას, ხოლო მთავრობის წარმომადგენლები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ სააღდგომო წირვაზე მრევლის თავმოყრა კომენდნატის საათის დარღვევად ჩაითვლებოდა. შესაბამისად, კომენდანტის საათი შეუძლებელს ხდიდა მრევლის დასწრებას სააღდგომო რიტუალზე ღამის საათებში, როგორც ჩვეულებრივ ეს ადრე ხდებოდა. საპატრიარქოს გადაწყვეტილებით სააღდგომო წირვის ჩატარება და წმინდა ცეცხლის გავრცელება კვირა დღის დილის საათებში განხორციელდა. აქაც ვხედავთ, რომ რელიგიური ინსტიტუცია არც რიტუალის გადადებას აპირებდა და მით უფრო მის არ ჩატარებას არ დაუშვებდა. დასკვნის სახით, აღვნიშნავ რომ კორონა ვირუსი ნამდვილად იქცა ახალ გამოწვევად რელიგიური ინსტიტუტებისთვის. სამოქალაქო პასუხისმგებლობა რეილიგიურ გრძნობებთან აღმოჩნდა დაპირისპირებული. მოქალაქეობრივი თვითშეგნება ყველას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებდა მაშინ, როცა ეკლესია განაგრძობდა ჩვეულ საქმიანობას უჩვეულო ვითარებაში. ვფიქრობ, საპატრიაქოს რეიტინგი შემცირდება, თუმცა ამას შემდგომი სტატისტიკური კვლევა აჩვენებს, და სამთავრობო ინსტიტუტების რეიტიგი გაიზრდება. ამას ხელს უწყობს მედიაც, რომელიც მთავრობის ქმედითუნარიანობას დეტალურად აშუქებს. შექმნილ მძიმე ვითარებაში ეკლესიამ ვერ შეძლო აქტიური როლი ეთამაშა თავისი მრევლის უსაფრთხოების დასაცავად, რამაც იგი მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა. კრიზისული ვითარების დასრულებისთანავე ეს მოვლენები გადფასდება და ეკლესია საზოგადოების დიდი ნაწილის სანდოობას დაკარგავს. მომზადებულია გიორგი აბალაკის მიერ.
#feedcgrant
Feedc
#პოლიტიკა
#რელიგია
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0