"კლდემ მხოლოდ ერთხელ სთქვა" ვაჟა-ფშაველა

0
"მხოლოდ სამი სიტყვისა: გიყვარდეთ კაცნო, ერთმანერთი! შენ გგონია, საკვირველს, ახალს რასმე გასწავლი და ან ვასწავლი ქვეყანას? ხოლო ამ სიტყვებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს, შინა და კარში ეს ხმა უნდა ისმოდეს, პირველი მცნება ეს უნდა იყოს, დედა ამას უნდა ჩასჩიჩინებდეს შვილს აკვანში, ისე გამუდმებით, რომ ეს ჩაძახილი ვეღარა გზით ვერ ამოიშალოს ადამიანის გულიდან, როგორც ჩემს მკერდზე ვერაფერი ამოჰშლის წყალთა და ზვავთა ნაკვალევს. ანუ, უკედ რომ ვსთქვათ, ის პატარა ბუშტი ლეშისა, რომელსაც თქვენ გულს ეძახით, იქცეს ერთ, მხოლოდ ერთ სიტყვად – გიყვარდეს."
0