ეპიცენტრი ქარელის რაიონში იყო, მიწისძვრას ზარალი არ გამოუწვევია - ქარელის მერი

0
საქართველოში მომხდარი მიწისძვრის დროს ყველაზე ძლიერი ბიძგები შიდა ქართლში დაფიქსირდა. სეისმური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქარელის რაიონში იყო და მისმა სიმძლავრემ 4, 4 მაგნიტუდა შეადგინა. ქარელის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მიწისძვრას ზარალი არ გამოუწვევია. , , საკმაოდ ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა ქარელის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, სეისმოლოგების ინფორმაციით, მისმა სიმძლავრემ 4, 4 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი გახლდათ ქარელის რაიონში, უფრო კონკრეტულად ძამას ხეობაში, მუხილეთის ტერიტორიაზე. მიწისძვრას ზიანი არ გამოუწვევია“, - აღნიშნა ქარელის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა. ქარელის გარდა, ძლიერი ბიძგები დაფიქსირდა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც.
#ქარელი
#მიწისძვრა
0