კანე კორსო Cane Corso

0
კანე კორსო იტალიური ჯიშის ძაღლია, რომლის წინაპარიც მასტიფი გახლდათ. მასტიფის ძაღლი ხასიათდებოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის ჯიში, ძლიერი, უმეტესად მოკლე ბეწვით, გრძელი დაწეული კუდითა და ჩამოყრილი ყურებით. მასტიფებზე ჩანაწერები 3000 წლის წინათ დაიწყეს. მათზე ინფორმაცია შემონახულია ევროპულ და აზიურ კულტურებში. მასტიფებს, მებრძოლ, სახლების დაცვად, სანადირო ძაღლებად იყენებდნენ. ხშირად მასტიფები ლომების, დათვებისა და ხარების წინააღმეგ ბრძოლაშიც გამოყავდათ. კანე კორსო არამხოლოდ ფიზიოლოგიით, არამედ, ხასიათითა და სიდინჯით დაემსგავსა მის პრეისტორიულ წინაპარს, იტალიურ მასტიფს. დოლფი შვილთან ერთად ❤??
მერფი ?
სიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წ ( უნდა აღინიშნოს, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალო და პირობითია. ის დამოკიდებულია სწორ აღზრდაზე, კვებაზე და ა.შ.) სიმაღლე: მდედრი 58 - 66 სმ მამრი 62 - 70 სმ წონა: მდედრი 40 - 45 კგ მამრი 45 - 50 კგ შეფერილობა: შავი, ოხრისფერი, შავი ოქროსფერი ლაქებით, რუხი, წითური, ალისფერი, მოლურჯო, წაბლისფერი. Mr Shelby ?
?ტემპერამენტი: მშვიდი, დინჯი, წყნარი, ძაღლების იმ ჯიშებს მიეკუთვნება, რომელთათვისაც აუცილებელია გაწვრთნა, სწრაფად რეაგირებს საფრთხეზე, ბავშვებთან მომთმენი, სტაბილური ხასიათის, მცველი ძაღლის ფუნქციას ასრულებს, ოჯახის ერთგული, სწრაფად რეაგირებს საფრთხეზე, არიან ტერიტორიულები. დანტე ♠️
როგორც უკვე აღვნიშნე, კანე კორსოს ტერიტორიულობა ახასიათებთ, ამიტომ თუ ამ ჯიშის ძაღლის ყოლა გადაწყვიტეთ რეკომენდირწბულია რომ ის ერთადერთი ოთხფეხა იყოს ოჯახში, მითუმეტეს არ შეიძლება ერთი სქესის (განსაკუთრებით მამრი) ძაღლთან მისი ყოლა. კორსოები დიდი ენერგიის პატრონები არიან, ამიტომ რეკომენდირებულია და აუცილებელიც კი რომ ლეკვობის ასაკიდან კინოლოგმა სწორად გაწვრთნას, რადგან არასწორმა მოპყრობამ და აღზრდამ შეიძლება დაუმორჩილებელი გახადოს. ამასთანავე მათი მსხვილი და შეკრული კუნთოვანი მასა ფიზიოლოგიურ მოთხოვნას იწვევს, რათა დღის განმავლობაში მინიმუმ 2-ჯერ მაინც დაახარჯინოს პატრონმა ენერგია და მხოლოდ გასეირნებით არ შემოიფარგლოს (აქ იგულისხმება სხვადასხვა ფიზიკური დატვირთვა, თამაში, სირბილი ერთად და ა.შ.) მია ??
კანე კორსოები, საკმაოდ აქტიურები არიან, ამიტომ მათი დაბმა არაა რეკომენდირებული, ვინაიდან, ცხოველთა ფსიქოლოგები ირწმუნებიან რომ ეს მათში აგრესიას ბადებს, მათი ხასიათის დომინანტური შტრიხები ილახება და ისინი თავდაცვაზე, პოზიციის აღდგენაზე გადადიან. გრაფი ♣️ Rest in peace ?
კანე კორსოები, როგორც აღვნიშნე ბავშვების კარგი და დინჯი მეგობრები არიან. მაგრამ აქვე უნდა დავძინო, რომ განსაკუთრებულად პატარების ხმის ტონალობა ძალიან მაღალი და წვრილია, რამაც შეიძლება კორსოს მსხვერპლის გამაფრთხილებელ ხმაში აერიოს, ამიტომ კინოლოგების რეკომენდაციით არაა სასურველი 7 წლამდე ბავშვისა და ძაღლის მარტო დატოვება. ქართველი კანე კორსოები ??? ბუბა ♟
მოლი ♥️
ენნი ♦️
ბაქსი ♟
დეიზი ?
ბაგი ?
გოლდა ?
ებბი ??
მაქსი ???
ბობი ?
კასი ?
ტორი ????
ვოვი ?
დობი ?
არჩი ?
#კანეკორსო
#ძაღლი
#ცხოველები
0