საოკუპაციო ხაზთან დაკავებული, რომელიც დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა დაჭრეს, ცხინვალში გადაიყვანეს

0
კასპის მუნიცალიტეტში, სოფელ ქვემო ჭალაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მისიის მონიტორები დაკავებულის ოჯახის წევრებს შეხვდნენ და გამყოფ ხაზთან, იმ ადგილზეც იმყოფებოდნენ, სადაც ზაზა გახელაძის დაკავება მოხდა. კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის, სტეფანე მესროფაშვილის ინფორმაციით, დაკავებული გახელაძე ოკუპირებული ახალგორის საავადმყოფოდან ცხინვალში გადაიყვანეს. , , ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე დააკავეს. ჩვენი ინფორმაციით, გახელაძე, რომელსაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დაკავებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობა მიაყენეს, ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს. ევროკავშირის მისიის წარმომადგენლები დაკავებულის ოჯახის წევრებსაც შეხვდნენ, ასევე, ოჯახს დაუკავშირდნენ , , წითელი ჯვრიდანაც“, - განაცხადა სტეფანე მესროფაშვილმა. სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები 33 წლის მამაკაცი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლება გამყოფ ხაზთან გუშინ დააკავეს. დაკავებისას ე.წ. მესაზღვრეებმა ცეცხლი გახსნეს, რა დროსაც ზაზა გახელაძემ ქვედა იდურის არეში ცეცხლნასროლი დაზიანება მიიღო.
news
#საოკუპაციოხაზი
#დაკავება
#ოკუპაცია
0