4:0 - გორის ,,დილამ” ,,მერანი” დაამარცხა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა

0
გორის , , დილამ“ ეროვნულ ლიგაში მორიგი გამარჯვება ჩაიწერა და ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერი გახდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მეხუთე ტურის მატჩში, გორელებმა თბილისის , , მერანს“ უმასპინძლეს და გამანადგურებელი ანგარიშით - 4:0 სძლიეს მეტოქეს. პირველი ტაიმი სანახაობრივი თვალსაზრისით მწირი აღმოჩნდა და ოთხივე გოლი შეხვედრის მეორე ნახევარში გავიდა. პირველად თავი , , დილას“ უკრაინელმა ლეგიონერმა, მიკოლა კოვტალიუკმა გამოიჩინა, რომელმაც მარკოზაშვილის პასი აქცია გოლად. ანგარიში ორამდე 19 წლის გორელმა ფეხბურთელმა - ნიკა გაგნიძემ გაზარდა, მესამედ , , მერანი“ ირაკლი ლექვთაძემ დაამწუხრა და საბოლოო ანგარიში ისევ მიკოლა კოვტალიუკმა დააფიქსირა, რომელმაც მატჩის მიწურულს დანიშნული 11 მეტრიანი შეასრულა ზუსტად და - 4:0.
#სპორტი
#ფეხბურთი
#გორი
0