9 votes
0 comments
0 shares
Save
1 views
Lali Nikoleishvili
Tbilisi · 10 months ago

რა კარგი წამოწყებაა 💕 წარმატებები 👍👍👍


Lali Nikoleishvili
Tbilisi · 10 months ago
Similar Posts
Goga Mika
Tbilisi, Georgia · 1 year ago
გამარჯობა , ყველას! პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ მაგარი წამოწყებაა და წარმატებები შემქმნელებს! პოსტს რაც შეეხება 1 თვის #ბიბი
Irakli Sokhaneishvili
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ძალიან მაგარი წამოწყებაა, წარმატებები!
Nika Chkhartishvili
Tbilisi, Georgia · 10 months ago
მოგესალმებით ძალიან საინტერესო წამოწყებაა ეს სოციალური ქსელი. მინდა გისურვოთ წარმატებები.
Black Catmeowl
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ვუდუ და წყევლა
ვუდუ – წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ამინისტური რელიგიის ტრადიციებს და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს. (ანიმიზმი ეს არის სულისა და სულიერების არსებობის რწმენას. ანუ სული ამოძრავებს სხეულს და ასევე სწამთ, რომ რწმენით უსულო საგანსაც აამოძრავებენ სულის შთანერგვით).. ვუდუს მიმდევრები რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველებს, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ასევე ხარსაც სწირავენ. ეს სპირიტული რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ მისი მართვა და შესაბამისი კონტროლი. როგორც ზემოთ ნახსენები იყო ეს არის ანიმისტური რიტუალი, რომელიც საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი “მიაბან” ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. ასევე თოჯინას აკეთებენ ბამბისგან. ცდილობენ ცვილის თოჯინა მიამსგავსონ იმ პიროვნებას მეტი რწმენისთვის და თავდაჯერებულობისთვის. სპეციალური შელოცვისა და რიტუალის შემდეგ შეუძლიათ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენონ ვუდუ თოჯინის გამოყენებით. თოჯინის შექმნისას უნდა გამოიყენონ მსხვერპლის თმა, ფრჩხილი ან ტანისამოსი. მაგალითად: თუ შემლოცველს უნდა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს, ამისათვის იღებენ 2 ცალ ქინძისთავს და უყრიან თოჯინას მუხლში ან კოჭის მიდამოებში.ნამდვილად მოქმედია ვუდუს თოჯინაზე შელოცვა და მისით ადამიანის მანიპულირება. დიდი ხნის ტრადიცია დახვეწილი და გამოცდილია წლების მიერ. სპეციალური შელოცვის დროს მან უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ თოჯინა არ შემობრუნდეს, რადგან თუ ვუდუს თოჯინა შელოცვისას მლოცველისკენ შებრუნდა, წყევლა მასზე გადადის… არსებობს ასევე ვუდუს ზომბი და “გრი გრი”. ვუდუს ზომბი, ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც აზროვნების უნარი არ გააჩნია და მხოლოდ მისი მბრძანებლის დავალებით მოქმედებს. “გრი გრი” კი არის ვუდუს თილისმა, რომელიც მფლობელს იცავს ავი სულისგან. “გრი გრი” ეს არის ქისა, სადაც მოთავსებულია თმა, ძვლები, ბალახი, ზეთი და ასევე საფლავის მიწაც. მას თან არავინ არ ატარებს, რადგან ის სახიფათოა. ვუდუ არის სპირიტული რელიგია. რელიგია, რომელიც თავისი რიტუალით ჯადოქრობასაც ითვალისწინებს რომლის მიმდევრები არიან ჰაიტიზე, ბრაზილიასა და ა.შ.შ.-ში. ასევე გვხვდებიან მთელს მსოფლიოში და მისი მიმდევარი მილიონობით ადამიანია... რა არის წყევლა? წყევლა ეს არის გამიზნული დარტყმა ადამიანზე, გარკვეული ნეგატიური ენერგიების ერთობლიობით, ჩენს ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით წყევლის ფაქტებს, როდესაც ადამიანის ბრაზი პიკს აღწევს, ნუ როგორც იტყვიან "თუ გულიდანაა წყევლა წარმოთქმული" ძალიან დიდი გავლენა აქვს ადამიანზე და ძნელი სამართავია, წყევლის სიტყვების წარმოთქმა გავს ცუდ წერილს, რომელიც უნდა მივიდეს ადრესატამდე, მაგრამ წერილი როდი მიდის ყოველთვის ადრესატთან. სიტყვა უბრალო ბგერები არ არის, რომელიც წარმოითქმება და ჰაერში გაიფანტება, წავა, უკვალოდ გაქრება, როგორც ამას, სამწუხაროდ, ბევრი ფიქრობს. მას უდიდესი დატვირთვა აქვს, ამიტომ რეკომენდებულია თავი ანებოთ უბრალო წყევლას მიუხედავათ იმისა, რომ ამას ექნება დიდი მოტივაცია თუ არა. პრაქტიკაში უფრო ხშირია მომენტები, როცა წყევლა მოქმედებს როგორც ფარული ნაღმი, რომელიც შიგნიდან ნელ-ნელა ეტაპობრივად "ჭამს" ადამიანს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ასევე არსებობს მომენტები, როდესაც წყევლა თავის დროს ელოდება და ადამიანს ყველა ბედნიერ მომენტში ატყდება თავს, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე, რომელიც გასცემს ამ ცუდ ენერგიას(დარტყმას), დამოკიდებულია კონკრეტულ წყევლის ტექსტზე. მოკლედ ძალიან ბევრ შემთხვევას შეხვდებით და გაიგებთ თუ დაინტერესდებით. ზემოთ ვახსენე და შევეხები კიდევაც თემას რატომ არ სრულდება ყოველთვის წყევლა? ამის მიზეზი(ხშირ შემთხვევაში) გახლავთ მოტივაციის ნაკლებობა მაგალითად ადამიანი, რომელიც ყველა მცირედ სიბრაზეზე იწყევლება "ჯანდაბა თქვენ"", სიკვდილი და არ გადარჩენა" და ა.შ (ნუ მოკლედ აღარ დავკონკრეტდები მიხვდით ალბათ რასაც ვგულისხმობ), არ სრულდება. სიკვდილის წინ დანატოვარი წყევლა ასეთი წყევლა ყოველთვის ძლიერია ვიდრე სხვა, მოდით ცოტა ახლოდან შევხედოთ ამ საკითხს, ეს გავს ვულკანურ ამოფრქვევას სიტყვაზე მოხდა შემდეგი სიტუაცია : პირველმა პიროვნებამ დიდი ზიანი მიაყენა მეორე პიროვნებას, მოუკლა ნათესავი, საყვარელი ადამიანი, ოჯახის წევრი, სიტუაცია ასე განვითარდა : მეორე პიროვნება მძიმედ გახდა ავად და სიკვდილის პირას მივიდა, დარჩა დამუთავრებელი საქმე ეძია შური მკვლელზე მაშინ ის მთელი ძალით ნანობს და ცდილობს რამეთი ზიანი მიაყენოს მკვლელს, გამოყოფს ძლიერ ემოციურ ნაკადს, ნეგატიურ ენარგიას და კონკრეტულად მიმართავს პირველ ადამიანზე, ასეთ დროს ადრესატს კარგი დღე არ დაადგება და იმის ნაკლები შანსია, რომ წყევლა "დაიკარგოს". როგორც იტყვიან მომაკვდავის სიტყვა კანონია. ამგვარი წყევლის დროს ვერავინ დაგეხმარებათ ვერც ვერანაირი "მჯღიბავი", ყველაფერს ჯობს საკუთარ ცხოვრებას გაუფრთხილდეთ. "ჯადოქრის" წყევლა წარმოიდგინეთ შავი დღისთვის გადანახული ფული, იგივე პრინციპია, როდესაც ჯადოქარი ინახავს თავის წყევლას შავი დღისთვის, უხეშად, რომ ვთქვათ ზრდის მას და აწრთობ ამოქმედების დროს კი "უშვებს" ადრესატთან, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვით, რომ ჯადოქარს შეუძლია კავშირი დაამყაროს ზებუნებრივ ქმნილებასთან რითი დახმარებითაც ის შეძლებს განახორციელოს დარტყმა მტრისკენ. წარმატებები სულ ეს იყო მგონი რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ. არავინ იფიქროს ჯადოქარი გახვდები და ქალაქს მიწაში ჩავიტანო, რადგანაც "მუქთა" არაფერი არ არის და ბუნებაში არაფერი იკარგება.
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 1 month ago
ზუგდიდელი პედაგოგის სიძულვილის ენის შემცველი პოსტი
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავლებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა. ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ქიმიის მასწავლებელი წერს, რომ მათი ხსენებაც ზარავს და უხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შეხვდება. „ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“, - ეს არის ტექსტი მასწავლებლის პოსტიდან, რომელიც მან უკვე აბიტურიენტებს მიუძღვნა. სკოლის დირექტორის თქმით, ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა.
მხოლოდ ქართული
Tbilisi, Georgia · 3 months ago
პოპულარული თამაშის ქართული ანალოგი - Truth Or Dare
რა არის Truth Or Dare?🧐👇 Truth Or Dare ანუ სიმართლე თუ მოქმედება ჯგუფური თამაშის ქართული ანალოგია🤩 დეტალურად აპლიკაციის შესახებ👇 თამაშში თქვენ გხვდებათ სამი ნაწილი, „ნორმალური“ რომელიც ნორმალური კითხვებისგან შედგება, „აღვირახსნილი“ რომელიც +18 კითხვებისგან შედგება ხოლო მესამე შეგიძლიათ თქვენვე დაამატოთ. რომელიმე ნაწილის არჩევის შემთხვევაში დაატრიალებთ ბოთლს. ბოთლის ზედა ნაწილი ვისთანაც მოხვდება იმას დაუსვამს კითხვას ან მისცემს დავალებას ბოთლის ბოლო ნაწილში მყოფი მეგობარი. აპლიკაციაში ბოთლის ტექსტურის შეცვლაც შეგიძლიათ🥳 მეგობრებთან ერთად საკმაოდ კარგი და გასართობი აპლიკაციაა😊 მისი გადმოწერა შეგიძლიათ როგორც Android ისთვის ისე IOS ისთვის👇 Android - IOS - წარმატებები აპლიკაციის შემქმნელს. გვიხარია რომ ამ თამაშის ქართული ანალოგი როგორც IOS ზეა ისევე Androidზეცაა🤝👏
მხოლოდ ქართული
Tbilisi, Georgia · 4 months ago
სახალისო პაროდიული თამაში - Battle For Basiani
რა არის Battle For Basiani?🧐👇 Battle For Basiani ქართულ ენოვანი თამაშია. ალბათ სახელიდანვე მიხვდებოდით რომ ეხება კლუბ ბასიანთან დაკავშირებულ აქციებს.😱 რაც მთავარია თამაში ქართულია და კარგი გასართობია.😊 თამაშის შესახებ👇 მოქმედება ხდება რუსთაველის ქუჩაზე, აქციის პარალელურად პერსონაჟს უხდება შეებრძოლოს მოწინააღმდეგეებს. თქვენი მიზანია გაუწიოთ წინააღმდეგობა რაც შეიძლება მეტ მოწინააღმდეგეს და დააგროვოთ რაც შეიძლება მეტი ქულა.🤗 თამაშის დეველოპერები უამრავ სიახლეს გვპირდებიან🤝 – Android 🤜 – IOS 🤜 ეწვიეთ მათ Facebook გვერდს 🤜 წარმატებები გვინდა ვუსურვოთ თამაშის შემოქმედებით ჯგუფს, ნამდვილად კარგი პროდუქტია.💯👏
Avtandil Khantadze
Tbilisi, Georgia · 5 months ago
საინტერესო და კარგი წამოწყებაა, დაინტერესების შემთხვევაში facebook შეგიძლიათ ნახოთ გვერდი. #news #events
Anri Pashurishvili
Tbilisi, Georgia · 1 year ago
ძალიან კარგი წამოწყებაა წარმატებებს ვუსურვებ აპლიკაციას! #ქართულიადაკარგია
Zugdidi Daily
Zugdidi, Georgia · 1 month ago
პედაგოგი, რომელმაც მე-12 კლასელებს სიძულვილის ენის შემცველი პოსტი მიუძღვნა.
ქიმიის მასწავლებელმა ხათუნა ქვარცხავამ 21 მაისს ფეისბუკზე დაწერა მე-12 კლასელებისადმი მიძღვნილი პოსტი, სადაც გამოთქვამს სიხარულს იმის გამო, რომ ზოგიერთ მათგანს მომავალ წელს არ ნახავს. მან მხოლოდ 6 ბავშვს უსურვა წარმატებები და მათ „კაცური კაცები“ უწოდა. დანარჩენის ხსენებაც კი ზარავს. „ჩემთვის 26-ე გამოშვება. უცნაური დღევანდელი მდგომარეობის გამო და არა მხოლოდ. არ ირეკება ბოლო ზარი, არ ვწერ კეთილ სურვილებს მოხატულ პერანგებზე, რაც ყოველთვის გულისამაჩუყებელი იყო და ცრემლებს მგვრიდა. დღეს ეს განცდა არ მაქვს. პირიქით, ვფიქრობ და მიხარია, რომ მომავალ სასწავლო წელს მათ გარეშე შევხვდები (რა თქმა უნდა, უმრავლესობას არ ეხება). ზოგიერთი მათგანის სახელი და გვარის ხსენებაც მზარავს. თუმცა მყავს ფავორიტებიც. ჩემ ანდრიას, დათუნას, გიგას, სანდროს, ბადუკას, ვანოს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლას ცხოვრებაში. თუ 18 წლის არ ვარგიხარ, ვერც 78-ის ივარგებ. თქვენ უკვე ხართ 18 წლის, ხართ კარგი ადამიანები, კაცური კაცები“,- აქვეყნებს ხათუნა ქვარცხავა სოციალურ ქსელში. პოსტის წაშლა გამოქვეყნებიდან მცირე დროში დირექტორის მოთხოვნით მოხდა, თუმცა ტექსტი კოპირებული აღმოჩნდა მოზარდების მიერ. რა თქმა უნდა მოზარდებმა უკამყოფილება გამოთქვეს და საპასუხო პოსტი მათაც დაწერეს სოციალურ ქსელში. პირველი სკოლის დირექტორი, ნინო გოგინავა ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს: "როგორც დირექტორი, არანაირად არ ვაღიარებ და არ ვიწონებ არც ამ პოსტს და არც ამ საქციელს. ამას გამართლება არ აქვს. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ამას არანაირად არ ვეთანხმები. ეს საკითხი გადაეცა სკოლის დისციპლინურ კომიტეტს, რომელიც მას განიხილავს უკვე ორშაბათს და მიეცემა კანონის შესაბამისი მსვლელობა. მერწმუნეთ, დისციპლინურ კომიტეტში არიან ადამიანები, მასწავლებლები, რომლებიც თავიანთ აზრს, დამოკიდებულებას სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით, სამართლებრივ კანონზომიერებაზე დაყრდნობით, ჯეროვნად შეაფასებენ ამ ფაქტს და მიიღებენ გადაწყვეტილებას." ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტი იმსჯელებს, თუ რა სანქცია გატარდება ამავე სკოლის ქიმიის მასწავებლის მიმართ, რომლის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს მოქალაქეთა ნაწილის შეშფოთება მოჰყვა. #ზუგდიდი #პირველისაჯაროსკოლა #პედაგოგი #კომიტეტი #დირექტორუ #zugdididaily