კაშიასა და ყაზაიშვილს თამაშის დროს მაისურებზე გიორგი შაქარაშვილი ეწერათ

0

ქართველ ფეხბურთელებსა და თანაგუნდელებს, გურამ კაშიასა და ვაკო ყაზაიშვილს, თამაშისას მაისურებზე გიორგი შაქარაშვილის სახელი და გვარი ეწერათ. ამის შესახებ გურამ კაშიამ Instagram-ზე დაწერა და ფოტები გაავრცელა. "ასეთ რთულ დროს, სოლიდარობა და მხარდაჭერა გიორგი შაქარაშვილის ოჯახს, ამ ფორმით, თანადგომას ვუცხადებ 19 წლის ფეხბურთელის ყველა ახლობელ ადამიანს. #არაძალადობას #Notoviolence." - წერს კაშია

#არაძალადობას
#კაშია #ყაზაიშვილი
#შაქარაშვილისსაქმე
#თბილისი
Tbilisi
#ახალიამბები
0