ცივი სუპი

0

ჭარხლის ბურახი:

ჭარხალი 1 კგ შავი ჭვავის პური 400 გრ შაქარი 2 სუფრის კოვზი მარილი 1 სუფრის კოვზი ნიორი ერთი კბილი ჭარხალს კარგად ვასუფთავებთ, ვჭრით ოთხად ან ექვსად და ვათავსებთ ქილაში, პურს ასევე ოთხად ვანაწილებთ და ქილაში ვათავსებთ ჭარხლის შემდეგ.სუფთა ( დაუქლორავ) თბილ წყალში ვხსნით შაქარს, მარილს, ნიორს და ვასხამთ ქილაში.ვდგამთ ბნელ და გრილ ადგილას.სამი დღის მანძილზე მოიდებს ქაფს, არ მოვაშოროთ.როგორც კი ზემოთ ამოწეული პური მოიდებს თეთრ ობს უნდა მოვაშოროთ.ერთ კვირაში ბურახი მზად არის.გავწუროთ წვრილ საცერში და შევინახოთ მაცივარში თავდახურულ ჭურჭელში.ბურახი გამოიყენება როგორც ცივი კერძების, ასევე ცხელი ბორშის ან შპუნდერის მოსამზადებლად. ცივი სუპი: მოხარშული კარტოფილი 30 გრ მოხარშული სტაფილო 20 გრ კიტრი 30 გრ კამა 5 გრ მარილი მწიკვი ბოლოკი 20 გრ იოღურთი 30 გრ მოხარშული კვერცხი ერთი ცალი ბურახი 100 გრ შავი ლუდი 50 გრ კიტრის სორბე 30 გრ მომზადება: ვამზადებთ სორბეს , ასი გრამი კიტრი კანიანად , ვამატებთ წვრილად დაჭრილ პიტნას, მარილს მწიკვს, ერთი კვერცხის ცილას და ვაბლენდერებთ, ვასხავთ ფორმებში და ვყინავთ. დავჭრათ ინგრედიენტები პატარა კუბებად, შევურიოთ წვრილად დაჭრილი კამა მარილი და იოღურთი . თეფშის ცენტრში დავდოთ მეტალის ჰილზა და შიგ ჩავპრესოთ შეზავებული მასა, ზემოდან ვადებთ სორბეს.ჰილზა თუ არ გაქვთ თანაბრად გადაჭრილი პლასტმასის ბოთლი წავა? ხელის ნელი მოძრაობით ვაცილებთ ჰილზას, სორბეს მივულაგოთ ბოლოკის თხელი ანათალები, რომლებიც ყინულიან წყალში ჩერდება იმისათვის რომ მოხვეული ფორმა მიიღოს.სორბეს წვეროზე შეგიძლიათ დასვათ ქინძის ნორჩი მიკრომწვანეები ან სხვა ნებისმიერი თქვენი სურვილისამებრ.თეფშის კედელზე ფრთხილად ვასხამთ ცივ გრილ , ლუდნარევ ბურახს.კერძი მზადაა.
#ჭარხალი
#ჭარხლისბურახი
#ცივისუპი
#culinary
#food
#ახალიამბები
0