ავტობუსის უნიკალური გაჩერებები აფხაზეთში

0
მრავალ ქვეყანაში ავტობუსის გაჩერება ის ადგილია, სადაც უბრალოდ ტრანსპორტს ველოდებით, ამინდის ცვლილებისას თავს ვაფარებთ. თუმცა  აფხაზეთში ავტობუსის გაჩერებებს  არაჩვეულებრივი, უნიკალური დიზაინი გამოირჩევს. ეს სიურრეალისტური ადგილები ძალიან უცხოა საბჭოთა დროისათვის. საბჭოთა კავშირში არ არსებობდა არქიტექტურული თავისუფლება, რეგულაციები ძალიან მკაცრი,  ტექნოლოგია კი შეზღუდული იყო. ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში ყველგან შეხვდებით თავშესაფრებს, მაგრამ ავტობუსის გაჩერებები აფხაზეთში ნამდვილად თავისებური და უნიკალურია. გაჩერებების უმრავლესობას გაგრას, ბიჭვინთასა და ახალ ათონს შორის დამაკავშირებელ გზებზე შეხვდებით. პროექტებზე პასუხისმგებელი არქიტექტორი, მხატვარი და სკულპტორი ზურაბ წერეთელი იყო. შავი ზღვის შთაგონებით გაჩერებებს ზოგს გიგანტური ნიჟარის ფორმა აქვს, ზოგს – ტალღების ან თევზის.  ოდესღაც ადგილობრივები გაკვირვებულები და შეცბუნებულებიც კი იყვნენ ამ სტილითა და კრეატიულობით – ეს ყველაფერი ძალიან დასავლური იყო. იმ დროს უმეტესობას არ მოსწონდა თავშესაფრები, მაგრამ ახლა ეს ადგილები ღირსშესანიშნაობებად იქცა. ეს არაჩვეულებრივი ავტობუსის გაჩერება მოგონებათა ნაკადს აღძრავს. როდესაც ჩვენ ფოტოებს ვიღებდით, ძველი “მერსედესი” გაჩერდა. მანქანიდან გადმოსული მძღოლი  მოგვიახლოვდა და მეგობრული საუბარი წამოიწყო. საუბრისას დაიხარა და იქვე მიმოფანტული ნაგავი წამოკრიფა. ეს ერთგვარი ჯესტი საკუთარი ქვეყნის ღირსეულად და საუკეთესო სახით წარმოჩენას გულისხმობდა. გაჩერებები მოზაიკის, ქვის, ბეტონისა და პლასტმასისგან დაახლოებით სამოცი წლის წინ არის აშენებული. ზოგიერთი მათგანი ნგრევის პირასაა მისული.  ადგილობრივებს სურთ, ეს გაჩერებები ისტორიულ ძეგლთა სიაში მოხვდნენ და სახელმწიფო მასზე ზრუნავდეს, თუმცა ჯერჯერობით აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ამისთვის არაფერი გაუკეთებია. წყარო: AT.ge ავტორი: Isabelle Van Assche, Violeta Draseikaitė
#სოხუმი
#აფხაზეთი
#ოკუპაცია
#პოლიტიკა
#sokhumidaily
0