სამხრეთ აფრიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, დროებით, ქვეყანაში ალკოჰოლური სასმელების გაყიდვა აიკრძალა, - ამის შესახებ BBC წერს.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, სირილ რამაფოსა აცხადებს, გადაწყვეტილება ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.
„ადამიანები აწყობენ ღონისძიებებს, სვამენ სასმელს და ხალხმრავალ შეკრებებზე პირბადის გარეშე დადიან“ - აცხადებს რესპუბლიკის პრეზიდენტი.
ჯერჯერობით უცნობია, როდემდე იმოქმედებს აკრძალვა.
გარდა ალკოჰოლური სასმელების აკრძალვისა, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობა 15 აგვისტომდე გაგრძელდა, 21:00-დან 04:00 საათამდე კი კომენდანტის საათი იმოქმედებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 276 242 ადამიანი დაინფიცირდა, 4 079 კი ვირუსს ემსხვერპლა.