ვინ არის ის 6 პირი, რომელიც "ტოიოტა ქამრიში" იჯდა

0
10 ივ­ლისს, 19 წლის ფეხ­ბურ­თე­ლის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ახალ­გაზ­რდის სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზად დად­გე­ნი­ლია ას­ფიქ­სია წყალ­ში დახ­რჩო­ბით. "ამავდრო­უ­ლად, გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­დარ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა სიკ­ვდი­ლის წინა ახლო პე­რი­ოდ­ში მკვრი­ვი-ბლაგ­ვი საგ­ნის მოქ­მე­დე­ბით მი­ყე­ნე­ბუ­ლი, სი­ცო­ცხლის­დრო­ინ­დე­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი შუბ­ლის/თა­ვის, ორი­ვე თვალ­ბუ­დის, ზედა და ქვე­და ტუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში, მარ­ჯვე­ნა იდაყ­ვის სახ­სრი­სა და მარ­ჯვე­ნა წი­ნამ­ხრის მი­და­მო­ებ­ში, აგ­რეთ­ვე მუც­ლის, სა­ზარ­დუ­ლის, ბოქ­ვე­ნის, წე­ლი­სა და ორი­ვე დუნ­დუ­ლოს მი­და­მო­ებ­ში. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის მი­ხედ­ვით, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, იზო­ლი­რე­ბუ­ლად აღე­ბუ­ლი, ატა­რე­ბენ სხე­უ­ლის და­ზი­ა­ნე­ბა­თა მსუ­ბუ­ქი ხა­რის­ხის ნიშ­ნებს", - ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნი­სა და საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­ზუს­ტე­ბის შე­სა­ხებ. კერ­ძოდ, სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის უკვე არ­სე­ბულ კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა. შე­გახ­სნებთ, ამ საქ­მის ფარ­გლებ­ში 17 ადა­მი­ა­ნია და­კა­ვე­ბუ­ლი. გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ბი­ძის, მი­რი­ან ნი­კო­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ფეხ­ბურ­თე­ლის ოჯა­ხის მო­თხოვ­ნაა, რომ "ტო­ი­ო­ტა ქამ­რი­ში" მყოფ 6 პირს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­დეს. კერ­ძოდ, მათ ბრა­ლად წა­უ­ყე­ნონ და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მუხ­ლი.სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა მიერ მი­ღე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, ავ­ტო­მო­ბილ­ში ის­ხდნენ: არ­ჩილ გაგ­ნი­ძე, ვა­სილ მა­ხა­რა­ძე, ვახო ჩი­ქო­ვა­ნი, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვი­ლი, ასე­ვე - ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი: ა.ქ. და ზ.ხ. საქ­მის მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, მათ­გან 3 ახალ­გაზ­რდა წვე­უ­ლე­ბა­ზე არ იმ­ყო­ფე­ბო­და და ისი­ნი ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ო­ნი­დან წა­ვიდ­ნენ, ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნის ორ­გა­ნი­ზე­ბით, ჩი­ქო­ვა­ნის­ვე "ტო­ი­ო­ტა ქამ­რით", რო­მელ­საც, გა­მო­ძი­ე­ბის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, მარ­თავ­და ვა­სილ მა­ხა­რა­ძე. სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით "ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვა­ნი თა­ვი­სი და ნ.ხ.-ს ცე­მის გამო, შუ­რის­ძი­ე­ბის მო­ტი­ვით, ჩხუბ­ში მო­ნა­წი­ლე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხა­რის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ზე ძა­ლა­დო­ბის მიზ­ნით, ფი­ზი­კუ­რი ძა­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბი­სათ­ვის თა­ვი­სი და გიგა ტა­ტი­აშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად მცხე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი­დან წა­ვი­და თბი­ლის­ში". 27 ივ­ნი­სის პი­რის ბრალ­დე­ბის შე­სა­ხებ დად­გე­ნი­ლე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ვახ­ტანგ ჩი­ქო­ვან­მა ნ.ც.-სა და გიგა ტა­ტი­აშ­ვილ­თან ერ­თად მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­წია ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი პი­რე­ბის შეკ­რე­ბას, რის გა­მოც ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში მი­ა­კი­თხეს ვა­სილ მა­ხა­რა­ძეს, არ­ჩილ გაგ­ნი­ძეს, ნი­კო­ლოზ რე­ვა­ზიშ­ვილ­სა და ნიკა ჟვა­ნი­ას და წა­იყ­ვა­ნეს მცხე­თა­ში. დღემდე გავრცელებული ინფორმაციით, იმ ტრაგიკულ ღამეს მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ მყოფ ახალგაზრდებს პირველად "მერსედესში" მყოფი პირები დაესხნენ თავს, რომელსაც ძიუდიოისტი გიგა ტატიაშვილი მართავდა, "მერსედესის" წასვლის შემდეგ კი იმავე ადგილზე მალევე "ტოიოტა ქამრი" მივიდა, რა დროსაც ხიდთან მყოფი ახალგაზრდები გაიქცნენ, "ტოიოტას" მგზავრები კი მათ დაედევნენ. სწორედ ამ დევნის შემდეგ დაიკარგა ახალგაზრდა ფეხბურთელი. გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ მდინარე არაგვში 22 ივნისს იპოვეს.
0