მარლი რეალურად ძალიან მნიშვნელოვანი გმირი იყო "მარტო სახლშიში". მან გადაარჩინა კევინი ჰარისა და მარვისგან. მარლი იყო ის ადამიანი, რომელმაც კევინს შეაცვლევინა აზრი მისი ოჯახის შესახებ და დააფიქრა იმაზე თუ როგორ უყვარს მას ისინი.
ფანების გარკვეული კატეგორიის აზრით მოხუცი მარლი კევინია მომავლიდან, სწორედ ამიტომ შესძლო ასე მარტივად კევინისთვის აზრის შეცვლა ოჯახზე და შეძლო დახმარებოდა მას. მარლი ოჯახში რთული მდგომარეობა აქვს იგი საკუთარ შვილს არ ესაუბრება, რაც მას და მის ხასიათს ძალიან ეტყობა. იგი საშიში პიროვნება ჩანს, თუმცა რეალურად ძალიან დადარდიანებული და სევდიანია იმ შეცდომების გამო რაც ცხოვრებაში დაუშვა.
ამ ყველაფრის მიუხედავად გაგიგიათ ალბათ, რომ ცხოვრება ადამიანს მეორე შანს ყოველთვის აძლევს. ფანების აზრით სწორედ ეს არის მარლის შანსი, რომ გამოასწოროს ის შეცდომები, რაც წარსულში დაუშვა. იგი ესაუბრება კევინს ისეთ საკითხებზე, რაც მისთვის ნაცნობი და მტკივნეულია იმ იმედით, რომ გარკვეული დროის შემდეგ კევინი არ დაუშვებს იგივე შეცდომებს და ოჯახთან ერთად ბედნიერად იცხოვრებს!