1-ელი ოქტომბრიდან, ქუთაისის აეროპორტიდან აბუ დაბის მიმართულებით რეგულარული რეისები შესრულდება

0
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისები შესრულდება. აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 1-ელი ოქტომბრიდან მგზავრები ფრენას არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. 'საქართველოს აეროპორტების გაერთიანების' ცნობით, აბუ დაბის მიმართულებით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია , , ვიზეარის' მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია , , Wizz Air Abu Dhabi' შეასრულებს. 'საქართველოს აეროპორტების გაერთიანების' დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ , , Wizz air'-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს.
0