გჯერათ თუ არა გიგანტების არსებობის?

0
თითქმის ყველა ხალხის მითოლოგიაში, კერძოდ, კოსმოგენიაში მოგვეპოვება ცნობები , რომ სანამ ადამიანი იმ სახით და იმ სამყაროში იარსებებდა როგორებიც ახლა ვართ და სადაც ვარ , მანამდე სამყარო ბევრად სხვანაირი იყო მისი მაცხოვრებლებითურთ. ამ ბინადრებში, პირველ რიგში, გოლიათები ან მეორე ნაირად გიგანტები იგულისხმებიან , რომლებიც პირველი თაობის ფიზიკური არსებები არიან დედამიწაზე.
მათ შემდეგ მოდიან ნართები და შემდეგ კი ადამიანები. ყურადღება უნდა გავამახვილოთ მათ გარეგნოაბზე. გოლიათები ფიზიკური პარამატრებით ყველაზე დიდები იყვნენ, ნართებმა დაკარგეს გოლიათური გაბარიტები და შემცირდა მათი მოცულობა, ხოლო ადამიანი ამ სამეულიდან ფიზიკურად ყველაზე პატარაა , თუმცა ყველაზე გონიერია. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თაობა ცვლა საკმაოდ ცალსახად არის დაფიქსირებული ხალხთა მითოლოგიაში, ისევე როგორც კავკასიურ მითოლოგიაში.
ჩემი აზრით, როცა გოლიათებზე ვსაუბრობთ , აუცილებლად უნდა ვახსენო, რომ ადამიანებს გვაქვს სრულიად საკმარისი მტკიცებულები იმისთვის, რომ მათი არსებობა დავიჯეროთ. ამის ყველაზე ნათელი მაგალითები მეგალითებია, რომლებიც ვერანაირი ადამიანური ძალით ვერ იქნებოდა აგებული. რომც ყოფილიყო ჩვეუელებრივი ადამიანისთვის ისინი გამოუსედეგარია თავიანთი ზომების გამო. დედამიწაზე და მათ შორის საქართველოში, მსგავსი მეგალითური ნაგებობები ძალიან ბევრ ადგილას არის გაფანტული. მეორე ფაქტი - ეს მითებია, რომლებიც ნამდვილად არ არის სიმართლეს მოკლებული , რადგან მეცხრამეტე საუკუნეშიც კი ქართველი მოხუცები ხშირად ყვებოდნენ იმის შესახებ თუ როგორ ნახეს სხვადასხვა ადგილებში გიგანტური ძვლები.საინტერესოა, რომ კავკასიურ მითოლოგიაში გოლიათების სახეები ნელ-ნელა ნეგატიურ პერსონაჟებად გარდაიქმნენ და დაუკავშირდნენ დევებს.
ეს პროცესი უკავშირდება აღმოსავლურ კულტურასთან დაახლოვებას, რადგან დევები სწორედ ამ კულტურაში იყვნენ უარყოფითი პერსონაჟები. ამასთანავე , გოლიათებზე წარმოდგენები, გარკვეუწილად, უკვე შეცვლილი იყო , განპირობებული ახალი თაობის გაჩენით, რომელიც უარყოფთა გოლიათებს და დევნიდა მათ. დევები მეტად განსაკუთრებული პერსონაჟები არიან. ისინი ცხოვრობენ ადამიანებთან ერთად, ხანდახან ადამიანი ცოლები ან ქმრებიც კი ჰყავთ, რითაც თითქოს გაადამიანურებას ცდილობენ. აღსანიშნავია, რომ როგორც გოლიათებში , ასევე დევებშიც გვხდებიან ორივე სქესის წარმომადგენლები.
დევების გარეგნობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი შებრუნებული ტერფებია , რაც იმაზე მიუთითებს , რომ ისინი დედამიწაზე კი არ დადიან, არამედ მიწისქვეშ. მცოდნე ადამიანი , როცა დევს შეხვდება პირველად სწორედ ტერფებს დახედავს და ასე გადაირჩენს თავს. ვფიქრობ , როცა გოლიათებზე ვსაუბრობ, ყველაზე საინტერესო მათი რეალურობის საკითხია. მე ღრმად მწამს , რომ ისინი მართლაც არსებობდნენ , რადგან უამრავი ფაქტი თუ გადმოცემა მიმანიშნებს ამაზე.
ფაქტებზე ვისაუბრებ შემდეგ სტატიაში ^^
0