რასების მონაცვლეობა დედამიწაზე და გიგანტები

0
როცა გოლიათებზე ვსაუბრობ, ყველაზე საინტერესო მათი რეალურობის საკითხია. მე ღრმად მწამს , რომ ისინი მართლაც არსებობდნენ , რადგან უამრავი ფაქტი თუ გადმოცემა მიმანიშნებს ამაზე. ამასთან გოლიათები ბიბლიაშიც ხსენდებიან. მათი ძვლები აღმოჩენილია საქართველოს ტერიტორიაზე , ბორჯომში. ექსპედიაციაში მონაწილეობას იღებდა , , დისქავერის” ჯგუფიც , რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, მისტიკური მოვლენების მკვლევარი, ბრუს ფენეტონი ახლდა, ხოლო ცნობილმა ქართველმა მეცნიერმა , აბესალომ ვეკუამ ამ ძვლების ხილვისას დაადასტურა , რომ იგი ნამდვილად გოლიათს ეკუთვნოდა.სამწუხაროდ, ეს ძვლები დღეს დაკარგულია, აბესალომ ვეკუას სიკვდილის შემდეგ გაქრა და არავინ იცის ახლა სად არის და როგორ ინახება. ფოტოზე ხედავთ აბესალომ ვეკუას გიგანტების ძვლებით ხელში.
სამყაროში საკმაოდ ბევრი მოვლენაა ისეთი, რომელიც მითოლოგიურ წიაღში უფრო ღრმად გამოკვლევას საჭიროებს, რადგან მითოლოგია არის ყველაზე დიდი საგანძური თუკი მას დავუჯერებთ და ჩავთვლით , რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ადამიანის ფანტაზიები არ არის და ყველაფერს აქვს საკმაო საფუძველი. ასე მაგალითად, არსებობს თეორია დედამიწაზე სამი რასის არსებობისა, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ გოლიათების რასაა. ამ თეორიის მიხედვით, დედამიწაზე პირველი რასა ასურების რასა იყო, რომლებიც არაფრით ჰგავდნენ ადამიანებს .ისინი ეთერული არსებები იყვნენ სხეულის გარეშე და ათასეული წლები ცოცხლობდნენ. მათ რასას გოლიათების რასასაც უწოდებდნენ , მხოლოდ იმიტომ რომ სიმაღლეში გოლიათების ტოლები იყვნენ.
მითიური გადმოცემების მიხედვით ასურებს დედამიწაზე მხოლოდ სამი ქალაქი ჰქონდათ, დანარჩენი ქალაქები კი მიწისქვეშ არსებობდა.ასევე აღწერილია ომები ღმერთებსა და ასურებს შორის. რაც ერთგვარად ჰგავს ტიტანომახიას.
დროთაგანმავლობაში, ევოლუციის შემდეგ ასურების რასა გარდაიქმნა ატლანტიდელთა რასად, რომელთაც შედარებით მკვრივი სხეული ჰქონდათ და სიდიდით ჩამოუვარდებოდნენ გოლიათებს. მითების მიხედვით, მათ ჰქონდათ მესამე თვალი , რაც როგორც ვიცით ციკლოპის მთავარი გარეგნული მახასიათებელია.ეს რასა ძალიან ჰგავს აღნიშნულ ნართების რასას.
ამის შემდეგ ისინი ლემურიელთა რასამ ჩაანაცვლა , რომლებიც ფიზიკურად უფრო დაბლები იყვნენ.ამ რასაში ხდებოდა მესამე თვალის გაქრობა და ასევე სხვა ტელეპატიური ორგანოების. სწორედ ამ რასით იწყება ადამიანის იმ სახით ჩამოყალიბება, როგორიც დღეს არის, თუმცა მითების მიხედვით ლემურიელების რასის განვითარებას შვიდი ქვე რასის ეტაპობრივი განვითარება მოჰყვა და საბოლოოდ ადამიანად ჩამოყალიბება, რაც დროში ძალიან დიდი პროცესია.
საბოლოოდ , ეს თეორიები, რომლებიც ჩამოყალიბებულია სხვადასხვა ფაქტებსა და ხალხთა მითოლოგიებზე დაყრდნობით, ასევე არტეფაქტები , რომლებიც უხვად მოგვეპოვება, ცხადი დასტურია იმისა, რომ გოლიათები ნამდვილად არსებობდნენ. თაობა ცვლა განპირობებული იყო ევოლუციით და ადამიანის შექმნის ხანგძლივი პროცესით. შემიძლია გავიხსენო კიდევ ერთი მტკიცებულება გიგანტების არსებობისა. ეს არის დაავადება , , გიგანტიზმი” , რომელიც საკმაოდ იშვიათია და ამ დაავადების მატარებლებს ნამდვილად სწორად აქვთ სახელი შერჩეული.გიგანტიზმით დაავადებულები დღესაც არსებობენ და ბევრად აღემატებიან ჩვეულებრივ ადამიანს სიმაღლეში. რომ არა გენეტიკური ინფორმაცია , რა თქმა უნდა , ადამიანზე ბევრად დიდი ადამიანი არასდროს და არც ჩვენს რეალობაში არ იარსებებდა, მაგრამ ფაქტია, რომ არსებობს და ახლა მხოლოდ ამ ფაქტების დაჯერებაღა დაგვრჩა.
#საინტერესო
#მითოლოგია
#მსოფლიომითოლოგია
#elysiumfields
0