ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი - ვინ მოიგებს არჩევნებს ?

0
ყველასათვის ცნობილია, რომ აშშ-ის დემოკრატიულ პარტიას პრეზიდენტის არჩევნებზე ჯო ბიდენი წარადგენს. შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, იგი ვიცე-პრეზიდენტი გახლდათ. კანდიდატი 77 წლისაა, იგი მესამედ აყენებს საკუთარ კანდიდატურას პრეზიდენტის პოსტზე. როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, მისი მთავარი, პრესაარჩევნო საკითხები შეეხება უმუშევრობას, კორონას წინააღმდეგ ბრძოლასა და ანტირასისტულ მანიფესტაციებს. ახლა კი განვიხილოთ უშუალოდ თუ როგორ დასახელდა კანდიდატად. პრაიმერის მონაცემებით, მან 1990 წევრის ხმა მიიღო, იმის მიუხედავად, რომ აიოვასა და ნიუ შამპირის შტატებში წააგო, სამხრეთ კაროლინაში ხმათა უმრავლესობა მიიღო, რის გამოც, უპირობო ლიდერად დასახელდა. "მე ამაყი ვარ, რომ ჩემი კონკურენტები დემოკრატიული პარტიის ყველაზე ღირსეულ კანდიდატები იყვნენ, ასევე ამაყი ვარ იმით, რომ არჩევნების წინ ჩვენს წრეებში სუფევს ერთიანობის განცდა" - განაცხადა ბაიდენმა. ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სულმოუთმენლად ელის კანდიდატთან შერკინებას, იგი მას "მძინარე ჯოს" უწოდებს. კანდიდატად დასახელებამდე იგი მრავალ წინაღობას შეეჩეხა : იგი იძულებული იყო ბოდიში მოეხადა საკუთარი სიტყვების გამო, სადაც ამბობს, რომ აფროამერიკელებს არ აქვთ უფლება იწოდებოდნენ შავკანიანებად, იმ შემთხვევაშიც კი თუ ფიქრობენ, რომ ტრამპს უნდა მისცენ ხმა. ჯო ბაიდენმა ასევე ბოდიში მოუხადა ქალებს, იმ ინტერპრეტაციის გამო, რაც კონკურენტებმა არასწორად "თარგმნეს", იგი საკუთარ თავს "ფრთხილ პოლიტიკოსს" უწოდებს და ბოდიშს იხდის იმ დისკომფორტის გამო, რაც მისი სიტყვების შემდგომ პაექრობას მოჰყვა. ასევე, ყოფილმა თანამშრომელმა, ტარა რიდმა მას ბრალი დასდო სექსუალურ თავდასხმაში, რომელიც, მისი თქმით, 1993 წელს განცხორციელდა, თუმცა კანდიდატი ამ ბრალდებას უარჰყოფს. მის პრეზიდენტის კანდიდატურაზე წარდგენას უდიდესი სკანდალი მოჰვბა, რომელიც დაკავშირებული იყო მისი შვილის საქმიანობასთან. იგი უკრაინის ნავთობის კომპანია Burisma - ს დირექტორთა "წრეში" შედიოდა, მაშინ, როდესაც ჯო ბაიდენი ობამას დროს ვიცე პრეზიდენტის პოსტს იკავებდა. დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები ღიად აცხადებენ, რომ ამან შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვიოს. ადრე, ჯო ბაიდენი ამაყობდა, რომ 2016 წლის მარტში, მაშინ როდესაც ვიცე პრეზიდენტი იყო, იგი დაემუქრა უკრაინას, რომ ბარაკ ობამა წაართმევდა დაპირებულ საკრედიტო გარანტს, რომლის ჯამური რაოდენობაც 1 მლრდ დოლარს შეადგენდა, თუ გენერალური პროკურორი ვიქტორ შოკინი, რომელსაც აკრიტიკებდა კორუფციასთან ბრძოლის არაეფექტიანი მეთოდების გამო, არ იქნება გათავისუფლებული თანამდებობიდან. ამჟამად, The Economist-ის ცნობით, ჯო ბაიდენი პრაიმერის შედეგებით ლიდერობს, მას მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ტრამპს. (იხ. ცხრილი)
წყარო : Bbc.com Theeconomist.com
#პოლიტიკა
#ამერიკა
#არჩევნები
0