ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ — ეს ფაქტია და არა სლოგანი, რომელსაც გულზე პატრიოტული მჯ

0
ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ — ეს ფაქტია და არა სლოგანი, რომელსაც გულზე პატრიოტული მჯიღის ცემით ვამბობთ. ჩვენი ისტორიული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად არის აღიარებული რუსეთის მიერ, იქ დგას მათი არმია და საოკუპაციო რეჟიმი თითქმის ყოველდღიურად ჩვენი მოქალაქეების ეზოებსა და ნაკვეთებს იპარავს, ავლებს მავთულხლართს, იტაცებს, აწამებს ან კლავს. ესეც ფაქტებია და არა ემოციების გამოძახილი. რამდენად ცხადადაც არ უნდა ჩანდეს რუსეთის მტრული სახე, არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკაა, რომელიც პოლიტიკოსების კაბინეტებში უნდა დარჩეს და "მოძმე" ქვეყანასთან კულტურული, სპორტული, რელიგიური ურთიერთობები ჩვეულებრივ უნდა გვქონდეს. ეს ნარატივი სწორედ რომ რუსი პოლიტიკოსების კაბინეტში შეიქმნა და მისი გამოძახილია, როცა საზოგადოების ნაწილი მუდმივად გვთხოვს, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სპორტი და პოლიტიკა. ისინი მოითხოვენ რუსეთთან რაგბის მატჩის დროს არ ვაფრიალოთ ანტიოკუპაციური ბანერები, ფეხბურთის მატჩის დროს არ დავუსტვინოთ ან არ გვეცვას ანტიოკუპაციური მაისურები; ითხოვენ გვერდით გადავდოთ ემოციები და დაგვავიწყდეს, რომ ზუსტად იმ დროს, როცა ჩვენ "პოლიტიკისგან გამიჯნული სპორტით" ვტკბებით, ვიღაცას ისევ იტაცებენ საკუთარ მიწაზე. სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნის თემა განსაკუთრებით გააქტიურდა გუშინ, როცა კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ კონტრაქტი გააფორმა მე-11 წითელი არმიის პატივსაცემად შექმნილ მოსკოვურ კლუბ CSKA-სთან. საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, რა არ მოგვწონს კაპიტნის გადაწყვეტილებაში, რომელსაც კლუბის მაისურზე საბჭოთა კავშირის წითელი რა შეიძლება მოხდეს, როცა თორნიკე CSKA-ში ითამაშებს? ჩვენი ეროვნული ნაკრების კაპიტანს კარგი ჩაწოდების შემთხვევეაში ტაშს დაუკრავენ რუსი ვეტერანები, რომლებიც სხვადასხვა დროს ჩვენს ქვეყანაში იბრძოდნენ; გასამხნევებლად მას მოუწევს მოისმინოს გულშემატკივრების სიმღერები იმ მე-11 არმიაზე, რომელმაც საქართველოს ანექსია მოახდინა და არაერთგზის მიმართა სადამსჯელო ღონისძიებებს; მილოცვებისას მან ხელი უნდა ჩამოართვას იმ ქვეყნის პოლიტიკოსებს, რომელთა გადაწყვეტილებები ყოველდღიურად გვაზიანებს და ბოლოს, სავსებით შესაძლებელია, მას მადლობები გადაუხადოს თავად ვლადიმერ პუტინმა, იმისთვის, რომ მოსკოვური გუნდი და შესაბამისად, რუსეთი ასახელა. ამიტომ უჭირს ქართველ გულშემატკივარს, ამ საკითხს მხოლოდ სპორტული ტრანსფერის ჭრილში უყუროს. იმისთვის, რომ უკეთ განგვემარტა, რატომ არის რთული სპორტისა და პოლიტიკის გამიჯვნა, გულშემატკივრების პოზიციები მოვისმინეთ. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ, სხვადასხვა ასაკისანი არიან და თითქმის არაფერი აქვთ საერთო გარდა იმისა, რომ ქართული სპორტი უყვართ
#სპორტი
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0