„ახალი საქართველო“- ს სამი მოთხოვნა

0
მოძრაობა „ახალი საქართველო“ ხელისუფლებას სამ მოთხოვნას უყენებს და ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ახალი საქართველოს“ ლიდერი ხელისუფლებას საზღვრების გახსნის გადაწყვეტილების დროული მიღებისკენ მოუწოდებს. „სამი კონკრეტული მოთხოვნა, რასაც ვაყენებთ დღეს და რაზეც დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას. პირველი - 31 დეკემბრამდე გადავადდეს განბაჟების ვადა, იმიტომ, რომ აგვისტოს ბოლომდეა და ამას უკვე აზრი აღარ აქვს, საზღვრები არ გახსენით. მეორე, გავრცელდეს ეს პირობები პირველი მაისის შემდგომ შემოყვანილ მანქანებზეც და მესამე, დაიწყეთ დაუყოვნებლივ მუშაობა იმ ქვეყნებთან, საიდანაც ჩამოდიოდა ძირითადი მყიდველი საქართველოში. ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ვუშველოთ და რამენაირად დავეხმაროთ ეკონომიკის იმ მიმართულებას, რომელიც უზარმაზარ შემოსავალს ტოვებდა ქვეყანაში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
0