“გაანულე და იბატონე”

0
2020 წლის 15 იანვარს სატელევიზიო მიმართვის დროს, ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობაზე ისაუბრა, რასაც იმ დღესვე რუსეთის მთავრობის სრული შემადგენლობით გადადგომა მოჰყვა. მალევე ნათელი გახდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ძალაუფლების მორიგი ტრანსფერისთვის იყო საჭირო, თუმცა საწყის ეტაპზე უცნობი იყო, თუ რა პოსტს დაიკავებდა უმაღლესი ლიდერი. დილემა საბოლოოდ, პირველი ქალი კოსმონავტის, ვალენტინა ტერეშკოვას ინიციატივით გადაწყდა. დუმაში პუტინის ვიზიტის დროს, ტერეშკოვა პრეზიდენტისთვის უკვე ნამუშევარი საპრეზიდენტო ვადების განულების წინადადებით გამოვიდა. ინიციატივას მხარი დაუჭირა დუმამ და კონსტიტუციურად მიიჩნია საკონსტიტუციო სასამართლომაც. საბოლოოდ, პუტინისთვის ვადების განულება სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებთან ერთიან სარეფერენდუმო პაკეტში შევიდა. კენჭისყრის დღედ თავდაპირველად 22 აპრილი დაინიშნა, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო, თარიღმა ჯერ გადაიწია, შეიცვალა ხმის მიცემის ფორმატიც. საბოლოოდ, ოფიციალური მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი ამომრჩეველთა 78%-მა დაუჭირა მხარი, ამგვარად ვლადიმერ პუტინს კიდევ ორჯერ შეეძლება პრეზიდენტობა. რუსეთში მმართველობის ხანგრძლივობით, პუტინმა უკვე გააუმჯობესა ეკატერინე მეორეს და ლეონიდ ბრეჟნევის მაჩვენებელი. ჯერჯერობით დაუძლეველია იოსებ სტალინის 27-წლიანი რეკორდი. სტალინის რეკორდის გაუმჯობესებისთვის პუტინს მიმდინარე საპრეზიდენტო ვადა არ ეყოფა, უპირობო რეკორდსმენობისთვის კიდევ ერთ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქნება საჭირო. ქვეყნის ძირითად კანონში შესატანი ცვლილების იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კიდევ უფრო კონსერვატიული გახდეს 1993 წელს, ელიცინის დროს, მიღებული პირველი პოსტსაბჭოთა კონსტიტუცია. თავის მესამე საპრეზიდენტო ვადაში, 2012 წელს, პუტინი უკვე მკაფიოდ წარმოჩნდა როგორც რუსეთის „ტრადიცული ფასეულობების“ მტკიცე დამცველი, რაც გამოიხატება ერთი და იმავე სქესის ქორწინების უარყოფით, რუსეთის მართლმადიდებლური რწმენის დაცვითა და საზოგადოების განვითარების დასავლური, ლიბერალური მოდელის მიუღებლობით. ეს კონსერვატიული მიდგომები აისახა 200-მდე საკონსტიტუციო ცვლილებაში, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ, რუსეთის საკანონმდებლო ორგანომ და სულ ბოლოს თავად რუსეთის პრეზიდენტმა შეიტანა 1993 წლის კონსტიტუციის ტექსტში. თებერვლის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა დოკუმენტში კიდევ რამდენიმე დამატება შეიტანა. მათ შორის არის ცვლილება ღმერთის ხსენების, რუსული ენის, როგორც „სახელმწიფოს შემქმნელი ხალხის“ ენისა, და „ისტორიის ფალსიფიკაციის“ დაუშვებლობის შესახებ. ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა კონსტიტუციის 67-ე მუხლი: „რუსეთის ფედერაცია უზრუნველყოფს საკუთარი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას. დაუშვებელია რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გასხვისებისკენ მიმართული მოქმედება ან ასეთი მოქმედებებისკენ მიმართული მოწოდებები“, - ნათქვამია რუსეთის კონსტიტუციის 67-ე მუხლის შესწორებულ ვარიანტში, რომლის მიღების შემთხვევაში რუსეთის შიგნით ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი საუბარს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უკრაინისათვის დაბრუნების შესახებ. „ადამიანები ფიქრობენ, რომ დე ფაქტო ყველაფერი უკვე დასრულდა, ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს კი ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტია ხალხის სამართავად - დაარწმუნო ისინი, რომ არაფრის შეცვლა რა შეუძლიათ“, - ამბობს მოსკოველი პოლიტოლოგი ეკატერინა შულმანი.
მოდით ახალი კონსტიტუციის ზოგი მუხლი და დებულება ( რაც ჩემი აზრით საინტერესოა) პუნქტებად გავიაროთ: 1. უკვე ვახსენე, თუმცა კიდევ იყოს, პირველი და მთავარი - ვლადიმირ პუტინის საპრეზიდენტო ვადები „ნულდება“, რაც გულისხმობს რომ მან ამ თანამდებობის დაკავებას 2036 წლამდე შეძლებს. (2024 და 2030 წლების არჩევნებში შესაბამისად წარადგენს თავის კანდიდატურას და პოსტს დაიკავებს). 2. მომავალში, (იგულისხმება პუტინის შემდეგ) არავინ შეძლებს ორ ვადაზე მეტჯერ პრეზიდენტი ვერ გახდება. 3. ფორმალურად, საერთაშორისო სამართალს უპირატესობა ექნება, თუმცა „საჭიროების“ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასამართლოების გადაწყვეტილებებს გააბათილებს (იმ შემთხვევაში თუ მათ არაკონსტიტუციურად სცნობს). 4. რუსეთის მოქალაქე, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეობა ან/და ბინადრობის უფლება ჰქონდა, პრეზიდნეტი ვერ გახდება. 5. კონსტიტუციაში გაწერილია, რომ ყოფილი პრეზიდნეტები ხელუხლებელნი იქნებიან სიცოცხლის ბოლომდე. 6. ამიერიდან, პრეზიდნეტი უფლება ექნება საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მოსამართლეევის გადაყენება (ფედერაციის საბჭოს თანხმობით). 7. თუ პრეზიდენტი რაიმე კანონპროექტს ვეტოს დაადებს, ხოლო პარლამენტი მას დაძლევს, პრეზიენტი კანონპროექტს მაინც დაბლოკავს სასამართლოს „დამხარებით“. 8. პრეზიდენტი ერთპიროვნულად გადაწყვეტს, თუ რომელი სახელმწიფო ინსტიტუტი ან/და ორგანო იქნება მის დაქვემდებარებაში და რომელი- პრემიერ-მინისტრის. ( ძალოვენები- პრეზიდენტს ემორჩიელბიან). 9. მთავრობის ფორმირების პროცესში, თუ სახელმწიფო დუმა სამჯერ ჩააგდებს კენჭისყრას. პრეზიდენსტი მაინც შეძლებს პრემიერ მინისტრის დანიშვნას. 10. ფედერაციათა საბჭოს წევრებს პრეზიდენტი დანიშნავს, ხოლო მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, თავადაც გახდება ამ ორგანოს წევრი. 11. ფედერაციათა საბჭოს წევრებს ახალი სახელწოდება ექნებათ - სენატორები ( თუმცა ეს ამერიკული ტიპის სენატორი არ იქნება). 12. ადგილობრივ თვითმმართველობებს რიგი უფლებები ჩამოერთმევათ. 13. დეპუტატებს, სენატორებს, მოსამართლეებს და მინისტრებს უცხო ქვეყნის მოქალაქეობის ქონა ეკრძალებათ. 14. კონსტიტუციაში აღნიშნულია ახალი სახ. ორგანო (Гос.Совет) „სახელმწიფო საბჭო“ - ამ ახალი ორგანოს მთავარი დანიშნულება იქნება საგარეო, საშინაო და სოც-ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრა. 15. რუსი ერი იქნება გამოცხადებული „ერის/სახელმწიფოს შემოქმედად“ (Государстаообразующий). 16. სახელმწიფო ქორწინებას მხოლოდ ქალსა და მამაკაცს შორის აღიარებს. 17. კანონი ღმერთის შესახებ 18. მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმზე დაბალი არ უნდა იყოს 19. რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ნებისმიერი ტერიტორიის ხელყოფა ანტიკონსტიტუციურად ცხადდება. ამრიგად, ზემოთ მოცემული პუნქტებიდან ნათლად ჩანს, რომ ახალი კონსტიტუციის მიღების შემდეგ, რუსეთის ფედერაცია სრულყოფილ ავტოკრატულ რეჟიმად ყალიბდება, სადაც მმართველობის სადავეები ერთი პირის ხელში აღმოჩნდება, რაც რუსეთისთვის და რიგითი რუსეთის მოქალაქეებისათვის უკან გადადგმული ნაბიჯია და „ბნელ“ წარსულში დაბრუნებას გულისხმობს.
#ახალიამბები
#პოლიტიკა
#რუსეთი
#პუტინი
#საკონსტიტუციო
#ცვლილებები
#news
#politics
#polls
#putin
#russia
0