Hamilton: ჰიპ-ჰოპი ბროდვეიზე

0
რას იტყოდით თუ მეგობარი შემოგთავაზებდათ მიუზიკლზე წასვლას? ალბათ, თქვენი რეაქცია იმაზე იქნებოდა დამოკიდებული თუ რა ურთიერთობა გაქვთ თეატრთან და მუსიკასთან, თუმცა ასეა თუ ისე, დამერწმუნებით ალბათ რომ პირველი რაც მიუზიკლზე მოგაგონდებათ არის საორკესტრო მუსიკა ან ესტრადა, პლუს ამას საოპერო არიები და ქორეოგრაფიული ჩანართებიც. საბოლო ჯამში, ალბათ ამჯობინებდით ჩვეულებრივი სპექტაკლი გენახათ, მსახიობების საოცარი ოსტატობით, ვიდრე ამღერებული ხალხი, რომლის საუბარსაც დიდად ვერ იგებთ. ეს ალბათ ძალიან სუბიექტური შეფასება იქნება, მაგრამ თავად ჩემთვისაც კი მიუზიკლები უფრო რთული საყურებელია, ვიდრე ჩვეულებრივი დადგმები. ამას ზუსტ მიზეზს ვერ ვუძებნი, მაგრამ ფაქტია, საზოგადოებაში რაღაც სტანდარტად არის დამკვიდრებული რომ ოპერა იქნება თუ ჩვეულებრივი დისნეის ფილმი, შენი გემოვნების შესაფერისი მუსიკის გარეშე ცოტა მოსაწყენი არის. 2015 წელს 17 თებერვალს, ნიუ–ორკში public theatre-ის შენობაში შედგა მიუზიკლ, ჰამილტონის პრემიერა. Public theatre შედარებით პატარა დარბაზია და ის ნიუ–ორკის ბროდვეის სცენებს პომპეზურობით ჩამოუვარდება. პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. სპექტაკლმა მოიგო 8 Drama desk award-სი, რომელიც off-broadway ნაწარმოებებს გადაეცემათ, ამის შემდეგ კი ჰამილტონმა რიჩარდ როჯერსის თეატრში გადაინაცვლა და აი აქ, 2015 წლის 6 აგვისტოს, შედგა პირველი პრემიერა ბროდვეიზე. სპექტაკლის ბილეთები სრულიად გაიყიდა. 2016 წელს წარმოდგენამ მოიგო ტონის 16 ნომინაციიდან 11 ჯილდო და ამავე წელს მიიღო პულიცერის პრემია. თანდათანობით ჰამილტონი გასცდა ნიუ–ორკის ფარგლებს და ჯერ ჩიკაგოში დაიდგა შემდეგ კი საერთოდ ლონდონის Victoria Palace Theatre–ში, რის შემდეგაც ბრიტანული Olivier Awards–იც მოიპოვა. ამას თან მოჰყვა 3 ჩრდილოეთ ამერიკული ტურნე და უამრავი სასიამოვნოდ გაოგნებული მაყურებელი. ჰამილტონს ესწრებოდნენ ისეთ ხალხი, როგორიცაა: სტივენ სპილბერგი, ლედი გაგა, სემუელ ჯექსონი და სხვა ცნობილი სახეები. სპექტაკლით აღფრთოვანებული იყო ბარაკ და მიშელ ობამები, ლონდონის ტურნესას მას ესწრებოდა პრინცი ჰარი, მისი მეუღლე მეგან მარკლი და სხვა უამრავი ცნობილი ადამიანი.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა რა არის ამ სპექტაკლში ასეთი გამორჩეული, და რატომ მიიჩნევა უკვე ფენომენად?

მოდით ამ კითხვას პასუხი გავცეთ, მე კი ვეცდები სპოილერებს თავი ავარიდო.

1. ლინ მანუელ ლი

ჰამილტონის იდეის, სცენარის მუსიკისა და თავად ჰამილტონის როლის შემსრულებელი ლინ–მანუელ ლი პირველი მიზეზია იმისა თუ რატომ აღმოჩნდა ეს შოუ ასეთი პოპულარული. ეს ამერიკელი მუსიკოსი, სცენარის და სიმღერების ავტორი, მსახიობი, რეპერი და უამრავი სხვა პროფესიის მქონე პიროვნება, ჰამილტონის შემქმნელია. სწორედ მას გაუჩნდა იდეა დაედგა მიუზიკლი ამერიკის ისტორიაში ერთ–ერთ გამორჩეულ ფიგურაზე; ალექსანდრე ჰამილტონზე. ამისათვის კი ის 2004 წელს გამოსულ, რონ ჩერნოვის ბიოგრაფიულ რომანს დაეყრდნო. ლინ–მანუელ ლის კარგად იცნობს ბროდვეის მაყურებლები სხვადასხვა მიუზიკლებით, ის ასევე აქტიურად თანამშრომლობს დისნეისთან. სწორედ მისი დაწერილია ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმი „მოანა“. ასევე საკმაოდ ბევრი ადამიანი იცნობს მას სხვადასხვა სითკომებიდან და „მერი პოპინსის“ უახლესი სიქველიდანაც სადაც ერთ–ერთ მთავარ როლს ასრულებდა. დამეთანხმებით ალბათ, მარტივი არ არის დადგა სპექტაკლი, დაწერო სცენარი და მუსიკა და შემდეგ მასში მთავარი როლი შეასრულო თანაც ეს ყველაფერი ისე კარგად გამოგივიდეს რომ ფურორიც კი მოახდინო. ლინ–მანუელ ლისთვის ეს სულაც არ არის წარმოუდგენელი რამ და ამას რეალობაც ცხადყოფს.

2. მუსიკალური სტილი

გინახავთ ოდესმე მიუზიკლი, რომელიც ჰიპ–ჰოპის, რეპისა და ბლუზის ნაზავია? საერთოდ არსებობს კი ასეთი მიუზიკლები? მგონია რომ არა. სამაგიეროდ ჰამილტონი გამონაკლისი აღმოჩნდა და ეს ბიოგრაფიული დრამა, რომელიც აშშ–ს დამფუძნებელი მამის შესახებ გვიყვება, თანამედროვე სამყაროსთვის დამახასიათებელი და საყვარელი მუსიკალური ჟანრებით არის გაჯერებული. ლინ–მანუელ მირანდამ აღნიშნა რომ: ალექსანდრე ჰამილტონის ამბის მოყოლა იდეალურად არის შესაძლებელი ჰიპ–ჰოპის დახმარებით – ესაა ისტორია კაცისა, რომელმაც არაფრისგან, საკუთარი შრომით მიაღწია პოპულარობას და ძალაუფლებას. მუსიკა კი არაჩვეულებრივად არის დაწერილი, სიმღერები დასამახსოვრებელი და რიტმულია, ხოლო შემსრულებელთა ვოკალი საკმაოდ ძლიერი.

3. დივრესიული გამომსახველობა

დიდი ალბათობით სათაურმა დაგაბნიათ. ქართული რეალობისთვის საკმაოდ უცხო ფენომენია დივერსიული გამომსახველობითობა. მარტივად რომ ვთქვათ, ეს გულისხმობს სხვადასხვა რასის წარმომადგენლების ჩართულობას შოუში, რასაც დღევანდელ ამერიკაში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. სურათზე ასახულია რომ მსახიობთა უმეტესობა ფერადკანიანია და ფერადკანიანთა შორის აშკარად შავკანიანები ჭარბობენ. ალექსანდრე ჰამილტონის ეპოქისათვის ფერადკანიანთა როლი საკმაოდ მცირე იყო და მნიშვნელოვანი ფიგურებიც, როგორიცაა თუნდაც ჯორჯ ვაშინგტონი, შეუძლებელია ყოფილიყო შავკანიანი, როდესაც იმ პერიოდის ამერიკაში ფერადკანიანი მოსახელობა მონობის უღლის ქვეშ იყო მოქცეული და განვითარების ყოველგვარი შანსი ჰქონდათ დაკარგული. შოუს შემქმნელებმა ეს ფაქტი იმით ახსნეს, რომ მუსიკალური ჟანრი ანუ რეპი და ჰიპ–ჰოპი, ბევრად უფრო ახლო და ნაცნობია სწორედ ფერადკანიანი მსახიობებისთვის, მათთვის ვინებმაც რეალურად ეს მუსიკალური მიმდინარეობები ჩამოაყალიბეს. თავად ჰამილტონის როლის შემსრულებელი, ლინ მანუელი, ლათინო ამერიკელია. ერთ–ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ არასდროს ჰყავდა ნანახი ლათინო ამერიკელი მთავარ როლში და სწორედ ამან გადააწყვეტინა ჰამილტონის პერსონაჟი თავად ეთამაშა. ასეა თუ ისე, აშშ–ში ამას საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევენ, როდესაც შოუ უმცირესობის უფლებებს იცავს უმრავლესობაც კმაყოფილია.

4. დიდებული ისტორია

ბევრი რომ არ ვილაპარაკო შოუ არის იდეალურად დაწერილი. არის სიმღერები რომელებიც გაგაცინებენ ( looking at you, მეფე ჯორჯ მესამის შესრულებით), სიმღერები, რომლებიც აგატირებენ (ამის მაგალითს ვერ მოვიყვან, მთელი მეორე აქტი და შოუს დასასრული დრამატული სიმღერებით არის სავსე). წარმოუდგენლად დიდი დრო და ენერგია ჩადეს შემქმნელებმა, რომ ყოველი დეტალი ყოფილიყო გამართული, სრული და იდეალურად შესრულებული. განსაკუთრებით ალბათ გამოვყოფდი ერთ–ერთი პერსონაჟის პარტიას satisfied, რომელიც იმის გარდა, რომ ძალიან ამაღელვებელი მუსიკაა ტექნიკურად საოცრად გამართული დადგმაა, ისეთი, რომელიც პერსონაჟის სულიერ განცდებს ძალიან კარგად წარმოაჩენს. თავად სთორილაინიც ძალიან გამართულია. არ ტოვებს არც ერთ მომენტს ხაზგასმის გარეშე. უყურებ თითოეული პერსონაჟის შინაგან, სულიერ განცდებს, ისე თითქოს კინო კადრი იყოს, მსხვილი კუთხით აღებული, ზედ ფლეშბექები და ათასი სპეც–ეფექტებით შეზავებული. და როდესაც ამ ყველაფერს ძალიან მოდერნისტული მუსიკაც ერთვის დამიჯერეთ, რთულია მსგავსი შოუ არ მოგეწონოთ. 3 ივლისს, Disney +–მა, თავის მაყურებლებს ჰამილტონის დადგმის 2016 წლის ჩანაწერი გაუზიარა. ახლა უკვე ბევრად უფრო ფართო აუდიტორიისთვის არის შესაძლებელი, ძალიან მაღალ ხარისხში, სახლიდან გაუსვლელად, თუნდაც საქართველოში, დატკბეს ბროდვეის ამ არაჩვეულებრივი შოუთი, რომელიც დამერწმუნეთ არცერთს არ დაგტოვებთ გაწბილებულს. აქ კი ჩემს ერთ–ერთ გამორჩეულ ტრეკს გიტოვებთ.
#feedcgrant
Feedc
#ხელოვნება
#musical
#show
#disney
0