სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად - სოზარ სუბარი

0
უკანონოდ დაკავებულის ოჯახის წევრებს გადავეცით ინფორმაცია, თუ რა ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული და საფრთხე არ დაემუქროს მის ჯანმრთელობას, - აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახში სტუმრობისას განაცხადა. „ვიყავით ზაზა გახელაძის ოჯახში და მის ახლობელებს მოვუყევით იმის შესახებ, რაც ვიცით. გადავეცით ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, ასევე, რა ნაბიჯები იდგმება სახელმწიფოს მხრიდან იმისთვის, რომ იყოს მისი ჯანმრთელობა დაცული და საფრთხე არ დაემუქროს მის ჯანმრთელობას და რაც შეიძლება მალე მოხერხდეს გათავისუფლება უკანონო ტყვეობიდან თუ პატიმრობიდან, არც ვიცი რა დავარქვა, იმიტომ, რომ ეს ყოველგვარი კანონის ნორმის მიღმაა რაც ხდება ხოლმე პერიოდულად ჩვენს ადმინისტრაციულ საზღვართან, რომელიც დროებით საოკუპაციო ხაზად არის გადაქცეული“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ზაზა გახელაძე 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში არსებული სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ დააკავეს.
#ოკუპაცია
#შიდაქართლი
#დაკავება
#სოზარსუბარი
#ახალიამბები
0