6 votes
1 comments
0 shares
Save
9 views
საბა გოგოძე
Kutaisi · 10 months ago

გამარჯობა, ქუთაისიდან! 🤘🏻


საბა გოგოძე
Kutaisi · 10 months ago
Similar Posts
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 day ago
ქუთაისის აეროპორტიდან ახალი მიმართულების ფრენები შესრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის მანძილზე პირველად, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. 1 ოქტომბრიდან მგზავრები მგზავრობას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში კვირაში ორჯერ - ხუთშაბათსა და კვირას შეძლებენ. აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარის მიერ ახლახანს დაფუძნებული ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. ეს არის პირველი ავიაკომპანია, რომელიც Wizz air-მა ევროპის გარეთ შექმნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ მოლაპარაკებები კომპანიასთან უმოკლედ ვადებში წარმატებით დაასრულა. ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულიად ახალი, არაევროპული მიმართულების დანიშვნა ცხადყოფს, რომ Wizz air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს. ,,მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz air-მა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორია. 8 წლიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია საქართველოს ავიაბაზარზე გაფართოვებას განაგრძობს. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანას, კონკრეტულად კი იმერეთის რეგიონს, სრულიად ახალ ტურისტულ ბაზრებზე ექნება წვდომა. გვიხარია, რომ ავიაკომპანიასთან ერთად ამ მნიშვნელოვან წამოწყებაში ქუთაისის აეროპორტიც საკუთარ წვლილს შეიტანს,-‘’აღნიშნა თამარ არჩუაძემ. ქუთაისიდან აბუ დაბის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები Airbus A321neo შესრულდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com წყარო -report.ge#საინტერესო #ფრენები #kutaisidaily #მოგზაურობა #ახალიამბები
საბა გოგოძე
Kutaisi · 10 months ago
ბათუმი❤️
საბა გოგოძე
Kutaisi · 10 months ago
pink floyd-ის რამდენი ვუსმენთ? 🤨
Kutaisi Daily
Kutaisi · 3 months ago
4 ქუთაისელი მწერალი, რომელსაც ქართული ენის განვითარებაში დიდ წვლილი მიუძღვის
"ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს“, - ამბობს აკა მორჩილაძე და მეც ასე ვიტყვი, ყოველგვარი შესავლის გარეშე შეგახსენებთ იმ ქუთაისელები მწერლების ვინაობას, რომლებიც მუდამ ქართული ენის სადარაჯოზე იდგნენ: 1. ტიციან ტაბიძე ქუთაისში არ დაბადებულა, თუმცა თითქმის მთელი მისი ცხოვრება ამ ქალაქსა და ერთ კონკრეტულ სკვერს უკავშირდება, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ. ტიციან ტაბიძე 1895 წლის 2 აპრილს სოფელ ჭყვიშში დაიბადა. მან ჯერ ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდეგ კლასიკური გიმნაზია და ვაჟთა გიმნაზია დაამთავრა. 1913 წელს ქუთაისიდან სასწავლებლად მოსკოვში გაემგზავრა, შემდეგ კი მცირე ხნით თბილისში გაზეთ „საქართველოს“ რედაქციაში მუშაობდა. ის დაუფარავად წერდა ქვეყანაში არსებულ რეალობასა და პრობლემებზე. ტიციანის აქტიური მონაწილეობით დაარსდა ლიტერატურული ჯგუფი „ცისფერი ყანწები“ და ამავე სახელწოდების ჟურნალი. ამ პერიოდში ქუთაისი ქართული ავანგარდული აზროვნების კერა იყო. ახალგაზრდები ქუთაისში , „ოქროს ჩარდახში“ ჭადრის ხესთან მართავდნენ პოეზიის საღამოებს. ტიციანი 1937 წელს ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. მეორე ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირში, თოვლიან ქარბუქში მიტოვეს. 2. პაოლო იაშვილი მწერალთა კავშირის დაარსების დღიდან პაოლო იაშვილის მთავარ საზრუნავად ქართული მწერლობის დაცვა გახდა. . უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: "ოქროს ვერძი" და "ცისფერი ყანწები". 3. სამსონ ფირცხალა 1872 წლის 4 მარტს. ქუთაისის მაზრაში, სოფელ მათხოჯში დაიბადა . 1902–1910 წლებში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანი და საქმეთა მმართველი გახლდათ. ამ კულტურულ-საგანმანათლებლო ორგანიზაციას კი ქართული ენის გადარჩენაში უდიდესი წვლილი მიუძრვის. 1906 წელს ჟურნალისტური საქმინობის, გურიის გლეხთა მოძრაობისა და რევოლუციის გაშუქების მიზეზით დააპატიმრეს, თუმცა ეს მის ცხოვრებაში პატიმრობის ერთადერთი პერიოდი არ ყოფილა. 80 წლის ასაკში ის ანტისაბჭოური წერილების წერის ბრალდებით დააკავეს. დაუძლურებული სამსონი ციხეში გაარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებამდე ის სტატიებს სხვადასხვა გაზეთებში აქვეყნებდა. 4. ისიდორე კვიცარიძე ისიდორე იყო პირველი , ვინც საქართველოს შესახებ რუსულ პრესაში ცნობების სისტემატური განთავსება და რუსი მკითხველისათვის ქართული საზოგადოებრივი პროცესების გაცნობა დაიწყო. 1905 წელს პრესის კანტორა „კოლხიდა“ დააარსა, რომლის მიზანი ღირებული ლიტერატურის გავრცელება იყო. 1907 წელს ხელისუფლებამ "კოლხიდა" დახურა და მოგვიანებით ისიდორეც დააპატიმრეს. მას 1 წელი მიესაჯა. გათავისუფლების შემდეგ, ისიდორე კვლავ არ ემორჩილებოდა ხელისუფლების წესებს და ცენზურის მხრიდან მუდმივი შევიწროების მიუხედავად, პრესის ახალი კანტორა "იმერეთი" დააარსა. 1937 წლის 14 დეკემბერს ისიდორეს საზღვარგარეთ მყოფ თანაპარტიელებთან არალეგალური კავშირისა , მათთვის საქართველოს შესახებ ცნობების მიწოდებისა და საზღვარგარეთიდან არალეგალური ლიტერატურის მიღება-გავრცელების ბრალდებით დახვრეტა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მომდევნო ღამეს აღასრულეს. #ქუთაისელიმწერლები # ტიციანტაბიძე #პაოლოიაშვილი #ისიდორეკვიცარიძე # სამსონფირცხალავა #kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 1 week ago
სალომე ზურაბიშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველ დღეს ქუთაისიდან აკვირდებოდა
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყო. გამოცდების პირველ დღეს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოცდებს ქუთაისიდან აკვირდებოდა. მან აბიტურიენტებს წარმატებები უსურვა; ,,დღეს ქუთაისში ვიმყოფებით და აქედან მინდა მოვულოცო ყველა აბიტურიენტს, ვინც წელს აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს. მინდა ვუსურვო წარმატებები. მართალია, ეს წელი ცოტა განსხვავებულია, რადგან პანდემიის ფონზე ძალიან ბევრი რეგულაციაა. მგონია, რომ საგამოცდო პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ვნახე ყველაფერი ის, რაც მომზადებულია, იმისათვის რომ ამ პირობებში, მინიმუმზე იყოს დაყვანილი ნებისმიერი საფრთხე და მე მგონი, ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ძალიან მნიშვნელოვანი დღეა და ის შემდომი ცხოვრების საწყისია. ამ ქვეყნის მომავალი ამ აბიტურიენტების ხელშია. ცოდნა, განათლება და პროფესონალიზმი – ეს არის ის, რაც განაპირობებს ჩვენს ყველას მომავალს და პირველ რიგში, მათ მომავალს. ასე რომ, წამატებები, წარმატებები და წარმატებები!“, – აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა აბიტურიენტებისადმი გაკეთებულ მიმართვაში. სალომეზურაბიშვილი kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 months ago
ყოფილი პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიას ცხოველები დაეპატრონნენ
ყოფილი პარლამენტის შენობასთან დღეს მხოლოდ პირუტყვებს თუ ნახავთ. ეს ადგილი ახლა მათ საძოვრებად იქცა. ტერიტორია ახლა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა. გასულ კვირას აქ პარლამენტის "შესანდობარი წარმოთქვა" გოგი წულაიამ და ის იყო წელს ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელმაც შენობა "მოინახულა". შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ქუთაისიდან 2019 წელს გადაიტანეს, რამაც ქუთაისელთა ნაწილში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ახალგაზრდები საპროტესტო აქციებსაც კი აწყობდნენ. მანამ სანამ ქალაქში პარლამენტს გადმოიტანდნენ, ამ ადგილს ისეთივე ფუნქცია ჰქონდა, როგორც ახლა - პირუტყვის საძოვრები იყო, თუმცა მაშინ ძროხებს ხედს არ უმშვენებდა შენობა, რომლის აშენება 340 მლნ-ზე მეტი დაჯდა. #ქუთაისი #ქუთაისისპარლამენტისშენობა #kutaisidaily
Kato Malania
Kutaisi · 4 months ago
თეთრი ხიდის ,,პიკასოს ბიჭის” ავტორთან
თეთრი ხიდის ,,პიკასოს ბიჭის” ავტორთან ინტერვიუ და ჩაი🥰 დაელოდეთ ჩემს ახალ ვიდეოს ქუთაისიდან❤️❤️ #goodplaces #news #photo
Mariam Sharvashidze
Kutaisi · 4 days ago
დასვენება პანდემიის დროს-რა უნდა გავითვალისწინოთ მანამ დასასვენებლად წავალთ?!storytimewith me.
გამარჯობა. დღეს მინდა ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემაზე გესაუბროთ და გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება,თუ როგორ უნდა დავისვენოთ პანდემიის პირობებში, რა უნდა გავითვალისწინოთ და რა არის ის აუცილებელი წესები,რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ. მეგობრემა გადავწვიტეთ როგორც ყველა წელს,წელსაც გვესტუმრა მზიანი ბათუმისთვის და გვესიამოვნა ზღვის და მზის ერთობლიობით, ტურისტები არისთქო ვერ ვიტყვი თუმცა ხალხის ნაკადს ნამდვილად არ უჩიოდა ქათქათა ბათუმი . რეგულაცია პირველი. მგზავრობა-მგზავრობის დროს ნებისმიერ ტრანპორტში აუცილებლად უნდა გეკეთოთ პირბადე და კარგი იქნება ხელის სანიტაიზერსაც თუ გაიყოლებდით. რეგულაცია მეორე. ნებისმიერ საკვებ დაწესებულებაში(ბარი,კაფე,რესტორანი) 6 კაცზე მეტი ადამიანის ერთად მოთავსწბა არ შეიძლება.ეს ყველაფერი,რა თქმა უნდა რეგულაციების გათვალისწინებით ამიტომ თავიდანვე გაითვალისწინეთ ეს ფაქტი(რაც ჩვენ არ ვიცოდით და ვისხედით ცალცალკე) რეგულაცია მესამე. რეგულაციების თანახმად ჯერ არც ერთი (ურავლესობა) გასართობი ადგილი არ არის გახსნილი (კლუბები და ბარები) ამიტომ ესეც აუცილებლად იცოდეთ. რეგულაცია მეოთხე. მიუხედავათ იმისა,რომ კორონაზე ჩვენი ქვეყანა საოცარ შედეგებს დებს რაც ძალიან ბევრ ქვეყანას აკვირვებს მაინც გაითვალისწინეთ დისტანცია,პირბადე და სანიტაიზერი სულ თან იქონიეთ. მოკლედ იმედი მაქვს დაგეხმარებათ ჩემი რჩევები და წინასწარ ოდნავ მაინც გაიგებთ იმას რაც იქ ან ნებისმიერ ადგილში დაგხვდებათ.💘 ბედნიერ დასვენებას გისურვებთ.#დასვენება #პანდემია #რეგულაციები #შვებულება@#ახალიამბები #ხელოვნება #მოგზაურობა #ჯანსაღიცხოვრება
Irakli Goglichidze
Kutaisi · 1 year ago
ჩვენი ლამაზი ქუთაისიდან გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს :)
Feedc Edu
Kutaisi · 3 months ago
რატომ Feedc Edu?
ალექსანდრე კაპანაძე, 14 წლის, ბათუმის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე ალექსანდრე გამარჯობა! პირველ რიგში წარმოგვიდგინე შენი თავი, სად სწავლობ და თავისუფალ დროს რითი ხარ დაკავებული? გამარჯობა! მე ვარ ალექსანდრე კაპანაძე, ბათუმის N2 საჯარო სკოლის IXკლასის მოსწავლე. პარალელურ რეჟიმში 3დ ვიზუალიზაციით ვარ დაკავებული. ასევე ჰობად მაქვს სხვადასხვა საკრავზე დაკვრა. ისე კი, იქიდან გამომდინარე, რომ არაფორმალური განათლებით ვარ დაკავებული ჩემთვის ეს პერიოდი გამართლებული აღმოჩნდა. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ ჩემი კარიერული ზრდის აჩქარებას მივაღწიე. გაგიადვილათ თუ არა პლათფორმამ ონლაინ გაკვეთილზე დასწრება? მე პირადად Feedc-ის, როგორც სოც. ქსელს უკვე დიდი ხანია რაც ვიყენებ. სწორედ ამიტომ ჩემთვის სასიამოვნო სიახლე იყო ის, რომ ჩემთვის ნაცნობმა პლატფორმამ ასეთ დროს ადგილობრივ სკოლებზე დახმარება გადაწყვიტა. ასევე უნდა ავღნიშნო რომ Feedc-ის მარტივმა და ხარისხიანმა ინტერფეისმა ონლაინ გაკვეთილებზე და მათ ჩატარებაზე ჩემი კლასის შემთხვევაში დადებითად იმოქმედა. როგორ მიმდინარეობს გაკვეთილების პროცესი? გაკვეთილების პროცესი ჩვეულ რეჟიმში, გაწერილი ცხრილის მიხედვით მიმდინარეობს. მასწავლებელი აცნობებს ბავშვებს გაკვეთილის დაწყების შესახებ და იქმნება ვიდეოჩატი, შემდგომ კი გაკვეთილი უკვე კითხვა-პასუხის რეჟიმში ტარდება. როგორ ფიქრობთ არის თუ არა ეს შანსი არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი ? ჩემი აზრით, დღეს ონლაინ განათლება შანსია, რომ არ ჩავარდეს სასწავლო პროცესი, ხოლო Feedc Edu ამის რეალიზებისთვის ერთ-ერთი ხელსაყრელი საშუალებაა. თქვენ როგორც მოსწავლე რას ისურვებდით რომ დაემატოს პროგრამას? იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა ასრულებს მის მთავარ მიზანს, ალბათ არაფერი მეთქმის. თქვენთვის და თქვენი კლასელებისთვის პროგრამა რამდენად მოსახერხებელია? როგორც ჩემთვის ცნობილია, თითქმის ყველა ჩემი კლასელი და მასწავლებელი უპრობლემოდ იყენებს ამ პლატფორმას, და საკმაოდ მოსახერხებელიცაა. მოსწავლეებმა რამდენად აუწყვეთ ფეხი დღევანდელ რეალობას? დღეს, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ყველა მოსწავლე იძულებულია დღევანდელ რეალობას ფეხი შესაბამისად აუწყოს. შესაბამისად, თუ რომელიმე ჩვენგანს რაიმე სახის ბარიერი შეხვდება სხვები იმისთვის ვართ, რომ მას იგივეს აღმოფხვრაში დავეხმაროთ. შესაძლებელია თუ არა პროგრამის გამოყენება გახდეს მუდმივი ? მაგალითად თუ ბავშვი ვერ მოდის სკოლაში იგი ჩაერთოს გაკვეთილზე ონლაინ ან სხვა? ჩემი აზრით ამ პლატფორმის მუდმივობისთვის საჭიროა სკოლების შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ ონლაინ გაკვეთილები შესაძლოა მეტად პროგრესული მიგნება გახდეს. #feedcedu #სკოლა #მოსწავლე #ალექსანდრე #კაპანაძე