როგორ დავიმუშავოთ ანტისეპტიკით ხელი სწორად?

0
აუცილებელია, რომ სადეზინფექციო საშუალება დავიტანოთ ხელისგულებზე და შემდეგ შევიზილოთ ორივე მტევნის მთელ ზედაპირზე. გელი უნდა შევიზილოთ სრულ გაშრობამდე. პროცედურის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 30 წამისა. სადეზინფექციო ხსნარი უნდა გავანაწილოთ ხელის მტევნის ზურგის მხარეზეც, თითებს შორის და ფრჩხილებს ქვეშ. ანტისეპტიკური ხსნარები ნაკლებად ეფექტურები შეიძლება აღმოჩნდეს თუ ხელები ზედმეტად დაბინძურებული ან ცხიმიანია. ამასთან, მეცნიერები ხელების ჩვეულებრივ დაბანას წყლითა და საპნით საუკეთესო საშუალებად მიიჩნევენ კორონავირუსისა და ზოგადად მიკრობების გავრცელების საწინააღმდეგოდ.
#news
#opinion
#health
#forhealth
#healthcare
#healthylife
#behealthy
Tbilisi
0