მთვარის მე-12 დღე, მეორე ფაზა🌗🌗 წლის დასრულებამდე დარჩა 45 დღე.
16 ნოემბერს დაბადებული ადამიანები ხშირად ხდებიან მეცნიერ-ინტელექტუალები. არიან ენამახვილი, ცნობისმოყვარე, დაკვირვებული ადამიანები, აქვთ ანალიტიკური უნარები, არიან არაორდინარული პიროვნებები არცთუ მარტივი ხასიათით. შეუძლიათ სხვა ადამიანების ხასიათში ფსიქოლოგიური წვდომა.
16 ნოემბერს დაბადებულები მთელი ცხოვრება ჰარმონიას ეძებენ; აქვთ მისტიკაზე კონცენტრირებული განვითარებული წარმოსახვა, რაციონალური ცნობიერება. ურთიერთსაპირისპირო თვისებები ამ ადამიანებს ძალზე საინტერესოს ხდის. დამახასიათებელია შინაგანი კონფლიქტი, რაც მათთვის საკმაოდ მძიმეა.
16 ნოემბერს დაიბადნენ :
რომის იმპერატორი ტიბეტიუსი. 14-37 წწ
ქართველი მსახიობი გიორგი შავგულიძე.
ქართული მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს ღირსი ნიკოლოზ ქართველთა მნათობის ხსენების დღეს. იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII საუკუნის შუა წლებიდან XIV საუკუნის დასაწყისამდე. მისი მოღვაწეობის ბოლო წლები ემთხვევა დემეტრე თავდადებულის(ხს. 12 მარტს) ძის, ვახტანგის მეფობის დროს (1301-1308 წწ.).
დღის საკითხავი:
ტიბეტელი ბერების საიდუმლო
რა არის ახალგაზრდობა? ეს უბრალოდ ლამაზი სახე ან სხეული არაა. ეს ისეთ მდგომარეობაში ჩაძირვაა, რომელშიც ახალგაზრდები იმყოფებიან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ესაა შრომისუნარიანობა, ენერგიის აფეთქება, დაავადებების მოშორება, ძლიერი ძალის ფლობა, რომელიც ავადმყოფობას ეწინააღმდეგება.
ტიბეტელი დღეგრძელები ახალგაზრდა და ჯანმრთელი ადამიანის ყველა ნიშანს ფლობენ. როგორ ახერხებენ? მათ ისეთი საშუალება აქვთ, რომელიც უძლურ მოხუცსაც ფეხზე დააყენებს.
მათ არაერთხელ დაამტკიცეს, რომ სამკურნალო საშუალებები, რომელთაც ტიბეტელი ბერები ათასწლეულების განმავლობაში იყენებენ, ხანგრძლივი ცხოვრების სისტემის ეფექტურობის საუკეთესო დამადასტურებელია.
ის მიმართულია სულის, სხეულის და ორგანიზმის დამცავი ძალების გაძლიერებისკენ, რომ ადამიანმა სამკურნალო მედიკამენტებისა და მავნე აბების გარეშე დაავადებასთან გამკლავება თავად შეძლოს.
თუ ადამიანი თავის ცხოვრების საფუძვლად უძველეს ტიბეტურ პოსტულატს გამოიყენებს, კლინიკებში სიარული არასდროს მოუწევს:
„ᲗᲣ ᲐᲕᲐᲓ ᲒᲐᲮᲓᲘ, ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲘ ᲨᲔᲪᲕᲐᲚᲔ. ᲗᲣ ᲐᲠ ᲒᲘᲨᲕᲔᲚᲐ, ᲠᲐᲪᲘᲝᲜᲡ ᲒᲐᲓᲐᲮᲔᲓᲔ, ᲗᲣ ᲙᲘᲓᲔᲕ ᲐᲠ ᲒᲘᲨᲕᲔᲚᲐ, ᲛᲐᲨᲘᲜ ᲔᲥᲘᲛᲗᲐᲜ ᲛᲘᲓᲘ“.
ტიბეტელი უხუცესები ირწმუნებიან: ჯანმრთელობას მაშინ უნდა მიხედოთ, როცა ჯანმრთელი და ძლიერი ხართ, და არა მაშინ, როცა მოხუცი და უძლური ხართ. თუმცა უძლური მოხუცებიც არ უნდა დანებდნენ. მათთვის ჯადოსნური სამკურნალო საშუალებები არსებობს.
ტიბეტური ნიგვზის ბალზამი სტრესების სამართავად.
მომზადების წესი: 100 გრამი ალოეს ფოთოლი (ერთი კვირით ადრე უნდა მოიჭრას) გარეცხეთ, წვრილად დაჭერით და დაასხით ადუღებული 1, 5 ჭიქა წყალი. საათნახევარი დადგით. შემდეგ გაწურეთ და 500 გრამი დაქუცმაცებული ნიგოზი და 300 გრამი თაფლი დაუმატეთ.კარგად აურიეთ. მინის ჭურჭელში გადაიტანეთ, თავი მჭიდროდ მოუკარით და გრილ ადგილას შეინახეთ. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, დღეში 3-ჯერ, თითო სუფრის კოვზი მიიღეთ.
პროდუქტიულ სამშაბათს გისურვებთ