ზაფხულის სეზონზე ნინო ჩხეიძე აპირებს ახალი ალბომის წარდგენას თავის ბენდთან ერთად, Nioband-ი და ნინო უკვე ნახევარ წელზე მეტია ახალი პროდუქტის შექმნაზე მუშაობენ, სიმღერები რომლებსაც ნინო & Nioband-ი წარმოგიდგენთ იქნება თქვენთვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილი როგორც ძველი ისე ახალი ჰიტები. ნინო & Niobend-ი ასევე შემოგთავაზებთ კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის სიმღერას სინგლის სახით რომელიც სპეციალურად ნინო ჩხეიძისთვის შეიქმნა, ამავე სიმღერის ვიდეორგოლზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა რომელსაც სულ მალე იხილავს საზოგადოება.
ალბომი ჩაიწერა Niostudio-ში რომელზეც იმუშავეს :
ზვიად თინიკაშვილი – გიტარა
ირაკლი კვანჭიანი – კლავიშები
ლევან მიქაბერიძე- ბას გიტარა
დავით თუთარაშვილი- დრამი