0
ნარკოდანაშაულის ბრალდებით თბილისში ცნობილი ბიზნესმენი და მსახიობი დააკავეს. , , თაიმერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული მსახიობი და ბიზნესმენი ლევან ჯიბღაშვილია. , , თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, დაკავება თბილისში მოხდა. დაკავების მომენტში ცნობილი მსახიობი დასახმარებლად თბილისის მერის კახი კალაძის სახელს ახსენებდა. , , სასწრაფოდ დაურეკეთ კალაძეს”- თვითმხილველების ინფორმაციით დაკავების მომენტში ცნობილი ბიზნესმენი თბილისის მერის სახელს ახსენებდა და ითხოვდა, რომ მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია კახი კალაძისთვის მიეწოდებინათ. , , თაიმერის” წყაროს ინფორმაციით, ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით არის დაკავებული. საუბარია დიდი რაოდენობით, სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებთან კავშირზე. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში , , თაიმერს” განუცხადეს , გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
0