0
ჰესების მომხრეებად და ჰესების მოწინააღმდეგეებად დაყოფა ისეთივე სირობაა როგორც ბარებში სიგარეტის მოწევის აკრძალვაზე, ამ საკითხის მწეველთა და არამწეველთა უფლებების კონტექსტში განხილვა იყო არ ვიცი რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ თავად მომავალში, მაგრამ მე მინდა რომ ჩემმა შვილებმა ამ ქვეყანაში იცხოვრონ მინდა მათ ბევრად უკეთეს გარემოში იცხოვრონ, რაც ჩემთვის ნიშნავს რომ ეს ქვეყანა სწრაფად უნდა განვითარდეს განვითარება ავტომატურად ნიშნავს მეტ მოთხოვნას ენერგიაზე და ეს ენერგია საიდანღაც უნდა მოვიდეს ნებისმიერი ვინც ამ ლოგიკას ეწინააღმდეგება არის ან იდიოტი ან ნაბიჭვარი, რა გრადაციის მწვანე ფერსაც არ უნდა იყოს ამოფარებული კითხვა – უნდა აშენდეს თუ არა ჰესები? – საფუძველშივე სულელურია უნდა აშენდეს თუ არა პურის საცხობები? ამას რატომ არ ვკითხულობთ? პურზე არსებობს მოთხოვნა – ვიღაცეები აცხობენ და გვაწვდიან – ჩვენ ვარჩევთ რომელი გვაწყობს ფასით და ხარისხით როგორ შეიძლება სისტემა რომელსაც ‘ბაზარს’ ვეძახით ახერხებდეს ამოიცნოს რომ არსებობს მოთხოვნა ისეთ რთულ პროდუქტზე როგორიც აიფონია, შეძლოს მისი შექმნა(!) და მოწოდება – იგივე სისტემა ვერ ახერხებდეს ენერგიაზე ჩვენი მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას? აიფონის მოწოდება შეუძლია და ელექტროენერგიის უჭირს? სად გვაქვს პრობლემა? რატომ გვაქვს მუდმივი კონფლიქტები? საკუთრების უფლება არ გვაქვს განსაზღვრული! ამ ქვეყნის ტერიტორია თითქმის მთლიანად სახელმწიფოს ხელშია, ანუ ვითომ ყველას საკუთრებაა (სინამდვილეში ხელისუფლებაში მყოფნი წოვენ სანამ დრო აქვთ) ასე დაგვიტოვეს დედააფეთქებულმა ბოლშევიკებმა, ფაქტობრივად და, რაც კიდევ უარესია, ტვინებშიც ვიღაცეებს თბილისში გულწრფელად ჰგონიათ რომ პანკისში იქნება, სვანეთში თუ თუშეთში, იაქური ტერიტორია მათიც არის და უფლება აქვთ ადგილობრივებს წესები დაუდგინონ როგორ უნდა ან შეიძლება მოხდეს იმ ტერიტორიის გამოყენება (პანკისელებს რომ ამ ქვეყნის სრულუფლებიან მოქალაქეებად არ თვლიან, ეგეთ სირებს უკომენტაროდ გავატარებ) აქ არის კონფლიქტის წყარო მეტიც, მთელი დღეა ვკითხულობ ჩვეულებრივ ფაშისტურ ტექსტებს რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა მოსულა ვიღაცეების საკუთრების უფლების შელახვა (დენი გვინდა ძმაო!) ანუ, ჩემმა ბებია-ბაბუამ, მერე დედ-მამამ, მერე მე რომ მთელი ცხოვრება დავხარჯეთ შრომაში, და ეს შრომა რაღაც აქტივად ვაქციეთ, რომელსაც ჩემთვის უბრალოდ ფასი არ აქვს იმდენად ღირებულია, ვიღაც ქლიბების ხუშტურით სახელმწიფომ შეიძლება წამართვას, რადგან ‘ქვეყანას ასე სჭირდება’, და ეს არის ოქეი? ეგეთი ქვეყნის დედაც მოვტყან! არაა ეგ ჩემი სამშობლო. არც ჩემი შვილების. მანამ სანამ ასეთი მზეები ვიქნებით, მანამდე ასეთი პრობლემები სულ გვექნება, და დღეს თუ გადავრჩით, შემდეგ ჯერზე ან გადავრჩებით ანა არა (‘ხელისუფლების ბრალია’ გამოსავალი არ არის, დემოკრატიის პირობებში არანაირი გარანტია არ არსებობს რომ ხელისუფლებაში პეიროდულად, და არც ისე იშვიათად, იდიოტები არ მოვლენ) გამოსავალი ბოლშევიკების მიერ წართმეული საკუთრების ადამიანებისთვის დაბრუნებაშია კერძო მესაკუთრეები თავად გადაწყვეტენ რაში და როგორ გამოიყენონ საკუთრება, მათ შორის რა გზებით აწარმოონ ელექტროენერგია და მოგვაწოდონ ჩვენ მანამდე საუბარი იმაზე რომ ჰესებით ნაწარმოები ელ. ენერგია უფრო იაფია – ბლეფია აგერ გამოჩნდა დღეს როგორი იაფიცაა, ეგაა ფასი რასაც ვიხდით ‘სიიაფეში’ სანამ იქ ტერიტორიები კერძო არ იქნება და მეპატრონეები თავად არ გადაწყვეტენ რამდენად უღირთ ელ. ენერგიის წარმოება, მანამდე ვერ გავიგებთ რა არის სინამდვილეში ასეთი ენერგიის ფასი (ზოგადად, კერძო საკუთრების გარეშე ფასების სისტემა ვერ მუშაობს. აი ია, აი თოხი) და რომც დავუშვათ რომ სასწორის ერთ პინაზე დევს იაფი ელ. ენერგია, ხოლო მეორე პინაზე დაცული საკუთრების უფლება, არავინ დაიგინოს რომ ამ ქვეყნის განვითარებისთვის პირველი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მეორე, გინდა დღეს და გინდა გრძელვადიანად მე ჩემი შვილებისთვის მინდა ქვეყანა სადაც მათ, სურვილის შემთხვევაში, შეეძლებათ სირზე დაიკიდონ ვიღაცეების მიერ თავსმოხვეული ‘სახელმწიფო’ თუ ‘საზოგადოებრივი’ ინტერესები და თავისი საკუთრების დაცვის პროცესში ნახუი გაუშვან ამ ქვეყნის თუნდაც 99%-იანი უმრავლესობა აქ გადის ჩემთვის საკუთრების უფლების და, შესაბამისად, ადამიანის თავისუფლების ზღვარი ან დავუტოვებ ასეთ ქვეყანას, ან ვასწავლი რომ ეს არის რისთვისაც უნდა იბრძოლონ რადგან ალტერნატივა მონობაა – -წერს ზურაბ ჯაფარიძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე
0