0
ორმა პრეზიდენტმა, ტუსკმა და იუნკერმა გაუგზავნეს მილოცვები უკრაინის ახალარჩეულ პრეზიდენტს და იქაც, მილოცვაშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი მზად არის, უკრაინასთან ახლო თანამშრომლობა გააგრძელოს, ხელი შეუწყოს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და გააღრმავოს ჩვენი ალიანსი. ასე რომ, გზავნილი ძალიან მკაფიოა და ძალიან პოზიტიური. ანუ, ჩვენთვის ეს არის უფრო ახლო თანამშრომლობის ახალი საწყისი წერტილი“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. ამ განცხადებით კარლ ჰარცელმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იქნება თუ არა ევროკავშირი კმაყოფილი უკრაინის ახალი პრეზიდენტით.
0