იაპონჩიკას კრიმინალური რომანი

0
კრიმინალური ავტორიტეტის რჩეული ბაქოში, 1945 წელს, ებრაელების ოჯახში დაიბადა. ოჯახმა მალევე დატოვა აზერბაიჯანი და მოსკოვში გადმოსახლდა. კალინა სკოლაში ერთ-ერთი წარჩინებული მოსწავლე იყო, პედაგოგები მას სამეცნიერო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა ყველას გასაკვირად, კალინას სკოლის შემდეგ სწავლა არ გაუგრძელებია და 18 წლის ასაკში ცოლად მოხუც იუველირს გაჰყვა. ყველასათვის აშკარა იყო, რომ ეს ქორწინება მხოლოდ ფულის გამო შედგა, თუმცა კალინა ამტკიცებდა, რომ მას ქმართან დიდი სიყვარული აკავშირებს. 1964 წელს წყვილს შვილი, ვიქტორი გაუჩნდა. ამავე პერიოდში კალინამ რომანი გააბა შემდგომ უკვე სსრკ-ს ყველაზე გავლენიან ქურდულ ავტორიტეტთან, იაპონჩიკასთან. მათი რომანის შესახებ ყველამ, მათ შორის ქმარმაც იცოდა. დადიოდა ჭორები, რომ შვილი მას სწორედ იაპონჩიკასგან ჰყავდა. იუველირს დიდხანს არ უბრძოლია იმისათვის, რომ რომანი გაეწყვიტა, რადგან ძალიან მალე იგი გარდაიცვალა, ხოლო მთელი ქონება ცოლ-შვილს დაუტოვა. #კრიმინალი #პოლიტიკა #სსრკ
0