“განვიხილავ მაჟორიტარობასაც”

0
სამოქალაქო მოძრაობა „ხალხისთვის“ დამფუძნებელი ანა დოლიძე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. როგორც დოლიძემ „პრაიმტაიმნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ის საკუთარ თავს მაჟორიტარობის კანდიდატად განიხილავს. „განვიხილავ მაჟორიტარობასაც მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ეს არის უკვე ძალიან გართულებული, რადგან სამაჟორიტარო ოლქები არის უზარმაზარი. დრო, ჯერჯერობით, არის დარჩენილი ბოლო გადაწყვეტილების მიღებამდე – დაახლოებით, თვე-ნახევარი. ამიტომ ამ დროს მაქსიმალურად გამოვიყენებ იმისთვის, რომ კარგად ჩამოვყალიბდეთ ორგანიზაციულად. მოხალისეთა ჯარი უნდა შევიკრიბო, თუ გადავწყვეტ მაჟორიტარობას. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში მივიღებ.”კითხვაზე, სად სურს მაჟორიტარობა თბილისში თუ ქვეყნის რომელიმე რეგიონში? დოლიძე გვპასუხობს: „ორივეს განვიხილავ. მე ვარ წარმოშობით გურიიდან და გურია ჩემთვის ფასეულობებითაც ძალიან ძვირფასია. ჩემი მამის მხარე არის გურია, მაგრამ ვარ თბილისელი – აქ ვარ დაბადებული, გაზრდილი და ჩამოყალიბებული. ამ ეტაპზე არა ვარ კონკრეტულად კონცენტრირებული. ჩემთვის ის იდეა, რომ ვიღაცის გამო, რომელიც პოლიტიკაში 30 წელია არის, ამიტომ ჩემი კანდიდატურა არ უნდა დავაყენო, არის სასაცილო და აბსურდული. მთავარი არის ისეთი კონფიგურაცია მოეწყოს, რომ “ქართული ოცნება” მაჟორიტარულ ოლქებში დამარცხდეს“, - განაცხადა დოლიძემ. ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის 31 ოქტომბერს გაიმართება. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 30 მაჟორიტარი და 120 პროპორციულ სიაში შესული დეპუტატი შევა.
0