ქართული ოცნება, წარუმატებელი პოლიტიკოსების სავანე! (განხილვა)

0
ქართული ოცნება, რეალურად, დაკომპლექტებულია ყველა წარუმატებელი, ქართველი პოლიტიკოსით და უტრაკო რეფორმატორით, თუმცა, მათ რიცხვებში შედიან ისეთი პირებიც, რომელთაც დიდი ქონება აქვთ, მაგრამ დიდად არ ადარდებთ ქვეყნის წინსვლა და შეიძლება ქვეყანა აღარც კი გაახსენდეთ თუკი საფრთხე მათ ქონებას შეექმნება. ქართულ ოცნებას ყავს ერთი მმართველი, ღმერთი, მამაზეციერი, გმირი მოკლედ ყველა და ყველაფერი, ვინც კი შეიძლება მოისურვოთ აღმატებით ფორმაში. ეს უნიკალური პიროვნება გახლავთ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ლიდერობს ამ კოლექტიურ სირისტიანთა ბრბოს. დღეს მინდა განვიხილო თუ რას წარმოადგენს ქართული ოცნება პოლიტიკურ ბაზარზე და რა შეცდომები დაუშვა მისი მოღვაწეობის პერიოდში! ქართული ოცნება არის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე ხშირად მანიპულირებდა ნეგატივის ფონზე საკუთარი პოზიტივის პოზიცონირებით ქართულ ბაზარზე. პიარის თვალსაზრისით ეს ძალიან კარგი საშუალებაა საკუთარი იმიჯის ამაღლებისთვის, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ შენც არ ქმნი რადიკალურად პოზიტიურ არაფერს, ამ შემთხვევაში, სხვის ნეგატივზე საუბარი ტლიკინია, რასაც დიდიხნის განმავლობაში ვერ გამოიყენებ და ვერ მოახდენს ეფექტს. ეს კი ქართული ოცნების პირველი მთავარი შეცდომაა. ოცნების მეორე მთავარი შეცდომა საკადრო პოლიტიკაა, რომელიც , განსაკუთრებით რეგიონებში, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს ბევრი ადამიანის მიმართ, რომლებიც ოცნების სახეებს წარმოადგენენ .ისინი დაკავშირებულნი არიან უარყოფით და ბინძურ წარსულთან. ამან გამოიწვია ის, რომ არჩევნებამდე, რამდენიმე თვით ადრე, გარკვეულ რეგიონებში ოცნებამ პოზიციები დაკარგა და გზა ნაციონალებს გადაულოცა! მესამე და ბოლო რადიკალური შეცდომა, რომელიც ჩემი აზრით "ქართულმა ოცნებამ" დაუშვა , ეს გახლავთ ის, რომ მან რეალური სიახლე და სისტემური ცვლილებები ვერ შესთავაზა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროში კარდინალურ განახლებას მოელოდა. ვერ შესთავაზა ვერაფერი ახალი თეორიულ დონეზეც კი, რამაც საზოგადოებაში ნიჰილიზმი და ხელისუფლებისადმი ნეგატიურ დამოკიდებულება გამოიწვია. პიარის თვალსაზრისად კარგად შეფუთული პროდუქტი კი, რეალურად, ახალი ნაგავი აღმოჩნდა ძველი რეკტით და ნაბიჭვარი ბინზესმენებით. მეფეთ-მეფე და ღმერთთა-ღმერთი მესიის მახვილი.
0