0
მინდა თქვენი აზრი მოვისმინო ლარს ფონ ტრიერის ამერიკული ტრილოგიის შესახებ. შეგახსენებთ რომ ჯერჯერობით ტრილოგიის მხოლოდ ორი ნაწილია გამოსული. 2003 წელს გამოვიდა დოგვილი, ხოლო 2005 წელს გამოვიდა მანდერლეი. პირველი ფილმი ოსკარზეც იყო წარდგენილი, ხოლო მეორე ფილმი ყველგან დაიბლოკა, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად არანაკლებ საინტერესო სანახავი იყო.? როგორც ჩანს ის არ ჯდებოდა პოლიტკორექტურობის იმ ნორმებში, რაც ჰოლივუდში უკვე ტენდენციადაა ქცეული. მთავარმა პერსონაჟმაც დატოვა ფილმი მიუხედავად იმისა, რომ პირველი ნაწილი საკმაოდ პოპულარული იყო და ჩემი აზრით ერთ ერთი დასამახსოვრებელი ნიმუშია მის სამსახიობო ?შემოქმედებაში.ობიექტურობისგან ასეთი გადახვევები ხომ არ უკარგავს ჰოლივუდს მის მთავარ ღირსებას ? თქვენ რას ფიქრობთ ?
0