3 votes
comments
shares
Save
6 reads
Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago

რუსულ-აფხაზურ შეხვედრაზე ინვესტირების საკითხები განიხილეს

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სფეროში აფხაზურ-რუსული სამთავრობოშორისი შეხვედრა გაიმართა, რომლის ძირითადი თემა დე-ფაქტო რესპუბლიკაში რუსული ინვესტიციების ჩადებას ეხებოდა.

შეხვერაზე რუსეთის ფედერაციას ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში მინისტრის მოადგილე იგორ კოშინი წარმოადგენდა, რომელმაც განაცხადა, რომ პირველივე დღესვე გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწიეს. მათ შორის იმაზე, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში ინვესტორებს სხვადასხვა პროცედურული საკითხების მოგვარება უნდა გაუმარტივდეთ. თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეკონომიკის მინისტრი ადგურა არძინბა წარმოადგენდა - "სპუტნიკ აფხაზეთი" წერს.


Berdia Kalandia
Tbilisi · 1 year ago
3
Write a comment