პორნოგრაფია და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება!

0
ადამიანის ევოლუცია მილიონობით წელს ითვლის, ჭკვიანი კომპიუტერები და ინტერნეტი კი სულ რაღაც რამოდენიმე ათეული წლის წინ შეიქმნა და დღესდღეობით, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნა კაცობრიობის უდიდესი მიღწევაა და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი დადებითი მხარე აქვს. ადამიანებს მათი დახმარებით, ნებისმიერი საქმის უფრო სწრაფად განხორციელება და დროის დაზოგვა შეგვიძლია. ინტერნეტის და სოციალური ქსელების ფართო სპექტრის მეშვეობით, დღეს "მანძილი" არ წარმოადგენს დაბრკოლებას, ვეკონტაქტოთ მეგობრებს, ემიგრაციაში მყოფ ნათესავებს თუ სრულიად უცხო ადამიანებს, ასევე, გვქონდეს უწყვეტი წვდომა მსოფლიოს სხვადასხვა საერთაშორისო თუ არა საერთაშორისო უწყებებთან, თვალი ვადევნოთ კინო-სამყაროს, მივყვეთ მოდის ახალ ტენდენციებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო თუ სახელმწიფო კომპანიებს აქვთ საშუალება, თავიანთი პროდუქტის რეკლამირება მოახდინონ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.

მაგრამ მათ ბევრ დადებით თვისებას აქვს უარყოფითი მხარეც, რომელიც დიდი ზიანის მომტანია თითოეული ჩვენგანისთვის.

ერთ-ერთი აქტუალური საკითხია სოციალური ქსელების გავლენა საზოგადოებაზე. ვირტუალური სამყარო ერთი შეხედვით უწყინარი ფენომენია, თუმცა, მისი მომხმარებელი ძალიან ადვილად შეიძლება გახდეს საზოგადოების მხრიდან ბულინგის, ტრეფიკინგის და ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი.
დღეს მთელ მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ქსელი Facebook-ია, რომელსაც მილიონობით ადამიანი სარგებლობს და მასში ყოველდღიურად უამრავი ინფორმაცია ვრცელდება.

მაგრამ, ინტერნეტ სივრცის ყველაზე ცუდი მხარე არის - პ ო რ ნ ო გ რ ა ფ ი ა.

პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების და ვიდეოების ნახვა ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის უმარტივესია. Google-ის საძიებო სისტემაში ერთი დაწკაპუნებით შეიძლება სულ სხვა სამყაროში აღმოვჩნდეთ, და ამ საფრთხისგან არავინაა დაცული, მათ შორის არც არასრულწლოვნები.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული კვლევებით დადგენილია, რომ 50%-ზე მეტ 11 წლის მოზარდს ნანახი აქვს სექსისტური და პორნოგრაფიული ხასიათის მატარებელი ვიდეოები. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მათი მშობლები აღნიშნულზე ინფორმაციას არ ფლობენ. ამიტომ, რისკი დიდია ბავშვებში სექსიზმი და პედოფილია გავრცელდეს. ფსიქოლოგიურ პრობლემებთან ერთად, პორნოგრაფიული ვიდეოების ყურება იწვევს რეპროდუქციული სისტემის ჩამოქვეითებას და ამცირებს ზრდასრულ ასაკში შვილის ჰყოლის ალბათობას.
გაერო და სხვა ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მშობლებს მოუწოდებენ ჰქონდეთ მეგობრული დამოკიდებულება თავიანთ შვილებთან და დაიცვან ისინი აღნიშნული საფრთხისგან.

როგორც დასაწყისში ავღნიშნე, დღეს ჩვენი ცხოვრება თანამედროვე ტექნოლოგიების, ინტერნეტის და სოციალური ქსელების გარეშე შეუძლებელია.

თუმცა, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ მათთან გატარებული დროის კონტროლი, მოვიძიოთ მხოლოდ აუცილებელი ინფორმაცია და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ, რათა დავეხმაროთ ჩვენს შვილებს, მეგობრებს და საჭიროების შემთხვევაში, სრულიად უცნობ ადამაინებსაც კი!
#feedcgrant
Feedc
#feedc
#ტექნოლოგიები
#technology
#feedc
#technology
#ტექნოლოგიები
#feedc
#feedcgrant
0