იოგა და ბუნება

0
დღეს ყველაზე კარგი განტვირთვის საშუალებაა ბუნებაში ყოფნა, ამას თუ დავამატებთ იოგას სრულ ჰარმონიაში აღმოვჩნდებით. საკუთარი სხეულის უკეთ გასაცნობად და გონებრივი დასვენებისთვის ეს მიქსი იდეალური საშულებაა. პანდემიის გამო, რადგან სპორტული დარბაზები დაიხურა ადამიანებმა გადაწყვიტეს ადგილობრივ პარკებში და მიმდებარე მწვანე სივრცეებში დაეწყოთ ვარჯიში. გორში ახალ ბაღის ტერიტორიაზე ყოველ დღიურად 200-300 მდე ადამიანი ვარჯიშობს დღის განმავლობაში. ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მეტად პოპულარული ხდება. ჩვენც გადავწყვიტეთ დილის იოგას კლუბის ჩამოყალიბება და კვირაში ორჯერ სამშაბათი-ხუთშაბათი, დილის 7:30 საათიდან ვარჯიშობთ იოგას. მსურველები შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.
#სპორტი
#ჯანსაღიცხოვრება
0