ვინ არის „კაწროს“ მამა და როგორ გახდა ის „კანონიერი ქურდი“?

0
ავთანდილ ბილანიშვილის ოჯახმა „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა. ბილანიშვილის ადვოკატის, თამარ აბესაძის თქმით, გვრამიას ტელეეთერით დაუზუსტებელი და განზრახ დამახინჯებული ფაქტი გაავრცელა, როდესაც ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ სახელი 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმეს დაუკავშირა.„ის, რომ ავთო ბილანიშვილი ამ საქმესთან არაფერ შუაშია და არც რომელიმე ბრალდებულს იცნობს, მოგვიანებით თავად ნიკა გვარამიამაც დაადასტურა, თუმცა მის მიერ გამოგონილი ინფორმაციის, უფრო სწორედ დეზინფორმაციის გამო დღემდე გრძელდება ფსიქოლოგიური წნეხი ბილანიშვილების ოჯახის მიმართ. ავთო ბილანიშვილის ამ საქმეში გარევა მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ მას მეგობრული ურთიერთობა აქვს ბერა ივანიშვილთან, ხოლო მამის ფაქტორის გამო შეეცადნენ წარმოეჩინათ, რომ ხელისუფლება ქურდებთან ერთად შაქარაშვილის მკვლელებს აფარებს ხელს, რაც არის სრული აბსურდი. ავთო ბილანიშვილის მამა წლებია საქართველოში არ და ვერ ჩამოდის“, – ამბობს ადვოკატი. ვინ არის „კაწროს“ მამა? 70 წლის კაკო ბილანიშვილს ქურდულ სამყაროში ნამდვილად კარგად იცნობენ. ბოლოს ის 2013 წელს უკრაინაში დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. კაკო ბილანიშვილი საქართველოში ოთხჯერ იყო გასამართლებული, მათ შორის ორჯერ თბილისის, ერთხელ საგარეჯოს და ერთხელ სიღნაღის სასამართლოების მიერ. კაკო ბილანიშვილი წარმოშობით საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულიდან არის, თუმცა მისი ოჯახი წლებია თბილისში, ნახალოვკაში ცხოვრობს. რამდენიმე ხნის წინ უცხოელმა ექიმებმა მას მძიმე დიაგნოზი დაუსვეს. ამჟამად ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, თუმცა საქართველოში შემოსვლას მოსალოდნელი დაპატიმრების გამო მაინც ვერ ახერხებს. ბილანიშვილი „კანონიერ ქურდად“ 1995 წელს გიორგი შავლიაშვილმა, მეტსახელად „ბუშლატამ“ აკურთხა, რომელიც ასევე პატარძეულიდან გახლდათ და იქვეა დასაფლავებული.
0