8 votes
0 comments
0 shares
Save
4 views
თინა სერგია
Batumi · 10 months ago
#ბათუმი


თინა სერგია
Batumi · 10 months ago
Similar Posts
Batumi Daily
Batumi · 4 weeks ago
"30 ივნისამდე თურქეთი უნდა დატოვოთ" - საელჩო
საქართველოს საელჩო თურქეთში განცხადების მიხედვით, იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო ქვეყნიდან წასვლა ვერ მოახერხეს, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით ქვეყანა უნდა დატოვონ. ''საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებმაც დაწესებული შეზღუდვების გამო ვერ შეძლეს ქვეყნის დატოვება და ამოეწურათ ლეგალურად ყოფნის ვადა 29 მარტიდან, თურქეთის ტერიტორია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით უნდა დატოვონ 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მოქალაქეები ქვეყნის ტერიტორიას დატოვებენ 1 ივლისიდან, ისინი ვერ ისარგებლებენ მოქმედი შეღავათებით და საზღვრის კვეთისას მათზე გავრცელდება კანონით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები'' - წერია განცხადებაში. #თურქეთი #სარფი #საელჩო #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
სად იქნება პირბადის გარეშე გადაადგილება დასჯადი
პირბადის გარეშე გადაადგილების შესახებ ახალი რეგულაციები უკვე დაწესდა. მის გარეშე მოძროაბა რამდენიმე შემთხვევაში დასჯადი გახდა: თუ თქვენ პირბადის ტარების წესებს დაარღვევთ დახურულ სივრცეში, დაჯარიმდებით 20 ლარით. იურიდიულ პირებზე ეს ჯარიმა 500 ლარს შეადგენს. კანონპროექტი ასევე შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას, იქნება ეს ტაქსი თუ მეტრო. პირბადის გარეშე მგზავრობა გამოიწვევს მგზავრის ან მძღოლის დაჯარიმებას 20 ლარით. სანქციები 15 ივლისამდე მაინც იმოქმედებს.#პირბადე #ჯარიმა #პანდემია #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი - ბათუმი
სამშაბათი, 7 ივლისი შავი ზღვის სანაპიროზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +33°C იქნება. დღის განმავლობაში კი იგი ძირითადად +27+29°C-ს შორის იმერყევებს. საგრძნობლად აიწევს წყლის ტემპერატურაც წყლის ტემპერატურა: +27°C ოთხშაბათი, 8 ივლისი ჰაერის ტემპერატურა ოთხშაბათს +31°C-ს მიაღწევს, თუმცა დღის განმავლობაში მოსალოდნელია მცირე წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +27°C ხუთშაბათი, 9 ივლისი წინა დღეებთან შედარებით ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დაიკლებს და იქნება +25°C. მოსალოდნელია წვიმაც. წყლის ტემპერატურა: +26°C პარასკევი, 10 ივლისი პარასკევი დღე მეტწილად წვიმიანი იქნება და ჰაერის ტემპერატურა +22+26°C შორის იმერყევებს. წყლის ტემპერატურა: +26°C _____________________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა feedc-ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com #ამინდი #ამინდისპროგნოზი #ბათუმი #წვიმა #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
შედგება თუ არა ტურისტული სეზონი ბათუმში?
საქართველოსთვის, ისევე როგორც, მსოფლიოსთვის დღეს ძალიან რთული პერიოდი დადგა. განსაკუთრებით, ახლა, როცა ჩვენი ქვეყნის ყველა ქალაქში, ზღვაში თუ მთაში, ზაფხულის არომატის ფონზე, ტურისტთა უწყვეტ ნაკადთან ერთად, უნდა შევიგრძნობდეთ ახალი სეზონის დაწყებას, ყველაფერი დაცარიელებულია, ცხოვრების რიტმი კი შენელებული. არც ბათუმია, ამ მხრივ, გამონაკლისი. ჩვენი ქალაქიც ამ გამოწვევებს ახალი ძალებით უმკლავდება და ისე, როგორც არასდროს, დღეს ცდილობს, ადგილობრივი ტურიზმის დახმარებით სეზონი არ ჩააგდოს. 15 ივნისს უკვე მატარებლით გადაადგილება აღდგა და ბათუმი დამსვენებლების მოლოდინშია. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ კაიკაციშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საერთაშორისო ტურიზმს შიდა ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს, თუმცა ეს იქნება შანსი, საქართველოს მოქალაქეებმა უფრო ახლოს გაიცნონ საკუთარი ქვეყანა და ამით შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყონ ხელი: “გამომდონარე იქიდან, რომ არაორდინალურ სიტუაციაში ვიმყოფებით, საერთაშორისო ტურიზმი ძალიან გაჭირდება, რადგან მოგეხსენებათ, ჩვენ გარშემო და ქვეყნებშიც, რომელთანაც ვახორციელებდით მარკეტინგულ აქტივობებს, ეპიდსიტუაცია ძალიან რთულადაა. მაგრამ, წელს შიდატურზიმის სტიმულირების საკითხებს უფრო მეტად წამოვწევთ. ამ მხრივ, ვაპირებთ, სხვადასხვა პროექტი შევთავაზოთ დამსვენებლებს, უფრო აქტუალური გავხადოთ შიდატურიზმის თემა. როგორც იცით, საერთაშორისო ტურიზმს ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდი შემოსავლები მოჰქონდა და შიდა ტურიზმით ჩანაცვლება რთული იქნება, მაგრამ, ვფიქრობ, ეს იქნება შანსი საქართველოს მოქალაქეებისთვის, უფრო ახლოდან გაიცნონ ჩვენი ქვეყნის ლამაზი კუთხეები და შიდა ტურიზმის განვითარებასაც შეუწყონ ხელი.” - გვითხრა თამარ კაიკაციშვილმა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი ტურიზმის განსავითარებლად მრავალი ღონისძიება იგეგმება, არსებობენ ცალკეული პროფესიის წარმომადგენლები, ვისთვისაც შიდა ტურიზმი ნაკლებმომგებიანი იქნება.. საერთაშორისო ტურიზმი გიდებისთვის ძირითადი შემოსავლის წყარო იყო. ახლა, როცა უცნობია, ზუსტად როდის გაიხსნება საზღვრები უცხოელი დამსვენებლებისთვის, მათი პროფესია რთული რეალობის წინაშე აღმოჩნდა. ლელა გაბელაია დიდი ხანია უკვე ამ ბიზნესშია ჩართული და იგი რუსულენოვანი გიდია. Batumi Daily-სთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ შიდა ტურიზმით მისი პროფესიის განვითარებას ნაკლებად ელის: “შიდა ტურიზმი, ადრეც არ გამოირჩეოდა დიდი ბიუჯეტით. დღეს ამ პანდემიის შემდეგ, როცა მოსახელობა ეკონომიკური მდგომარეობით ძალიან მისუსტებულია, არ მაქვს იმის იმედი, რომ ბევრს ექნება მოგაზურობის საშუალება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი ტურისტები საქართველში მოგზაურობის დროს არ გამოირჩევიან გიდის აყვანის კულტურით. ამიტომ იმის იმედი, რომ შიდა ტურიზმით რაღაც შემოსავლები მექნება ან ეს დაეხმარება ჩვენს პროფესიას, ნაკლებად მაქვს." იგი ვერ აკეთებს იმედიმომცემ პროგნოზსს ვერც საერთაშორისო ტურიზმის შესახებ და უკვე ფიქრობს დამატებით წყაროებზე, რომ მისი პროფესია დროებით მაინც ჩაანაცვლოს შემოსავლიანი სამსახურით. “ჩემი სუბიექტური აზრია, საქართველოში რომ 5% მაინც შემოვიდეს წინა წლის ტურისტებისა, ესეც ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება. მე მაგალითად, და არა მარტო მე, პარალელურად, დამატებით წყაროებზე ვფიქრობ, რომ რაღაც შემოსავალი მქონდეს.” - განაცხადა ლელამ ჩვენთან საუბრისას. მიუხედავად, იმისა, რომ შიდა ტურიზმი უკვე გაიხსნა და ქალაქიც დამსვენებელთა მოლოდინშია, რთულია იმის პროგნოზი, როგორი სეზონი იქნება ბათუმში. ზოგი თვლის, რომ ეს სეზონი ჩავარდა, სხვები კი მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი ტურიზმის განვითარება მაინც მოახერხებს სეზონის გადარჩენას. #ტურიზმი #შიდატურიზმი #აჭარა #ბათუმი #BatumiDaily
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
კორონავირუსის პირობებში, დროა საქართველომ ტურისტული სტრატეგია შეიცვალოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აჭარის რეგიონი და ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოში, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. 2020 წლის ტურისტული პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია - კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები ტურიზმს შეამცირებს, საქართველოს ეკონომიკაში კი ამ სფეროს ძალიან დიდი წილი უკავია. თუმცა ის, რომ წელს ტურიზმის წილი შემცირდება, არ ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყო გამოყენებული. კორონავირუსი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც აჭარის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას უშლის ხელს. 2014 წლიდან 2019 წლამდე, 16%-დან 19%-მდე გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან ტურისტთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორებს შორის. ამავე მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქეები შემოდიოდა, თუმცა 2019 წელს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა წილი თითქმის გათანაბრდა. უფრო მეტი ადამიანი შემოდის სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და სხვა დაბალშემოსავლიანი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, ვიდრე უფრო განვითარებული სახელმწიფოებიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელს მხოლოდ 7.3% იყო. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორები 27 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს გულისხმობს და არა - ერთი რომელიმე სახელმწიფოდან. რა არის პრობლემა? ტურიზმში, ისევე როგორც ბიზნესის სხვა სახეობებში, ქვეყნის იმიჯსა და რეკლამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტია ასევე კონკრეტული ქალაქის, მაგალითად, ბათუმის იმიჯიც. იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტ დასავლურ გამოცემაში იბეჭდება საქართველოს შესახებ (CNN, BBC, Vogue), ტურიზმის დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცესაა მიბმული. ეს, თავის მხრივ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბათუმი ჯერ კიდევ ის საბჭოთა ქალაქია, როგორიც ადრე იყო. ამ იმიჯის შესაცვლელად 2019 წლამდე რაიმე მიზნობრივი აქტივობა არ ჩატარებულა. კერძოდ, 2019 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რუსულ არხებზე რეკლამაში იხარჯებოდა. რუსეთის ტელევიზიები გამოირჩევიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებით - ხშირად პოლიტიკური დაპირისპირების გვერდით გადიოდა რეკლამა ბათუმსა ან თბილისზე, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში კარგად მღერიან, ცეკვავენ და კარგ საჭმელს აკეთებენ, ამიტომ პოლიტიკურად კი "არასწორი" ქვეყანაა საქართველო, მაგრამ რუს ტურისტებს მაინც ეპატიჟება. ასეთმა მიდგომამ ქვეყნის იმიჯი კულინარიამდე და ცეკვამდე დაიყვანა, რაც ქვეყნის კულტურის ზედმეტი გამარტივებაა. რუსული პოზიციიდან საქართველო თითქმის ორიენტალური ოცნება გახდა და არა - რეალური ქვეყანა, რეალური პრობლემებითა და რეალური, რუსეთისგან დამოუკიდებელი ისტორიით. ასეთმა მიდგომამ უფრო პრაგმატული საკითხებიც დააზარალა - რუსეთის ბევრ მოქალაქეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ტურიზმი მათი ფულით ხარობს და ქვეყანა მათი მადლიერი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს მოსაზრება 19%-ით სიმართლეც კი აღმოჩნდა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ზედმეტად მიეჯაჭვა რუს ტურისტებს. "რეკლამის განთავსება პირველ რიგში იმ ქვეყნებში უნდა მოხდეს, საიდანაც გვინდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვვნელოვანია ვნახოთ, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტები რამდენს ხარჯავენ. მიზნობრივ ქვეყნებში, ბუნებრივია, რეკლამა უნდა განთავსდეს, რათა მეტი ადამიანი ჩამოვიდეს" - განახადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობულიამ ნეტგაზეთისადმი 2019 წელს ინტერვიუს დროს, როდესაც რეკლამის განთავსებამ რუსულ არხებზე იკლო. რეკლამის შეწყვეტა დაგვიანებული, თუმცა სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. 20 ივნისის პროტესტების ფონზე Spend Your Summer in Georgia ინიციატივამ საქართველოს იმიჯის გამოსწორებას საფუძველი ჩაუყარა. თუმცა მაინც პრობლემურია, რომ ბათუმში ტურიზსმის სექტორი რუსულენოვან ტურისტებზეა მორგებული უფრო მეტად, ვიდრე ინგლისურენოვან დამსვენებელზე. კერძოდ, ქალაქში რუსულენოვანი მომსახურება იმდენად ნორმალური გახდა, რომ არა მხოლოდ სტუმარს, არამედ ადგილობრივსაც შეიძლება რუსულად მოემსახურონ. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ბათუმი არა ქართული კურორტი, არამედ საბჭოთა რივიერაა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბათუმი "თურქების ქალაქი" კი არა, რუსულენოვანი ქალაქი გახდა. ბუნებრივია, საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიება რუსულ მიჯაჭვულობასთან გასამკლავებლად. რუსული ბაზრის კარგი ალტერნატივა ახლო არმოსავლეთის ქვეყნებია. უკვე წლებია, დუბაი-თბილისისა და დოჰა-თბილის მიმართულებით რეგულარულადაა ხელმისაწვდომი ფრენები. საქართველო იმითაა ამ ბაზარზე მომგებიანი, რომ აღმოსავლეთის არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ძალიან ახლოს მდებარეობს (მიახლოებით, 3 საათი თვითმფრინავით), მაგრამ მათგან კულტურულად მკვეთრად გამოირჩევა. ეს განსხვავებულობა კი იზიდავს აღმოსავლელ ტურისტებს. არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ყატარის ეკონომიკები კი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ როგორც წესი, ასეთი ტურისტები უფრო თბილისში ჩადიან და ბათუმის აეროპორტში პირდაპირი ფრენები არ არის. აღმოსავლეთთან უფრო ფართო მიმოსვლა, ქუთაისში ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის მსგავსად, აჭარის ეკონომიკას გაცილებით დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მხოლოდ თბილისში ფრენები. ხშირად, 3-4 დღით ჩამოსულ ტურისტს 5 საათი მატარებლით მგზავრობის დრო ან სურვილი არ გააჩნია. რომ შევაჯამოთ, კორონავირუსი არ არის ტურიზმის მთავარი გამოწვევა. მთავარი გამოწვევაა ქვეყნის პოზიციონირება, როგორც პოსტ-საბჭოთა "ახლო საზღვარგარეთის". აუცილებელია, ტურიზმი იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ქვეყნებზე და აღმოსავლეთის განვითარებულ ეკონომიკებზე. აღმოსავლეთთან მიმოსვლის დამყარებამ შესაძლოა, ქვეყანას ისეთივე სარგებელი მოუტანოს, როგორც ევროკავშირთან გაადვილებულმა მიმოსვლამ. კორონავირუსით გამოწვეული ტურისტული "შესვენება" კი კარგი დროა ახალ სტრატეგიაზე დასაფიქრებლად. #ტურიზმი #რუსეთი #აღმოსავლეთი #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
ბათუმში ტრანსპორტი ქუჩების ნაცვლად ეზოებში მოძრაობს
გადაკეტილი გზები ბათუმის მუდმივი პრობლემაა. მნიშვნელობა არა აქვს, რა დროა ან რა მდგომარეობა, ქალაქში ყოველთვის მოიძებნება გზა, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც იკეტება. გამონაკლისი არც ეს სეზონია. ამჯერად, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩაა გადაკეტილი, რაც ტრანსპორტის მარშრუტს ისე ცვლის, რომ ისინი საცხოვრებელ ტერიტორიაზე მოძრაობენ. შეგახსენევთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და თავდაპირველად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულება იგეგმებოდა. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქის მერია ცდილობს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი მანამ დაასრულოს, სანამ ცხელიტურისტული სეზონი დაიწყება, მაგრამ ჯერჯერობით, მოძრაობა ისევ შეზღუდულია და ტრანსპორტი ეზოებში მოძრაობს.#ტრანსპორტი #გადაკეტილიქუჩა #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
როგორია ბათუმი კარანტინის შემდეგ?
კარანტინიში ყველა ჩვენგანს ალბათ, ერთი და იგივე შეგრძნება გვეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეზობლის სარეცხ თოკზე ისევ შრებოდა სამოსი, აქა-იქ შეინიშნებოდა ხალხის გადაადგილება ან მანქანის ძრავის გრუხუნი, ქალაქი დაცარიელებული იყო, სამუშაო პროცესები გაჩერებული და ყველაფერი ბევრად უფრო სევდიანი ვიდრე აქამდე. თითქოს სამყარომ მოგვცა შანსი, რომ გვეფიქრა და ყველაფრის დასრულებას განახლებული ცხოვრების სტილით შევგებებოდით. და აი, როცა ბათუმის პატარა ქუჩებში საგზაო მოძრაობის გაუსაძლისმა არეულობამ იფეთქა, მაშინ დაიწყო ცხოვრება კარანტინის შემდეგ. ამან კი რამდენიმე მკაფიო დადებითი, რამდენიმე კი უარყოფითი ცვლილება მოიტანა ჩვენთვის: შეიცვალა ტრანსპორტი ბათუმი ის ქალაქია, რომელიც ყველაზე დიდ შესაძლებლობას გაძლევს ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდიო. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში კი, ვფიქრობ, ეს ძალიან ბევრმა ადამიანმა გააცნობიერა. მივხვიდით, რომ ველოსიპედების ტრანსპორტად გამოყენება არც ისე ურიგო აზრია. მეტიც, ძალიან მარტივი, სწრაფი და იაფი გადაადგილების საშუალებაა. მას არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ჩვენი ქალაქისთვისაც დიდი სარგებელი მოაქვს. ბათუმის ბუნებას კი, მოგეხსენებათ, გამოცოცხლება ნამდვილად სჭირდება. ახლა, როცა გარეთ გადიხარ გრძნობ, სუნთქვის საშუალება მეტად გაქვს და აღარც საცობებში დგახარ დაუსრულებლად. ველოსიპედებთან ერთად, გაიზარდა ქვეითთა რაოდენობაც. იმის გამო, რომ ქალაქი პატარაა, აქ თითქმის არასდროს გეჩქარება და არასდროს აგვიანებ. ახლა, როცა ადამიანები სამარშურუტო ტრანსპორტით მოძრაობასაც ამცირებენ, ფეხით გადაადგილება ერთ-ერთი ოპტიმალური ხერხი გახდა. თუმცა რთულია, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ შევძლებთ ამ მიდგომის შენარჩუნებას და საბოლოოდ თუ ჩავანაცვლებთ მანქანებს, სხვა უფრო მარტივი და ჯანსაღი ტრანსპორტით? შემცირდა ტურისტთა რაოდენობა აღარ მახსოვს როდის ვნახე ბოლოს ბათუმი ასეთი ცარიელი და ერთფეროვანი. ცხოვრება შენელდა და პირველად, ამდენი წლის მანძილზე ზაფხული მოსაწყენმა აურამ მოიცვა. ახლა, როცა, როგორც იქნა, წვიმიანი ამინდები დროებით მაინც გავისტუმრეთ და ცხელი დღეების ფონზე ზღვის ტალღების მყუდროება კვლავ შევიგრძენით, ქალაქს ტურისტები აღარ ჰყავს. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს განწყობაზეც დიდ გავლენას ახდენს, ქალაქის ეკონომიკური მდგომარეობაც ძალიანი დიდი საფრთხის ქვეშაა. წარმოუდგენელია, ზაფხულის ბათუმი ტურისტების , იმ მძვინვარებისა და ამაღელვებელი განწყობის გარეშე, რაც ცხელ ბათუმს ახასიათებს ყოველწლიურად. მიუხედავად შექმნილი სიტუაციისა, იგი მაინც სახელდება 2020 წლის აუცილებლად სანახავ ტურისტულ ქალაქად, რომელიც უცხოელ დამსვენებლებს უსაფრთხო, გამწვანებულ და გამოცოცხლებულ გარემოს სთავაზობს. მართალია, ამ მხრივ, სხვა წლებთან შედარებით, სეზონი გვიან გაიხსნება, მაგრამ თუ აღნიშნულ სიტუაციას გავითვალისწინებთ, წლევანდელი ზაფხული იქნება და აუცილებლად, ტურისტებთან ერთად. ##ბათუმი ##ტურიზმი ##ჯანსაღიცხოვრება ##batumidaily
Batumi Daily
Batumi · 2 weeks ago
მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი - ბათუმი
სამშაბათი, 30 ივნისი სამშაბათს ტემპერატურა 27°C-მდე დათბება, თუმცა დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია რომ იწვიმოს. ზღვის ტემპერატურა: 25°C ოთხშაბათი, 1 ივლისი ოთხშაბათს, ტემპერატურა 22-26°-ის ფარლგლებში იმერყევებს და ძირითადად ღრუბლიანი იქნება. თუმცა, დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია წვიმაც. ზღვის ტემპერატურა: 25°C ხუთშაბათი, 2 ივლისი ხუთშაბათს, ტემპერატურა 21-26°-მდე დათბება. მთელი დღე იქნება ნალექიანი, მცირე წვიმით. ზღვის ტემპერატურა: 25°C პარასკევი, 3 ივლისი პარასკევს, ტემპერატურა 27°-ს მიაღწევს. ნალექიანობაც საგრძნობლად შემცირდება. დღე ძირითადად, ღრუბლიანი, თუმცა წვიმის გარეშე იქნება. ზღვის ტემპერატურა: 25°C#ამინდი #ამინდისპროგნოზი #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რესტორნები და ღია კაფეები: როდის და რა გაიხსნება ბათუმში
1 ივნისიდან საქართველოს მასშტაბით იგეგმება ღია კაფეებისა და რესტორნების გახსნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესებს შეეძლებათ საქმიანობა აღიდგინონ, მოქალაქეებს კი ისარგებლონ ამ სერვისით. ამ დრომდე, ბევრ კვების ობიექტს სხვადასხვა აპლიკაციის მეშვეობით მიტანის სერვისები აქვს. დღეისთვის ბათუმში რამდენიმე ობიექტია გახსნილი, თუმცა გატანისთვის. მაკდონალდსიდან შესაძლებელია საკვების შეკვეთა. ლუკა პოლარეში შესვლა და ნაყინის ყიდვა კი დილის 11 საათიდან საღამოს 6:30-მდეა შესაძლებელი. თუმცა, მიუხედავად იმისა რომ ობიექტები ბოლომდე არ გახსნილა, მოსახლეობა ღია კაფეების მიერ გამოყოფილ მაგიდებთან მაინც იკრიბება. 1 ივნისის შემდეგაც, ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი არ უნდა დაჯდეს. მაგიდებს შორის დისტანცია კი უნდა იყოს მინიმუმ 2 მეტრი. უმჯობესი იქნება, რომ მოქალაქეებმა წინასწარ დაჯავშნონ ადგილები რესტორნებში. #რესტორანი #კაფე #ბათუმი #რეგულაციები #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 week ago
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში
ბათუმში, შაბათ-კვირას ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს და დღეები, ძირითადად, უნალექო იქნება. შაბათი, 4 ივლისი შაბათს ტემპერატურა მეტწილად 27-28 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, მაგრამ შუადღეზე, შესაძლებელია, რომ ჰაერი +33 გრადუსამდე დათბეს. წყლის ტემპერატურა: +26° კვირა, 5 ივლისი კვირას დღე ასევე უნალექოდ ჩაივლის. ტემპერატურა დილით იქნება +28°. დღის განმავლობაში კი მან შეიძლება +34 გრადუსსაც მიაღწიოს. წყლის ტემპერატურა: +26°#ამინდი #ამინდისპროგნოზი #ბათუმი #batumidaily