ლიტერატურის მემატიანე...

0
რა არის ლიტერატურა? თითოეული ადამიანისთვის ლიტერატურა მე მაინც ის მგონია, რასაც თავად განიცდის, ზოგისთვის ეს ტელეპორტაციის მსგავსი მოვლენაა, სხვის სამყაროში გადაბარგების საუკეთესო საშუალება. ლიტერატურა ბევრ მაგალითს იცნობს იმისას, როგორ იბრძოდნენ ადამიანები სამართლიანობისთვის... როგორი იყო ლიტერატურა მე-19 მე-20 საუკუნეებში...
თანამედროვე ახალგაზრდებისთვის ურიგო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ როგორი მიმდევრობები იყო დამახასიათებელი ამ ეპოქის მწერლებისთვის... რეალიზმი - მე-19 საუკუნის მიმდინარეობა, "თერგდალეულები", ილია, აკაკი - ადამიანები, რომლებმაც ბოლომდე გაითავისეს ქვეყნის მძიმე მდგომარეობა, მართალი სიტყვა თქვეს, ხალხს დაანახეს, რომ საქართველო მცდომი ქვეყანა იყო, სატირულ-გროტესკული სახეებით ამხილეს ერის მანკიერება, რათა ჭეშმარიტ გზაზე დაეტენებინათ მშობელი ერი და ხალხი. რომენტიკოსები (ალ.ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი, ნიკოლოზ ბარათაშვილი) აწმყოს ვერ იღებდნენ, უარს ამბობდნენ მასზე და მისტიკურს, ირეალურს ეტრფოდნენ, ამიტომაც სათაყვანრბელ ქვეყანას წარსულში უფრო ხედავდნენ. ისინი მარტოსულები იყვნენ, ადამიანთა შორის მეგობარს ვერ პოულობდნენ, ამიტომაც სიმშვიდეს ბუნების წიაღში პოულობდნენ. კრახი და ტკივილი იწვნია ბარათაშვილმა, ვინც მაღალი გრძნობის ეგონა, იგი ნახა უგულო, ვისი ცრემლიც სულის მშვენიერებად მიიჩნია, მას სული საერთოდ არ აღმოაჩნდა, ირგვლივ მხოლოდ ცბიერება და საშინელი შხამი ხვდებოდა. დაბოლოს, სიმბოლისტები მე-20 საუკუნის მესაჭეები იყვნენ, ხილული საგნების მიღმა ხედავდნენ სამყაროს და ოცნების სასახლეს აგებდნენ. მათთვის სამყაროს ცენტრში იდგა თავისუფლებისაკენ მიმსწრაფი პიროვნება, რომელიც ცდილობდა, სინამდვილე ოცნების შესატყვისად გარდაექმნა. ასე დაიღუპნენ საქართველოში პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე. როგორი იყო ქართველი მწერლების მუზა?
ხშირად ერთს ეტრფოდნენ ფიზიკურად, მეორეს კი აიდეალებდნენ. გალაკტიონისა არ იყოს, რაც უფრო შორს იყო, მით უფრო ეტრფოდა მზის სხივივით ხელუხლებელს და ასე ჩნდებოდა მათ ცხოვრებაში ბეატრიჩე, მერი თუ ლაურა -სათაყვანებელი ქალი, მუდმივად სასურველი. გალაკტიონის მუზა მერი შერვაშიძე იყო, შემდგომში შანელის მოდელი, რომელმაც საფრანგეთში დაასრულა სიცოცხლე, სავარაუდოდ სწორედ მას მიუძღვნა პოეტმა თავისი ლექსი "მერი" ასე "ეტრფოდა" ტიციანი თამუნია წერეთელს, რომელსაც "ფეხმოტეხილ ღრუბელს" ადარებდა...
ასე რომ, ლიტერატურა ეს არის უბრალო ამბების პოეტური ხედვა და განცდა, მწერლის ენა ცოცხალი სამყაროა, ამიტომ ყველაზე ნაკლებად ემორჩილება კანონებს. გურამ დოჩანაშვილმა ნამდვილი მწერლის უცნაური სახე შექმნა, მისთვის ლიტერატურის პერპენტუმ მობილე - მარადიული ძრავა სერვანტესია და დასცნის იმას, ვინც ჩრდილში წამოწოლილი კითხულობს დიკენსს. გუსტავ ფლობერმა მკაფიოდ გამოხატა მისეული იდეალი მწერლისა. ის მიიჩნევს, რომ ავტორი, ღმერთის დარად, საკუთარ წიგნში უნდა იყოს ყველგან და ამავდროულად - კონკრეტულად არსად, ის უნდა იყოს უხილავი და ყველგანმყოფი ერთდროულად. სწორედ ესაა ჩემთვის ლიტერატურა, ის რაც ჩვენთვის უხილავია, მაგრამ ამავე დროს ცხოვრების თანმდევი ყველა ეტაპზე, ის რაც ძალიან ბევრის მომცემია თითოეული ინდივიდისათვის....
#feedcgrant
Feedc
#ხელოვნება
0