სალამი ❤️ მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება თბილისში Fly Yoga - სთან დაკავშირებით ^_^
ფიტნეს დარბაზები დიდად ჩემი არაა, მერუტინულება. უფრო ფრენბურთი, ზუმბა, ცურვა. იოგაზე სულ მინდოდა შესვლა და არ გამომდიოდა ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო. რამოდენიმე ადგილას ბინძური სივრცე იყო. ზოგან ინსტრუქტორის ხმა საკმარისზე ჟღერადი იყო ჩემთვის და ვერ ვმედიტირებდი. (ზოგადად მიმოვიკვლიე და ინსტრუქტორის ხმა საკმაოდ გადამწყვეტი ფაქტორი ყოფილა ბევრისთვის). ერთზე მედიტაციის დროს ჩამეძინა (დედაჩემსაც), მაშინ საერთოდ ხელი ავიღეთ იოგაზე :დ მოკლედ ამ კარანტინის მერე გადავწვიტე აკრა იოგაზე/ fly yoga/ იოგა ჰამაკებში შესვლაზე :დდ თავიდან კი ვინერვიულე ჰატჰა/აშტანგა იოგას გამოცდილება არმქონე ადამიანმა აქ რა უნდა გავაკეთო მეთქი, მაგრამ აგერ სურათზე ეგეთი ნუბიც არ ვჩანვარ.
საქართველოში ჯერ არ არის გავრცელებული მასიურად, თითქმის არავინ იცის. მე დავდივარ Fly.yoga.tbilisi (ჯიქიაზე, სხვაგან თუ არსებობს არ ვიცი). მოკლედ უბრალოდ გიზიარებთ ინფორმაციას, რომ ასეთი რამ არსებობს თბილისშიც და ძალიან კარგი რამეა. თანაც უკვე დამკვიდრებული იოგასგან ცოტა განსხვავებული და საინტერესო ^_ ^
#ჯანსაღიცხოვრება
#იოგა
#სპორტი