დენდროლოგიური პარკი სტუმრებს დღეიდან მიიღებს

0
შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი, ვიზიტორებისთვის დღეიდან გაიხსნება. პარკი თავისი მასშტაბით, მცენარეთა უნიკალური და მრავალფეროვანი კოლექციით და ორიგინალური განაშენიანებით, სრულიად გამორჩეულია მთელ რეგიონში. 60 ჰექტარზე გაშენებული ბაღი ადგილობრივი და მსოფლიო ეგზოტიკური ფლორის ათასობით სახეობას აერთიანებს. მცენარეთა უნიკალურ კოლექციასთან ერთად, პარკის ტერიტორიაზე მსოფლიოს ყველა კონტინენტის 58 სახეობის ფრინველი ბინადრობს. მსურველებს პარკის დათვალიერება უფასოდ შეეძლებათ.
0