ნარუტო და კურამა-მეგობრობის გზა

1
ნარუტოს ანიმე უამრავ გასაოცარ ისტორიას გვიყვება, გვანახებს პერსონაჟების განვითარებას, მათ შეხედულებებს, იდეოლოგიებს, დაპირისპირებებს....მათ შორის საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაინც არის ის თუ როგორ მოახერხა ნარუტომ კურამასთან დამეგობრება. კურამა ცხრა კუდა მელაა, რომელიც გამორჩეულია თავისი მსგავსებისგან იმით რომ ის ყველაზე ძლიერია. მას შემდეგ რაც ეს არსებები ერთმანეთს დააშორა ჰაგორომო ოცუცუკიმ, ადამიანები მათ მხოლოდ და მხოლოდ ენერგიის მოსამატებლად იყენებდნენ და ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც ურჩხულებს.
პირველმა ჰოკაგემ, ჰაშირამამ, ეს მხეცები 5 ყველაზე დიდ ერს დაურიგა, შესაბამისად 9 კუდა მელა, კურამა კონოჰას სოფელს ერგო. მიუხედავად იმისა რომ ჰაშირამა ცუდ პერსონაჟად არ გვევლინება, ის მაინც არასწორად მოიქცა როდესაც კუდიანი მხეცები მათი არჩევნის გარეშე დაამწყვდია და მათი გამოყენება დაიწყო. ჰაშირამამდე, გინკაკუმ და კინკაკუმაც სცადეს კურამას დამორჩილება, თუმცა ის მათთვის ზედმეტად ძლიერი აღმოჩნდა და ვერ შეძლეს. ერთ დღესაც მას მადარა გადააწყდა, რომელმაც ის საკუთარი ბრძოლისთვის გამოიყენა ჰაშირამას წინააღმდეგ. მადარას დამარცხების შემდეგ კი, კურამა მიტო უზუმაკიში ჩაბეჭდეს.
მისი სიკვდილის შემდეგ, ცხრა კუდა მელა ნარუტოს დედას, კუშინა უზუმაკის გადაეცა.მაგრამ როდესაც კუშინა ორსულად იყო, ობიტომ გადაწყვიტა გამოეშვა მხეცი და თავად დასაკუთრებოდა მას, კურამა კი საუკუნის პატიმრობაში ყოფნის შემდეგ, რა თქმა უნდა სიძულვილითა და ბრაზით აღსავსე იყო და მან მთელი სოფლის განადგურება დაიწყო. თუმცა მინატოს დამსახურებით, ის ისევ დაიმორჩილეს და ნარუტოში ჩაბეჭდეს...
კურამა მთელი ცხოვრების განმავლობაში უყურებდა ადამიანები როგორ ცდილობდნენ მისი საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას. ისინი მას ისე ექცეოდნენ, თითქოს ცოცხალი არსება არ ყოფილიყო და საკუთარი აზროვნება არ ქონოდა. თითქოს ის იმისთვის იყო გაჩენილი რომ ადამიანებისთვის ემსახურა და მათთვის ძალა მიეცა, რათა მათ საკუთარი ეგოისტური მიზნებისთვის მიეღწიათ....სწორედ ამიტომ ვერ იტანდა კურამა ადამიანთა რასას, ის მათში მხოლოდ მტერს ხედავდა, რომელთაც დატყვევებული ყავდათ. თუმცა ნარუტო მისთვის აბსოლუტური სიახლე იყო...ის მას ბავშვობიდან აკვირდებოდა, როგორ ექცეოდნენ მას თანასოფლელები...ისინი ნარუტოსაც მხეცად თვლიდნენ და როგორც ურჩხულს ისე ექცეოდნენ. ამავდროულად ნარუტოს არც ოჯახი ყავდა და არც არავინ მის გარშემო ვინც მას ხელს გაუმართავდა. უყურებდა ნარუტოს რომელიც საოცრად მიზანდასახული იყო ყველაფერი ამის მიუხედავად და იმედებს არ კარგავდა, არც ის აწუხებდა როგორ ექცეოდნენ მას თანასოფლელები.
ამ ყველაფერთან ერთად, ნარუტო ერთადერთი ადამიანი იყო რომელიც კურამას არ ექცეოდა ისე თითქოს ის მისი მონა ყოფილიყო, ის მას როგორც პიროვნებას, როგორც ინდივიდს ისე აღიქვამდა და ესაუბრებოდა. ამავდროულად ნარუტო არ ცდილობდა კურამას საკუთარი მიზნებისთვის გამოყენებას, რა თქმა უნდა იშვიათი გამონაკლისების გარდა როდესაც ის ფაქტობრივად სიკვდილის პირას იყო ან თვითკონტროლს კარგავდა ბრაზის გამო. თუმცა კურამა ამ ყველაფერს მაინც არ ენდობოდა, მას მაინც სძულდა ადამიანები და მათი განადგურების მეტი არაფერი უნდოდა....თუმცა ნარუტოს სიტყვებმა მასზე ძალიან დიდი გავლენა იქონია:
"ერთ დღესაც შევძლებ და შენს სიძულვილს აუცილებლად რამეს მოვუხერხებ და დაგიმეგობრდები!" ეს სიტყვები კურამას გულში ქონდა ჩარჩენილი, თუმცა ეს მაინც არ იყო საკმარისი რომ მისი სიბრაზე გადაეფარა და ნარუტოს მეგობარი გამხდარიყო. თუმცა როდესაც დაინახა როგორ იბრძოდა ნარუტო მისი მსგავსი მხეცების სიცოცხლის გადასარჩენად, ეს იყო ბოლო წვეთი, რომლითაც კურამას გული საბოლოოდ შემობრუნდა ნარუტოსკენ და მან მისი დახმარება გადაწყვიტა საკუთარი სურვილით.
ის მიხვდა რომ ნარუტო არ იყო უბრალო ადამიანი რომელიც ყველაფერს გამოიყენებდა რაც ხელში მოხვდებოდა და არ დაუფიქრდებოდა იმას თუ ვიზე/რაზე როგორ გავლენას მოახდენდა ეს ყველაფერი და სწორედ ამ ყველაფრის დამსახურებით საბოლოოდ ისინი უდიდესი მეგობრები გახდნენ.
1