აკარმარა დღეს - ფოტოკოლაჟი

0
ოდესღაც აკარმარა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტი იყო, 1970 წლის მონაცემებით, აქ მოსახლეობის რაოდენობა 5 000 ადამიანს აღწევდა. საქართველო-აფხაზეთის 1992-1993 წლების ომის შემდეგ აქ შახტები და კომბინატები დაიხურა. ტყვარჩელი, და შესაბამისად აკარმარა კი ქალაქ-მოჩვენებად გადაიქცა. ამ ტერიტორიაზე ყოველთვის განსაკუთრებულად იგრძნობოდა მხარეებს შორის დაპირისპირება, რომელიც შემდგომ 1992-93 წლის ომში ღია კონფლიქტში გადაიზარდა. BBC-ის დღევანდელი მონაცემებით, ამჟამად აკარმარაში მხოლოდ 35 ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობამ ფაქტობრივად დატოვეს ტერიტორია, ხოლო ოდესღაც დასახლებული მიდამოები ახლა მწვანე ფერში ჩაეფლო. ადამიანების ადგილი ქუჩებში თხებმა და ცხვრებმა დაიკავეს, სახლებს კი - ბალახი და ხავსი მოედო. წითელი და მკვეთრი ლურჯი ყვავილები, რომლებიც გზას გასდევს, ოდესღაც არსებული ქალაქის კვალს აქრობს. " ოდესღაც ტყვარჩელში ცხოვრება და მუშაობა პრივილეგიად ითვლებოდა, ასე თვლიდნენ არა მხოლოდ მეშახტეები, არამედ ინჟინერები და მეცნიერებიც. ეს იყო ქალაქი - საოცრება. ასეთად წარმოედგინათ ის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა ფუნქციონერებს, მაშინ როდესაც ნანგრევებიდან ბევრი ახალი ქალაქი დაიბადა“, - განუცხადა British Journal of Photography-ს 2017 წელს, რუსმა ფოტოგრაფმა მარია გრუზდევამ, ავტორმა წიგნისა - „სიმღერა ტყვარჩელზე."
#აფხაზეთი
#პოლიტიკა
#ტყვარჩელი
#sokhumidaily
0