Cristóbal Balenciaga და haute couture.

ByMonikaGeorgia
0
ქართველი მოდის მოყვარულთა ერთ-ერთი საყვარელი ბრენდი არის Balenciaga. მისი საათავეები კი იწყება მე-20 საუკუნის დასაწყისში, ესპანეთში... 1919 წელს სან სებასტიანში, არაფრით გამორჩეული წარსულის მქონე კრისტობალ ბალენსიაგა ხსნის თავის პირველ ბუტიკს.
1936 წელს კი გადადის პარიზში, რაც საფუძველს უყრის და განაპირობებს მის შემდგომ ზრდას და განვითარებას როგორც მოდელიერის, ასევე იმ ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანის.
1968 წელს კუტიურის სახლმა კარები დახურა, რათა აღარასოდეს გახსნილიყო.
ეს იყო თავად კუტურიეს სურვილი, სახელი უნდა მომკვდარიყო მასთან ერთად... მიუხედავად იმისა, რომ კრისტობალი ხშირად ამას ამბობდა, ოჯახი მაინც შეეწინააღმდეგა ხელოვანის ნებას. მისი გარდაცვალების შემდეგ, და, მანუელა, ბრენდის ქვეშ აყალიბებს მზა ტანსაცმლის და პარფიუმერიის მარკას. მადრიდში გაშვებული პრეტ-ა-პორტე ხაზი ვერ ხდება წარმატებული და 1978 წელს მას ყიდულობს ერთ-ერთი გერმანული კომპანია. რის მერე ბრენდი Balenciaga შეიძინა Gucci-მ, და მასთან ერთად ის უკვე შევიდა PPR(Kering) ჰოლდინგში.
აღსანიშნავია რომ თავად კრისტობალ ბალენსიაგა მუდამ ეწინააღმდეგებოდა Chambre Syndicale de la Couture Parisienne-ს და ტეტქნიკურად მისი ნამუშევარი არასოდეს იყო მაღალი მოდა.
მაგრამ, აი გავიდა ნახევარ საუკუნეზე მეტი, და ქართველი დემნა გვასალიათი სათავეში ველოდებით Balenciagas კუტიურის აღორძინებას, აწ უკვე ზემოთხსენებული გილდიის აღიარებით.
ცნობა ამის შესახებ ბრენდის პრეს სამსახურმა გამოაქვეყნა წლის დასაწყისში. თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მსოფლიომ არ იცოდა რა განსაცდელის წინაშე წარდგებოდა. დღეს ჩვენ ვხედავთ, როგორ სხვადასხვა ბრენდები უმკლავდებიან ამ ვითარებას, და ეძებენ ახალ, კრეატიულ გზებს, რათა გააცნონ მაღალი მოდის კოლექციები საზოგადოებას. ძალიან საინტერესოა, რა სახეს მისცემს დემნა გვასალია თავის დებიუტს ამ რთულ პერიოდში.
#ხელოვნება
#მოდა
#სტილი
#ისტორია
#მოდის ისტორია
ByMonikaGeorgia
0