მე პირადად მიყვარს კითხვა. მოსმენილ ინფორმაციას ისე ვერ აღვიქვამ როგორც წაკითხულს.
ლაპარაკისას კი მიჭირს სასურველი აზრების გადმოცემა, რის გამოც დავიწყე წერა. დაწერილში ნათლად ჩანს აზრის გაურკვევლობა, რაც ავტორს აძლევს საშუალებას დახვეწოს თავისი სათქმელი.
თქვენი გადმოსახედიდან, პირადი გრძნობებიდან, რომელი უფრო გვიყვარს ქართველებს:
კითხვა, წერა, მოსმენა, მოყოლა თუ კამათი?
თუ სხვა რამე შემოთავაზება გექნებათ რაც მე გამომრჩა?
#ადამიანი
#კულტურა
#ფსიქოლოგია
#ქართველები