3 votes
0 comments
0 shares
Save
6 views
მამუკა რიკაძე
Batumi · 10 months ago

გაგრილების დროა


მამუკა რიკაძე
Batumi · 10 months ago
Similar Posts
მამუკა რიკაძე
Batumi · 10 months ago
კარგი ამიმდია
Gigi Oragvelidze
Batumi · 1 week ago
ბოლო დეტალური რეკომენდაციები ამირან გამყრელიძისგან 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებისთვის
რეკომენდაცია გამოცდის დღემდე: „აბიტურიენტს, რომელსაც გამოცდების წინა დღეებში ექნება მომატებული ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, რესპირაციული სიმპტომები, ის აუცილებლად თავისი ოჯახის ექიმის დანიშნულებით უნდა მივიდეს შესაბამის ცენტრებში, სადაც ხდება ნაცხის აღება და უნდა გაიკეთოს PCR ტესტი. ხაზს ვუსვამ, აბიტურიენტი, ვისაც ექნება შესაბამისი სიმპტომები და მომატებული ტემპერატურა, პასუხს აიღებენ 24 საათის განმავლობაში, რომლითაც წარდგებიან საგამოცდო კომისიის წინაშე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე და 2020 წლის ეროვნული გამოცდების მონაწილეებს ბოლო დეტალური რეკომენდაციები მისცა. თუ ტემპერატურა გაქვთ: როგორც დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, იმ აბიტურიენტებს ვისაც გამოცდის დღემდე არ დაფიქსირებია ტემპერატურა, მაგრამ გამოცდაზე მისვლის შემდეგ თერმოსკრინინგის გავლის დროს დაუფიქსირდება, შესაძლებლობა მიეცემათ გამოცდა იზოლირებულად ჩააბარონ. „თუ აბიტურიენტს სიცხე უფიქსირდება გამოცდაზე შემოსვლის დროს და მანამდე არ ჰქონია და არა აქვს გაკეთებული PCR ტესტი, მათთვის არის ცალკე იზოლირების საშუალება, ისევე როგორც სხვა აბიტურიენტებისთვის, ვისაც სხვა შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. პირბადის გამოყენების პრინციპი და ვალდებულება: მან ასევე განმარტა გამოცდის პროცესზე კონდიცირებისა და პირბადის გამოყენების ახალი წესი, რომლის მიხედვითაც აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა მხოლოდ გამოცდის წერისას შეეძლებათ, თუმცა რეკომენდაციად რჩება, რომ მაინც ეკეთოთ. რაც შეეხება კონდიცირებას, თუ საგამოცდო ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ შესაძლებელია გაგრილების ჩართვა ღია ფანჯრებთან ერთად. ამ შემთხვევაში აბიტურიენტებმა და საგამოცდო ოთახში მყოფმა ყველა ადამიანმა პირბადე ისევ უნდა გაიკეთოს. „ყველაზე დიდი მსჯელობა იყო ორ საკითხზე – რადგან ზაფხულია, გამოცდის დროს ვენტილაციის შესაბამის პირობებსა და პირბადის გამოყენებაზე. ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემებით და ბოლო რეკომენდაციებით ე.წ. ვენტილატორებსა და გამაგრილებელ საშუალებებზე, არის მტკიცებულებები, რომ თუ ფანჯრები ღიაა და ოთახში ჩართულია კონდიციონერი, ინფექციის გავრცელების საფრთხე მინიმალურია. ამიტომ, რა თქმა უნდა, კონდიცირების გამოყენება საგამოცდო პროცესში შესაძლებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია, რომ ადამიანებს ეკეთოთ პირბადე. მეორეს მხრივ, პირბადე გახლავთ ერთ-ერთი დამცავი საშუალება და აბიტურიენტებს ჰქონდათ წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ პირბადით მუშაობა 3-4 საათის განმავლობაში არის გარკვეულად შემაწუხებელი. აქაც გამოინახა კომპრომისი რა თვალსაზრისით, რომ პირბადის ხმარება რეკომენდირებულია დახურულ შენობებში ყველგან და მათ შორის აბიტურიენტიც უნდა შევიდეს პირბადით გამოცდაზე, საგამოცდო ბილეთის აღების დროს, კომისიის წევრებთან, ზედამხედველებთან კონტაქტისას აუცილებელია, რომ აბიტურიენტს და ყველა იქ მყოფ ადამიანს უნდა ეკეთოს და ატაროს ნიღაბი. ერთადერთი, როდესაც მიდის აბიტურიენტი და ჯდება მაგიდასთან, მაგიდები არის უფრო მეჩხერად, ვუშვებთ ამ გამონაკლისს და შეუძლია მოიხსნას პირბადე, მაგრამ თუ დაუძახებს გარკვეული საკითხისთვის ზედამხედველს, აუცილებელია, რომ ესაუბროს მას პირბადით, თუ უნდა ტუალეტში გასვლა, აუცილებელია, რომ გავიდეს პირბადით. ანუ მხოლოდ მაგიდასთან მუშაობის პროცესში შეუძლია მოიხსნას და მას ამისთვის არავინ არ დასჯის. კონდინციონერის ჩართვა: „გამოცდების დაწყების წინ ხდება ოთახების სრულად კონდიცირება, შემდგომ გაითიშება. ბუნებრივი აირაცია აუცილებელია ყველა ოთახში და დღეს როგორც მაქვს ინფორმაცია ყველა ოთახს, სადაც ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები აქვს ბუნებრივი აირაციის საშუალება. ყველა ოთახში იქნება ასევე ტემპერატურის საზომი მოწყობილობა და თუ შიდა ოთახის ტემპერატურა 30 გრადუსს მიაღწევს, მაშინ გარკვეული პერიოდულობით ჩაირთვება კონდიცირება, ოღონდ კონდიცირების ჩართვის დროს აბიტურიენტებმა ისევ უნდა გაიკეთონ ნიღაბი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ. ერთიანი ეროვნული გამოცდების, საერთო სამაგისტრო გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საგნის გამოცდის ჩატარების წესები დაზუსტდა პრემიერი: ამ შემთხვევაში აბიტურიენტი მოიხსნის პირბადეს და გამოცდის დროს ჩაირთვება კონდიციონერი #გიგიორაგველიძე#ახალიამბები #ხელოვნება #ბიზნესი #პოლიტიკა #მოგზაურობა #მეცნიერება #კულინარია #სპორტი #ჯანსაღიცხოვრება #ასტროლოგია #მოდა #ტექნოლოგიები
მამუკა რიკაძე
Batumi · 9 months ago
რას ფიქრობთ დღევანდელ თამაშებზე?
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
რა უნდა იცოდეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ
რა რეკომენდაციები უნდა დაიცვათ? 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების საბოლოო თარიღი ცნობილია. გამოცდები დაიწყება 6 ივლისს და 25 ივლისს დასრულდება. თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბიტურიენტებს მოუწევთ დაიცვან რამდენიმე ახალი წესი და პირობა, რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ იქნა მკაცრად განსაზღვრული: - აბიტურიენტება მაქსიმალურად უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია; - მუდმივად ეკეთოთ პირბადე, როგორც გამოცდებზე რეგისტრაციის დროს, ასევე გამოცდების მიმდინარეობისას; - მითითების შემთხვევაში დაიმუშაონ ხელები ადგილზე განთავსებული სადეზინფექციო ხსნარით; -თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და საგამოცდო ბარათი; ასევე, სურვილის შემთხვევაში, სამედიცინო პირბადე, წყალი პლასტმასის ბოთლით და გელიანი (ე. წ. ტუშის) შავი ფერის კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით. შეფასებისა და გამოცდებისა ეროვნული ცენტრი თითოეულ გამოცდაზე ყოველ გამოსაცდელს შესთავაზებს პირბადეს (სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელს შეუძლია მოიტანოს საკუთარი პირბადე). აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრის შესასვლელშივე გაივლიან თერმოსკრინინგს. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ არის რეკომენდირებული სხვა პირადი ნივთების გამოცდაზე მიტანა. ამის მიზეზი კი ნივთებიდან დაავადების გადატანის რისკის შემცირებაა. რაც შეეხება საგამოცდო აუდიტორიების კონდიციონერით გაგრილების პრობლემას, განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, საგამოცდო სივრცეების კონდიციონერით გაგრილება მოხდება მხოლოდ სესიის დაწყებამდე და გამოირთვება გამოსაცდელების დარბაზში შესვლის წინ. სესიებს შორის პერიოდში ადგილზე ჩატარდება სპეციალური სადეზინფექციო სამუშაოები. რა მოხდება წესების დარღვევის შემთხევვაში? განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ იმ შემთხვევაში თუ აბიტურიენტი ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული წესებს დაარღვევს იგი მიიღებს შენიშვნას, ამ წესების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში კი მოიხსნება გამოცდიდან. წესების დარღვევაში კი იგულისხმება: ნიღბის მოხსნა, სოციალური დისტანციის დარღვევა და უარი ხელების დამუშავებაზე, სხვ. წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები იქნება შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, გორში, ახალციხეში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ოზურგეთსა და ხულოში.##ერთიანიეროვნულიგამოცდები ##განათლებისსამინისტრო ##კორონავირუსი ##batumidaily
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 week ago
კორონავირუსის გამო შეცვლილი საგამოცდო წესები
ერთიან ეროვნულ გამოცდაზე მისულ აბიტურიენტებს პირბადის მოხსნა შეეძლებათ, ხოლო თუ ტემპერატურა 30 გრადუსამდე მიაღწევს, მაშინ გაგრილების სისტემა ჩაირთვება. გადაწყვეტილება დღეს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა. განმარტებები გააკეთა დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმღვანელმაც. რა შემთხვევაში შეეძლება აბიტურიენტს გამოცდაზე პირბადის მოხსნა?
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
Batumi · 1 week ago
რეგულაციები სასპორტო დარბაზებისთვის
დღეიდან ინსპექტირება მუშაობის განახლების მსრუველ ყველა სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებას ჩაუტარდება. აუზის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება წყლის ხარისხს ექცევა, შეზლონგებს შორის 2 მეტრიანი დისტანციის დაცვაა სავალდებულო. ფიტნეს დარბაზებში კი ყურადღება გაგრილების სისტემასა და საშხაპეებზე მახვილდება. არ არის გამორიცხული დისტანციის დაცვის გამო ადმინისტრაციებს რამდენიმე ტრენაჟორის დროებით გააუქმება მოუწიოთ
Batumi Daily
Batumi · 2 months ago
კორონავირუსის პირობებში, დროა საქართველომ ტურისტული სტრატეგია შეიცვალოს
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, აჭარის რეგიონი და ბათუმი ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა საქართველოში, განსაკუთრებით კი ზაფხულის პერიოდში. 2020 წლის ტურისტული პროგნოზი საკმაოდ პესიმისტურია - კორონავირუსით გამოწვეული სირთულეები ტურიზმს შეამცირებს, საქართველოს ეკონომიკაში კი ამ სფეროს ძალიან დიდი წილი უკავია. თუმცა ის, რომ წელს ტურიზმის წილი შემცირდება, არ ნიშნავს იმას, რომ ბოლო წლებში საქართველოს ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად იყო გამოყენებული. კორონავირუსი არ არის ერთადერთი პრობლემა, რომელიც აჭარის ტურისტული ინდუსტრიის განვითარებას უშლის ხელს. 2014 წლიდან 2019 წლამდე, 16%-დან 19%-მდე გაიზარდა რუსეთის ფედერაციიდან ტურისტთა რაოდენობა ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორებს შორის. ამავე მონაცემებით, საქართველოში ყველაზე მეტი აზერბაიჯანის მოქალაქეები შემოდიოდა, თუმცა 2019 წელს აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა წილი თითქმის გათანაბრდა. უფრო მეტი ადამიანი შემოდის სომხეთიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ირანიდან და სხვა დაბალშემოსავლიანი ნაკლებად განვითარებული ქვეყნებიდან, ვიდრე უფრო განვითარებული სახელმწიფოებიდან. ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 2019 წელს მხოლოდ 7.3% იყო. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია იმის გათვალისწინებით, რომ ევროკავშირიდან შემოსული ვიზიტორები 27 ქვეყნიდან შემოსულ მგზავრებს გულისხმობს და არა - ერთი რომელიმე სახელმწიფოდან. რა არის პრობლემა? ტურიზმში, ისევე როგორც ბიზნესის სხვა სახეობებში, ქვეყნის იმიჯსა და რეკლამას დიდი მნიშვნელობა აქვს. გადამწყვეტია ასევე კონკრეტული ქალაქის, მაგალითად, ბათუმის იმიჯიც. იმის მიუხედავად, რომ სულ უფრო მეტ დასავლურ გამოცემაში იბეჭდება საქართველოს შესახებ (CNN, BBC, Vogue), ტურიზმის დიდი ნაწილი პოსტსაბჭოთა სივრცესაა მიბმული. ეს, თავის მხრივ, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ბათუმი ჯერ კიდევ ის საბჭოთა ქალაქია, როგორიც ადრე იყო. ამ იმიჯის შესაცვლელად 2019 წლამდე რაიმე მიზნობრივი აქტივობა არ ჩატარებულა. კერძოდ, 2019 წლამდე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხა რუსულ არხებზე რეკლამაში იხარჯებოდა. რუსეთის ტელევიზიები გამოირჩევიან არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა დემოკრატიული ქვეყნების მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებით - ხშირად პოლიტიკური დაპირისპირების გვერდით გადიოდა რეკლამა ბათუმსა ან თბილისზე, რომელიც ამბობდა, რომ საქართველოში კარგად მღერიან, ცეკვავენ და კარგ საჭმელს აკეთებენ, ამიტომ პოლიტიკურად კი "არასწორი" ქვეყანაა საქართველო, მაგრამ რუს ტურისტებს მაინც ეპატიჟება. ასეთმა მიდგომამ ქვეყნის იმიჯი კულინარიამდე და ცეკვამდე დაიყვანა, რაც ქვეყნის კულტურის ზედმეტი გამარტივებაა. რუსული პოზიციიდან საქართველო თითქმის ორიენტალური ოცნება გახდა და არა - რეალური ქვეყანა, რეალური პრობლემებითა და რეალური, რუსეთისგან დამოუკიდებელი ისტორიით. ასეთმა მიდგომამ უფრო პრაგმატული საკითხებიც დააზარალა - რუსეთის ბევრ მოქალაქეს შეექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ტურიზმი მათი ფულით ხარობს და ქვეყანა მათი მადლიერი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ეს მოსაზრება 19%-ით სიმართლეც კი აღმოჩნდა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ზედმეტად მიეჯაჭვა რუს ტურისტებს. "რეკლამის განთავსება პირველ რიგში იმ ქვეყნებში უნდა მოხდეს, საიდანაც გვინდა ტურისტების რაოდენობა გაიზარდოს. ამასთან, მნიშვვნელოვანია ვნახოთ, ამ ქვეყნიდან შემოსული ტურისტები რამდენს ხარჯავენ. მიზნობრივ ქვეყნებში, ბუნებრივია, რეკლამა უნდა განთავსდეს, რათა მეტი ადამიანი ჩამოვიდეს" - განახადა ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობულიამ ნეტგაზეთისადმი 2019 წელს ინტერვიუს დროს, როდესაც რეკლამის განთავსებამ რუსულ არხებზე იკლო. რეკლამის შეწყვეტა დაგვიანებული, თუმცა სწორი ნაბიჯი აღმოჩნდა. 20 ივნისის პროტესტების ფონზე Spend Your Summer in Georgia ინიციატივამ საქართველოს იმიჯის გამოსწორებას საფუძველი ჩაუყარა. თუმცა მაინც პრობლემურია, რომ ბათუმში ტურიზსმის სექტორი რუსულენოვან ტურისტებზეა მორგებული უფრო მეტად, ვიდრე ინგლისურენოვან დამსვენებელზე. კერძოდ, ქალაქში რუსულენოვანი მომსახურება იმდენად ნორმალური გახდა, რომ არა მხოლოდ სტუმარს, არამედ ადგილობრივსაც შეიძლება რუსულად მოემსახურონ. ასეთი მიდგომა კიდევ უფრო ამკვიდრებს სტერეოტიპს, რომ ბათუმი არა ქართული კურორტი, არამედ საბჭოთა რივიერაა. გავრცელებული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ბათუმი "თურქების ქალაქი" კი არა, რუსულენოვანი ქალაქი გახდა. ბუნებრივია, საჭიროა ალტერნატიული ბაზრების მოძიება რუსულ მიჯაჭვულობასთან გასამკლავებლად. რუსული ბაზრის კარგი ალტერნატივა ახლო არმოსავლეთის ქვეყნებია. უკვე წლებია, დუბაი-თბილისისა და დოჰა-თბილის მიმართულებით რეგულარულადაა ხელმისაწვდომი ფრენები. საქართველო იმითაა ამ ბაზარზე მომგებიანი, რომ აღმოსავლეთის არაბულ და მუსლიმურ სახელმწიფოებთან ძალიან ახლოს მდებარეობს (მიახლოებით, 3 საათი თვითმფრინავით), მაგრამ მათგან კულტურულად მკვეთრად გამოირჩევა. ეს განსხვავებულობა კი იზიდავს აღმოსავლელ ტურისტებს. არაბეთის გაერთიანებული ემირატებისა და ყატარის ეკონომიკები კი ერთ-ერთი ყველაზე მძლავრია მსოფლიოში. ამ შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ როგორც წესი, ასეთი ტურისტები უფრო თბილისში ჩადიან და ბათუმის აეროპორტში პირდაპირი ფრენები არ არის. აღმოსავლეთთან უფრო ფართო მიმოსვლა, ქუთაისში ევროკავშირის ქვეყნებთან მიმოსვლის მსგავსად, აჭარის ეკონომიკას გაცილებით დიდ სარგებელს მოუტანს, ვიდრე მხოლოდ თბილისში ფრენები. ხშირად, 3-4 დღით ჩამოსულ ტურისტს 5 საათი მატარებლით მგზავრობის დრო ან სურვილი არ გააჩნია. რომ შევაჯამოთ, კორონავირუსი არ არის ტურიზმის მთავარი გამოწვევა. მთავარი გამოწვევაა ქვეყნის პოზიციონირება, როგორც პოსტ-საბჭოთა "ახლო საზღვარგარეთის". აუცილებელია, ტურიზმი იყოს ორიენტირებული ევროკავშირის ქვეყნებზე და აღმოსავლეთის განვითარებულ ეკონომიკებზე. აღმოსავლეთთან მიმოსვლის დამყარებამ შესაძლოა, ქვეყანას ისეთივე სარგებელი მოუტანოს, როგორც ევროკავშირთან გაადვილებულმა მიმოსვლამ. კორონავირუსით გამოწვეული ტურისტული "შესვენება" კი კარგი დროა ახალ სტრატეგიაზე დასაფიქრებლად. #ტურიზმი #რუსეთი #აღმოსავლეთი #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 1 month ago
ბათუმში ტრანსპორტი ქუჩების ნაცვლად ეზოებში მოძრაობს
გადაკეტილი გზები ბათუმის მუდმივი პრობლემაა. მნიშვნელობა არა აქვს, რა დროა ან რა მდგომარეობა, ქალაქში ყოველთვის მოიძებნება გზა, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც იკეტება. გამონაკლისი არც ეს სეზონია. ამჯერად, ქალაქის რამდენიმე ცენტრალური ქუჩაა გადაკეტილი, რაც ტრანსპორტის მარშრუტს ისე ცვლის, რომ ისინი საცხოვრებელ ტერიტორიაზე მოძრაობენ. შეგახსენევთ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და თავდაპირველად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში დასრულება იგეგმებოდა. პროექტის ღირებულება 60 მილიონ ლარს შეადგენს. ქალაქის მერია ცდილობს, სამუშაოების ძირითადი ნაწილი მანამ დაასრულოს, სანამ ცხელიტურისტული სეზონი დაიწყება, მაგრამ ჯერჯერობით, მოძრაობა ისევ შეზღუდულია და ტრანსპორტი ეზოებში მოძრაობს.#ტრანსპორტი #გადაკეტილიქუჩა #ბათუმი #batumidaily
Batumi Daily
Batumi · 3 weeks ago
"საქართველო დიდი ხანია ითმენს, მგონი საკმარისია" - გიორგი გაბუნია
“მთავარი არხის” ჟურნალისტმა, გიორგი გაბუნიამ ლიკვიდაციის მცდელობაზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ გადაცემაში “Post Factum“ ამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრძოლას არ წყვეტს: “საქართველო ძალიან, ძალიან დიდი ხანია ითმენს, მგონი საკმარისია და დროა წელში გავიმართოთ. ჩვენ მაინც შევძლოთ და დავუტოვოთ ახალგაზრდობას ისეთი ქვეყანა, სადაც რუსეთის საწინააღმდეგო აქციებზე დგომა მათ აღარ მოუწევთ. სადაც მათი სიტყვების გამო მკვლელებს არ გამოუგზავნიან მათსავე სამშობლოში.. მე ვთვლი, რომ ვარ ძალიან დიდი სამშობლოს ერთგული არმიის ერთი რიგითი ჯარისკაცი. მე შეიძლება მომკლან, არაუშავს, ჩემს ადგილს სხვა, ჩემზე უფრო თავდადებული ჯარისკაცი დაიკავებს. ჩვენ ბევრნი ვართ. მაგრამ მე ჯერ ცოცხალი ვარ და მყარად ვდგავარ. მესროლეთ თუ სწორად დამიზნებას შეძლებთ მე ტყვიის არ მეშინია. მე ვაგრძელებ ბრძოლას და ვიომებ გამარჯვებამდე.” თქვა გაბუნიამ პირდაპირ ეთერში. შეგახსენებთ, 15 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 12 ივნისს განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით დაკავებული მამაკაცის სამიზნე ჟურნალისტი გიორგი გაბუნია იყო. ამის სავარაუდო მიზეზად სახელდება 2019 წლის 7 ივლისს ჟურნალისტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის გინება პირდაპირ ეთერში. გიორგიგაბუნია მთავარიარხი რუსეთი ახალიამბები BatumiDaily
Beautyblogs Bymashh
Batumi · 3 weeks ago
რომელ საათზე შეგვიძლია ვჭამოთ ყველაფერი?იდეალური დრო.
წონის პრობლემა განსაკუთრებით ზაფხულში აქტიურდება,როდესაც ველანი ჩვენი იდეალური ტანისკენ მივილტვით,არ ვჭამთ,ვვარჯიშობთ და სულმოეუთქმენლად ველით ზღვის დროის მოსვლას,სწორედ ამ დროს საკმაოდ რთულია უარი ვთქვათ ჩვენს საყვარელ ჯანკ ფუნდზე,ცომეულზე,ტკბილზე მაშინაც კი როდესაც კარგი ტანის სურვილი უფრო დიდია ვიდრე ნაჭერი პიცა. თუმცა რეალურად ჩვენ უბრალოდ სწორი დრო უნდა შევარჩიოთ და აი რატომ:კუჭი ყველაზე აქტიურ ფაზაში 12 სთ დან 15 სთ მდმეა,ზუსტად ამ დროს ის ეფექტურად,სწრაფად ამუშავებს მიღებულ საკვებს,ამს გარდა ეს სწორედ ის დროა როდესაც მთელი დღე წინ გვაქვს და ეფექტირი მოძრაობით,ვარჯიშით თამამად შეგვიძლია კალორიების დამარცხება. ამიტომ არასდროს თქვათ უარი საყვარელ საკვებზე უბრალოდ შეარჩიეთ სწორი დრო და ულუფა. #თავისმოვლა #სილამზე #წონა #სწორიკვება